შაბათი, მაისი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedპასკის საუცხოო რეცეპტი shenisupra.ge - ის მკითხველს Tatiana's Kitchen -გან

პასკის საუცხოო რეცეპტი shenisupra.ge – ის მკითხველს Tatiana’s Kitchen -გან

გთავაზობთ პასკის საუცხოო რეცეპტს Tatiana’s Kitchen-გან, განსხვავებულსა და არომატებით გაჯერებულს. ხაჭოს პასკა, რომელიც ნოტიო და უგემრიელესი გამოდის. რეცეპტი უმარტივესია, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. საჭიროა ყველაფერის ერთიანად არევა და შედეგი საოცარი გამოდის.

 

ინგრედიენტები:
• 100 გრ გამდნარი კარაქი
• 2 ც კვერცხი
• 250 მლ რძე
• 100 გრ შაქარი
• ჩირები, ტატიანამ ამ შემთხვევაში ფორთოხლის გამოიყენა
• 180 გრ ხაჭო
• 1ს/კ საფუარი
• 500 გრ ფქვილი
• 1 ც ფორთოხლის ცედრა და წვენი
მომზადება:
მიქსერის ჯამში მოვათავსოთ კვერცხი და საქარი,დავუმატოთ გამდნარი კარაქი,ხაჭო,რძე,საფუარი,მწიკვი მარილი,ფორთოხლის წვენი,და მე კონიაკში მქონდა ფორთოხლის ცედრა შენახული და ის დავუმატე 1 ს/კ ,ფქვილი.კარგად მოვურიოთ  ყველაფერს.დავასვენოთ ცომი ,ამოსვლის შემდეგ გადავანაწილოთ ფორმებში,მე ქაღალდის საშუალო ზომის ფორმები მქონდა და 4 ცალი გამოვიდა.ფორმებშიც დაველოდე ამოსვლას და გამოვაცხვე ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წთ.
გამზადებულს ზემოდან მზა მინანქარი მოვასხი და გავაფორმე სურვილისამებრ.
წელს პირველად ვსინჯე ფორთოხლის ჩირი და ძალიან მომეწონა.
მზა მინანქარი მარტივარ მზადდება: 1 შეკვრა გავთქვიფე 1 კვერცხის ცილასთან.
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ვაქცინა Sinopharm – მოქმედების მექანიზმი, როგორ შეიქმნა ეს ვაქცინა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები