ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებარატომ არ უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით შაქარი

რატომ არ უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით შაქარი

შაქარი ნახშირწყალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება უამრავ საკვებში, რძეში შემავალი ლაქტოზადან დაწყებული, ხილსა და თაფლში ფრუქტოზამდე დამთავრებული. არსებობს შაქრის ორი ტიპი: ბუნებრივი შაქარი, როგორიცაა ლაქტოზა და დამატებული ან „თავისუფალი“ შაქარი, რომელიც შეიცავს დახვეწილ სუფრის შაქარს (საქაროზას), ასევე კონცენტრირებულ წყაროებს, როგორიცაა ხილის წვენი, თაფლი და სიროფი. ჯანდაცვის ორგანიზაციები, მათ შორის NHS გვირჩევენ, რომ შევამციროთ ეს „თავისუფალი შაქარი“.

რა რაოდენობით შაქრის მიღება შეიძლება ყოველდღიურად?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და დიდი ბრიტანეთის კვების ოფიციალური მრჩევლების რეკომენდაციებია, რომ ჩვენი ყოველდღიური კალორიების მხოლოდ 5% უნდა შედგებოდეს დამატებული “თავისუფალი” შაქრისგან.

ეს ნიშნავს:

  • მოზრდილმა უნდა მიირთვას არაუმეტეს 30გრ დღეში (დაახლოებით შვიდი შაქრის კუბიკი).
  • 7-10 წლის ბავშვმა უნდა მიირთვას არაუმეტეს 24გრ დღეში (ექვსი შაქრის კუბიკი).
  • 4-6 წლის ბავშვმა უნდა მიირთვას არაუმეტეს 19გრ დღეში (ხუთი შაქრის კუბიკი).

შაქრის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ჭარბწონიანობა, დიაბეტი, გულის დაავადება თუ კბილების გაფუჭება.

თუ ძალიან აქტიური ხართ და რეგულარულად ვარჯიშობთ, გარკვეული შაქარი გეხმარებათ მზა ენერგიის მომარაგებაში თქვენი კუნთების გასაწვავად და ტვინის აქტივობის შესანარჩუნებლად. უმრავლესობის პრობლემა არის ის, რომ ბევრ გადამუშავებულ საკვებს, რომელსაც ჩვენ ვჭამთ – განსაკუთრებით ის, რაც ბავშვებისთვის იყიდებს – შეიცავს შაქარს, რომელიც ამარაგებს ენერგიას “ცარიელი” კალორიების სახით, ასე რომ, ჩვენ ვიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ეს საჭიროა.

ძალიან ბევრი შაქრის რეგულარულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ენერგიის დაქვეითება: შაქრის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს სისხლში შაქრის დონის აწევას. ამას მოჰყვება მკვეთრი ვარდნა, რაც გარდაგვქმნის დაღლილებად, გაღიზიანებულად და გვსურს მეტი შაქრიანი საკვები. ამ მანკიერმა წრემ შეიძლება გაართულოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
  • წონაში მატება: შაქრის ჭარბი მოხმარება გვმატებდ დამატებით კილოგრამებს და თავის მხრივ, შეიძლება გაზარდოს ჯანმრთელობის ქრონიკული დაავადებების რისკი.
  • დიაბეტი და გულის დაავადება: დროთა განმავლობაში ჭარბი რაოდენობის შაქარმა შეიძლება დააზიანოს სისხლძარღვები და ნერვები.
  • კბილების გაფუჭება: შაქრის სიხშირის მატებასთან ერთად ეს პრობლემაც იზრდება. შაქრიანი საჭმელები და გაზიანი სასმელები ძირითადი ელემენტია ამ პრობლემის შესაქმნელად.

ამ ჯანმრთელობის პრობლემების აღიარების მიზნით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა გაიდლაინები კვების მრეწველობისთვის, რათა ხელი შეუწყოს შაქრის შემცირებას შეფუთულ პროდუქტებში.

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები