შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიქართული სუფრის ტრადიცია საშემსრულებლო ხელოვნებაა - ბლოგი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს

ქართული სუფრის ტრადიცია საშემსრულებლო ხელოვნებაა – ბლოგი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს

 

ქართული სუფრა

ქართული სუფრის წარმოშობის დათარიღება საკმაოდ ძნელია, რადგან ამ კულტურის ფესვები საუკუნეების სიღრმეში მიდის. ვანში, 2006 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეს განეკუთვნება. მინიატურული ზომების მიუხედავად, მამაკაცის ქანდაკება ყანწით ხელში თანამედროვე თამადის ისტორიულ წინაპრად არის მიჩნეული. სუფრის სამზადისში მონაწილეობენ ქალბატონები და მამაკაცები, რომლებიც ამზადებენ წინასწარ შერჩეულ კერძებს. სუფრის ეტიკეტი გულისხმობს თამადის, მერიქიფის (ღვინის სასმისების შევსებაზე პასუხისმგებელი) და სხვა დამხმარე პერსონალის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, სადღეგრძელოების თანმიმდევრობას, მომზადებული კერძების სუფრაზე შემოტანის რიგითობას, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას, ლხინის სუფრაზე გართობას (ლექსი, შაირი, კაფიობა, ცეკვა, სიმღერა, თამაშობები). სამგლოვიარო სუფრა 2 საათამდე გრძელდება (ისმევა 7-9 სადღეგრძელო). ლხინისა და სხვა სუფრები შეიძლება 4-5სთ და მეტიც გაგრძელდეს. სუფრა ღიად თუ ფარულად, მონაწილეობს ჩვენი ყოფის თითქმის ყველა საფეხურზე, დაწყებული დაბადების სიხარულიდან, დამთავრებული გარდაცვალების რიტუალამდე.

პურობა იწყება სუფრის წარმმართველის – თამადის არჩევით. თამადა წარმოთქვამს სადღეგრძელოებს, რომელთა თანმიმდევრობა სუფრის ტიპზეა დამოკიდებული: რწმენა, ოჯახი, სამშობლო და წინაპრები ქართული სუფრის უცვლელი თემებია. სადღეგრძელოებს თამადის შემდეგ რიგ-რიგობით წარმოთქვამენ სუფრის წევრები და აგემოვნებენ ღვინოს. განსხვავებული სასმისით (ყანწი, ბადია, თასი, რელიქვიური სასმისი) ისმება განსაკუთრებული სადღეგრძელოები და ხელიდან ხელში გადაეცემა სუფრის წევრებს. სუფრის მსვლელობის დროს თამადა სუფრის წევრს “ალავერდს”- სადღეგრძელოს თქმის უფლებას” გადასცემს. მიმღები განავრცობს სადღეგრძელოს და სხვას გადასცემს. ასეთი წესრიგი სუფრის წევრებს ერთიანი პროცესის შემოქმედათ აქცევს. 

READ  გიორგი ფხაკაძე: ჩემი კამპანია პირბადეებთან დაკავშირებით არ მეგონა ასეთი ეფექტური თუ იქნებოდა

სადღეგრძელოები გაჯერებულია ლექსებით, მოგონებებით, იუმორით, მსჯელობით. სუფრის მსვლელობისას მღერიან, ცეკვავენ, შაირობენ… (გამონაკლისია სამგლოვიარო სუფრა). სუფრის ეტიკეტი ქალბატონების მიმართ გასაკუთრებულ მოპყრობას გულისხმობს, რაც სადღეგრძელოებში, სიმღერებსა თუ ზეპირსიტყვიერებაში გამოიხატება. დასასრულს, თამადა ადღეგრძელებს მასპინძელ ოჯახს და მადლობას უხდის დიასახლისს, ხოლო სუფრის წევრები წარმოთქვამენ თამადის და ყველაწმინდას სადღეგრძელოს. თამადა პატივცემული და განსაკუთრებულად დაფასებული პიროვნებაა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, თემში, სოფელში ცნობილი არიან თამადები, რომლებსაც სუფრის წარმართვისათვის სპეციალურად იწვევენ ოჯახებსა თუ სარიტუალო დაწესებულებებში. ისტორიამ გაზეთ ივერიაში (მე-19სკ) ასეთი ჩანაწერიც კი შემოგვინახა: „ბახუტაშვილს თამადობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს“.

წყარო

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

მარტი 29, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები