სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმჭადი - ქართული სამზარეულოს მუდმივი წარმომადგენელი

მჭადი – ქართული სამზარეულოს მუდმივი წარმომადგენელი

მჭადი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ძირითადი ცომეულია. თითქოს განსაკუთრებული არაფერია – მჭადი სიმინდის ფქვილითა და წყლით იზილება, მაგრამ მისი გამოცხობის  სხვადასხვა წესი არსებობს.

ერთ-ერთი ქვის კეცის მჭადია. ქვის კეცს გაახურებდნენ, ზედ მცენარის ფოთლებს დააფენდნენ (ფოთოლი შეიძლებოდა ყოფილიყო კაკლის, შქერის, თხმელის, ბლის, მაგრამ ყველაზე გემრიელი ნეშოს ფოთოლში ცხვებოდა), ცომის გუნდას შუაში დაასკუპებდნენ, მერე სველი ხელით, ისე, რომ ცომის კიდეები არ დაბზარულიყო, გააბრტყელებდნენ, თავზე ისევ ფოთლებს დააფენდნენ, თუნუქის ფირფიტას დაადებდნენ, ზედ ნაკვერჩხალს დააყრიდნენ და ასე აცხობდნენ.  

არსებობს კელამიდების მჭადი. კელამიდები პატარა, თიხის კეცებია. ერთდროულად რამდენიმეს გაახურებენ, ფოთლებს ჩააფენენ, შიგ თხელ მჭადებს ჩააკრავენ, კეცებს ერთმანეთზე დააწყობენ და ნაკვერჩხლებიან თუნუქს ბოლო კეცს დააფარებენ. ამ წესით კეცი კეცს ახურებს და რამდენიმე მჭადი ერთად ცხვება.

მჭადს ღადარშიც აცხობდნენ. ღადარი ის ადგილია, სადაც ცეცხლი ინთება. შეშა კარგად რომ ჩანავლდებოდა, ნაკვერჩხლებს გაანელებდნენ, მჭადის გუნდას ღადარში ჩააგორებდნენ და ზედ ნაცარს წააყრიდნენ. გამომცხვარ მჭადს რომ ამოაგორებდნენ, წყალს გაავლებდნენ, რომ ნაცარი კარგად  გაეცილებინათ. ამბობენ, რომ ასეთი მჭადი გამორჩეულად გემრიელი იყო. დღეს ბუხრები თანამედროვე ღუმელებმა შეცვალა, კეცები კი – ტაფებმა, მაგრამ კეცის მჭადი ისევ  აქტუალურია. 

მჭადის მთავარი საიდუმლო მაინც კარგი ფქვილია. ცომი უნდა მოიზილოს თბილი წყლით და ცოტაოდენი მარილით. როგორც ძველი დიასახლისები იტყოდნენ, მჭადი დიდხანს და ისე უნდა მოიზილოს, რომ თითქმის ხელში გამოცხვეს. ცომი კარგად უნდა შეიკრას და ერთგვაროვანი გახდეს. ბოლო დროს მჭადის მოზელა მინერალური წყლით დაიწყეს, ასე მომზადებული მჭადი ცივიც კი ინარჩუნებს სირბილეს. სადღესასწაულო სუფრებისთვის მჭადებს პატარ-პატარა კვერებად ზეთში წვავენ. 

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ლაპარაკი ზედმეტია, ასეთი დაპირებებია ვაქცინაზე
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები