სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ჯანსაღი და გემრიელი მწვანე სალათი თინუსით

მოამზადეთ ჯანსაღი და გემრიელი მწვანე სალათი თინუსით

გთავაზობთ უჯრედისით მდიდარ სალათს ყველაზე სასარგებლო და ნაზი თევზით, თინუსით.

ინგრედიენტები:

  • 170 გრ თინუსი საკუთარ წვენში ან ზეთში (გემოვნებით)
  • 3-4 დიდი სალათის ფურცელი
  • 2 საშუალო ზომის პომიდორი
  • 240 გრ ტკბილი სიმინდი
  • 170 გრ უკურკო ზეთისხილი
  • ზეითუნის ზეთი და მარილი გემოვნებით

მომზადების მეთოდი:

1. სალათის ფურცლები გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ.

2. თინუსიდან სითხე გადაასხით და თევზი ჩანგლით დაჭყლიტეთ. თევზი სასალათეში გადაიტანეთ.

3. პომიდორი გარეცხეთ, გაამშრალეთ და ნაჭრებად დაჭერით. პომიდვრის ნაჭრები თინუსს დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ და აურიეთ.

 

4. სალათის ფურცლები ზოლებად დაჭერით.

 

5. ზეთისხილს სითხე გადაასხით და რგოლებად დაჭერით.

 

6. დაჭრილი ზეთისხილი და სალათის ფურცლები სალათს დაუმატეთ. დაკონსერვებული სიმინდის სითხე გადაასხით და სიმინდი ასევე სალათს დაუმატეთ.

7. სალათს ზეითუნის ზეთი მოასხით და ფრთხილად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  Пхакадзе - Мир проигрывает войну с коронавирусом, потому что не принимаются аполитические решения
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები