კვირა, ივნისი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ჯანსაღი მწვანე სალათი

მოამზადეთ ჯანსაღი მწვანე სალათი

ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის მწვანე სალათი ნამდვილი მისწრებაა. მისი მირთმევა ვახშამზე შეგიძლიათ. მომზადებისას ფანტაზიას მოუხმეთ და საკუთარი სურვილებით იხელმძღვანელეთ.

ინგრედიენტები:

  • მჟაუნა -1 კონა
  • სალათის ფურცელი – 1 კონა
  • ვაშლი – 1 ცალი
  • ლიმონი – 1 ცალი
  • თაფლი – გემოვნებით

 

მომზადების მეთოდი:

 

  • სალათის ფურცლები კარგად გარეცხეთ. ხელით დააქუცმაცეთ და სასალათე ჯამში გადაიტანეთ.
  • ვაშლი გაასუფთავეთ შუაგულისგან. გრძელ, წვრილ ნაჭრებად დაჭერით. რომ არ გამუქდეს, ლიმონის წვენი მოასხით.
  • ვაშლიც სასალათე ჯამში გადაიტანეთ.
  • მჟაუნა კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და სალათს დაამატეთ.
  • ლიმონის წვენს თქვენი გემოვნებით შეურიეთ თაფლი.
  • მიღებული სიროფი სალათს მოასხით.
  • ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები