ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ბადრიჯანი ბულგარულითა და სვანური მარილით

მოამზადეთ ბადრიჯანი ბულგარულითა და სვანური მარილით

ინგრედიენტები:
  • 5   ცალი ბადრიჯანი
  • 2   ცალი წითელი ბულგარული
  • 3   ცალი მწვანე მწარე წიწაკა
  • 15   გრამი ახალი ქინძი
  • 1   ცალი წითელი ხახვი
  • 1   ცალი პომიდორი
  • 5   კბილი ნიორი
  • 1   ჩ/კ სვანური მარილი
  • 6   ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი
  • 10   ჩ/კ ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • 30   მლ/ლ წყალი
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1

დაჭერით ბადრიჯანი. ტაფაზე დაასხით ზეთი და საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე წვით 20 წუთით.

ნაბიჯი 2

სანამ ბადრიჯანი იწვება, დანაყეთ ნიორი და დაჭერით წიწაკები, ქინძი და ხახვი. გადაიტანეთ თასში. დაუმატეთ 30 მლ წყალი, 6 ჩ/კ ძმარი და ¾ ჩ/კ სვანური მარილი. ამოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთით.

ნაბიჯი 3

დაჭერით პომიდორი. შემწვარი ბადრიჯანი გადაიტანეთ თასში დაჭრილ ინგრედიენტებთან. ამავე ტაფაზე დაჭრილი პომიდორი 3-4 წუთით თუშეთ. დაუმატეთ მოთუშული პომიდორი და ¼ ჩ/კ სვანური მარილი. ამოურიეთ და მიირთვით მომზადებისთანავე. შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც.

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „აკრედიტაციის პროცესი დაიწყო შარშან“ - ამის შესახებ მაშინ ბევრი არ იცოდა…
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები