ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგივაზისადმი უსაზღვრო თავდადებამ 500-ზე მეტი უძველესი ჯიში გადაარჩინა საქართველოში - სად აქვს...

ვაზისადმი უსაზღვრო თავდადებამ 500-ზე მეტი უძველესი ჯიში გადაარჩინა საქართველოში – სად აქვს ფესვები კულტურას, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს?

    ქართული ღვინის ისტორია

 ქართული კულტურა რომ ძალიან მრავალფეროვანი და მრავლის მომცველია, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. და მაინც, საიდან და როგორ წარმოიშვა ეს კულტურა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს?

ქართულ კულტურაზე საუბრისას, ალბათ, ყველას პირველ რიგში ქართული ღვინო ახსენდება. ტყუილად კი არ უწოდებენ საქართველოს “ღვინის აკვანს”

საინტერესოა, საიდან და როგორ იწყება ქართული ღვინის ისტორია?

 ჩინებული ღვინო – ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა იმ ადგილისა და ხალხის, რომელთაც იგი შექმნეს. ამიტომაც, ქართული კულტურისა და ღვინის კულტურის ამქვეყნად მოვლინება მუდამ ერთად მოიაზრება. ამ ვარაუდს ადასტურებს არქეოლოგიური გათხების შედეგად მოპოვებული, 8000 წლით დათარიღებული ყურძნის, „vitis vinifera sativa“, წიპწები და ანტიკურ ნასახლარებში აღმოჩენილი უზარმაზარი ქვევრები. ზოგიერთი ეტიმოლოგი იმასაც კი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სიტყვა „wine” ქართული სიტყვა „ღვინოდან“ წარმოიშვა.

ქართული კულტურაში უხვადაა ლეგენდები და ტრადიციები, რომლები სავსეა მეღვინეობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებით. საქართველო, როგორც მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლო, მოხსენიებულია გასული საუკუნეების მრავალი პოეტის, მწერლის და მოგზაურის შემოქმედებაში. მათ შორის პირველია აპოლონ როდოსელი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 295 წელს, თავის არგონავტიკაში ხოტბას ასხამს ქართულ ღვინოს.

დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე მდებარე, კავკასიონის მთებით გარშემორტყმულ ალაზნის ველზე, პოეტების, ხელოვანებისა და მეომრების სამშობლოში დაბადებული ღვინის გასინჯვა მსოფლიო ისტორიაში ეპიკური მოგზაურობას თუ შეედრება მხოლოდ.

ქართული ღვინის სრულყოფილება ადგილობრივი ჯიშების ფართო სპექტრის, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამორჩეული თანაფარდობით და უნიკალურობითაა განპირობებული. საუკუნოვანი გამოცდილების შედეგია ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი საქართველოში, დაწყებული დახვეწილი თეთრით და სრულსხეულიანი წითლით, დამთავრებული ტკბილი აისვაინითაც კი! უდაოა, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი გემოვნებისათვის შესაფერისი ღვინოები. ვაზისადმი უსაზღვრო თავდადებამ 500-ზე მეტი უძველესი ჯიში გადაარჩინა საქართველოში, რომელთაგანაც დღესდღეობით 38 კომერციული წარმოებისთვის გამოიყენება.

წყარო

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის შესახებ

სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის შესახებ

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები