ორშაბათი, იანვარი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„14 წლიდან მიმტანად ვმუშაობ, რთული აღმოჩნდა ჩემთვის გარემოსთან შეგუება“- გიორგი ვაჩნაძე მიმტანების...

„14 წლიდან მიმტანად ვმუშაობ, რთული აღმოჩნდა ჩემთვის გარემოსთან შეგუება“- გიორგი ვაჩნაძე მიმტანების რეალურ ცხოვრებაზე გიამბობთ

ჩვენს ირგვლივ მრავალი პროფესიის ადამიანია და რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი ძალიან დასაფასებელია, რადგან ეს ადამიანები უამრავ რესურსს დებენ თავიანთ საქმეში. მეტად რთულ და შარომატევად საქმეებზე როცა ვსაუბრობთ, ალბათ, ყველას მომსახურეობის სფერო გვახსენდება, რომელის ძირიადი ნაწილი მიმტანებზე დგას…

Shenisupra.ge გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ვაჩნაძესთან, რომელიც წლებია, ამ სფეროში მუშაობს და მიმტანების რეალურ ცხოვრებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე გვესაუბრება:

 

 

  • იორგი, რა ასაკში დაიწყეთ მიმტანად მუშაობა და რამ გიბიძგათ, რომ ეს ნაბიჯი გადაგედგათ?

 

  • 10 წელია, უკვე ამ სფეროში ვარ… მიმტანად მუშაობა 14 წლის ასაკში დავიწყე, ამის მიზეზი ფინანსური მდგომარეობა იყო…

 

  • სამსახურის პირველი დღეები რომ გაიხსენოთ, რამდენად ლოიალურები იყვნენ ობიექტის თანამშრომლები და უფროსები?

 

  • სხვათა შორის, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ლოიალურებიც იყვნენ, თუმცა, სამწუხაროდ, პირველ დღეებში მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი, მოგეხსენებათ ხალხმრავალ ადგილას მუშაობა არ არის მარტივი…

 

  • 14 წელი საკმაოდ პატარა ასაკია… მაინტერესებს, გაგიჭირდათ თუ არა ამ საქმეში ჩაბმა და ამ ყველაფრის სამსახურად აღქმა?

 

  • სიმართლე გითხრათ, არ გამჭირვებია, უბრალოდ, პირველი ორი-სამი დღე იყო ცოტა რთული, თუმცა შემდეგ შევეჩვიე და იმ დროს ძალიან მიხაროდა, რომ ვმუშაობდი და საკუთარი შრომით გამოვიმუშვებდი თანხას.

 

  • ახლანდელ რეალობაზე რას გვეტყვით? ყველასთვის, ცნობილია, რომ ეს საქმე სირთულეებთანაა დაკავშირებული…

 

  • კონკრეტული ფაქტი არ მახსენდება, თუმცა ამ სფეროში უამრავი სირთულე იქმნება ყოველდღიურად, რომელიც თითქოს შეუმჩნეველია… როგორც უკვე აღვნიშნე, ხალხმრავალ ადგილას უამრავი პრობლემა იქმნება…

 

  • მომხმარებლებს როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენდამი – როგორია ტენდენცია?

 

  • რესტორანში ბევრი კატეგორიის ადამიანს ვხვდები და მათგან, საბედნიეროდ, უფრო მეტი დადებითად არის განწყობილი და ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს, თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება, სამწუხაროდ…

 

  • ალბათ, მეთანხმებით, რომ თითქმის ყველა პროფესია დღემდე რაღაც სტერეოტიპებთან და სტიგმებთან ასოცირდება, მათ შორისაა, მიმტანობაც. მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

  • კი ბატონო, რაღაც სტიგმები და სტერეოტიპები დღემდე არსებობს, თუმცა მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები ამ ყოველივეს.

 

  • რამდენად მოგწონთ და გიყვართ ეს საქმე?

 

  • სიმართლე გითხრათ, ხალხთან ურთიერთობა მიყვარს და მომწონს ძალიან… ზუსტად ესაა მიზეზი, თუ რატომაც ვმუშაობ ამ სფეროში, თუმცა თავად მიმტანობა, როგორც სფერო, იმდენად რთული და დამღლელია, სამწუხაროდ, საერთოდ არ მიყვარს…

 

  • დაბოლოს, მაინტერესებს რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა გადიან იმ პერიოდს, რაც თქვენ 10 წლის წინ გაიარეთ?

 

  • რჩევებსა და შენიშვნებს ვერ მივცემდი… მე პირადად, რჩევებს მივცემდი დამსაქმლებლებს. მათ ვეტყოდი, რომ უფრო მეტად შეუწყონ ახალგაზრდებს ხელი, რათა შეუყვარდეთ ეს საქმე და უხაროდეთ სამსახურში სიარული. დამსაქმებლის ხელშეწყობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მე თავადაც მქონია კარგი სამსახური, კარგი ანაზღაურებით, თუმცა ხელშეწყობა არ მქონდა და, შესაბამისად, სურვილი და მოტივაციაც დამკარგვია…

 

ავტორი: მაგდა ალანია

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
აშშ-ში აკრძალეს საკვები საღებავი Red 3: რა უნდა იცოდეთ?

აშშ-ში აკრძალეს საკვები საღებავი Red 3: რა უნდა იცოდეთ?

იანვარი 26, 2025
ასე უნდა ჩაატაროთ სახლის დეზინფექცია გრიპის დროს

ასე უნდა ჩაატაროთ სახლის დეზინფექცია გრიპის დროს

27 იანვარი 2025
რას გულისხმობს მონოქრომული დიზაინი და რა უპირატესობა აქვს მას

რას გულისხმობს მონოქრომული დიზაინი და რა უპირატესობა აქვს მას

იანვარი 26, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მადამ კლიკო – შამპანურის რევოლუცია ერთი ქალის ხელით

მადამ კლიკო – შამპანურის რევოლუცია ერთი ქალის ხელით

27 იანვარი 2025
საქართველოს ეროვნული მუზეუმი — ისტორია, კულტურა და ქართული საგანძური

საქართველოს ეროვნული მუზეუმი — ისტორია, კულტურა და ქართული საგანძური

იანვარი 26, 2025
Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

იანვარი 26, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები