ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"შეეშვით ნებისმიერ დიეტას!.." - ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს 💫

“შეეშვით ნებისმიერ დიეტას!..” – ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს 💫

Shenisupra.ge გთავაზობთ ინტერვიუს ჯანსაღი კვების მენტორთან, ლაშა კალატოზიშვილთან:

– ლაშა, რატომ გადაწყვიტეთ ჯანსაღი კვების მენტორობა?

– ჩემი ძირიდადი საქმიანობა მოიცავს ადამიანების დახმარებას წონის დაკლებაში. ჩემი ინსპირაციის წყარო ამ ინდუსტრიაში იყო ჩემი მენტორი, რომელმაც 30 კგ დაიკლო და უკვე 5 წელზე მეტია, ამ შედეგს ინარჩუნებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია – მუდმივად მქონდა წონის დეფიციტი და ვერფარით ვიმატებდი, სანამ არ დავიწყე ჯანსაღი კვება და იმაზე მეტი კალორიის მიღება, ვიდრე ვხარჯავ. ეს ყველაფერი დამეხმარა და ჯამში 13 კგ მოვიმატე. ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ არ ვმუშაობ წონის მატებაზე, ჭარბი წონა უფრო დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე წონის დეფიციტი და თან წონის მომატება ბევრად რთულია, ვიდრე დაკლება.

– რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი კვება და რამდენად რთულია მისი დაცვა?

– ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნებისმიერი ახალი რაღაც, რასაც ცხოვრებაში ვიწყებთ, რთულად გვეჩვენება, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ეჩვევი და გიმარტივდება, რადგან ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ რასაც ხშირად ვაკეთებთ, ზუსტად იმას გვთხოვს… მაგალითად, თუ ხშირად შეჭამ ნაყინს ან პიცას, უფრო ხშირად მოგთხოვს ორგანიზმი, რადგან არაჯანსაღი საკვები გიტოვებს სიახლის შეგრძნებას (ამაზე “ბოროტი” მეცნიერები ძალიან ბევრს მუშაობენ), რასაც ჯანსაღი საკვები არ აკეთებს, იგივე გემო აქვს სალათის მე-17 ლუკმას, როგორც პირველს.

 რთულია, ნამადვილად და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში გვიწევს ცხოვრება. რაც არ უნდა მოტივირებულად ვიკვებოთ სწორად, თუ ყველაზე ახლობელმა ადამიანმა, როგორიც ოჯახის წევრია, ხელი არ შეგვიწყო, დიდხანს ვერ გავაგრძელებთ, რადგან სწორი კვება მოითხოვს მოთმინებას, სისტემატიურობას და დისციპლინას. რომ შევაჯამოთ – მნიშვნელონია, შევქმნათ ისეთი გარემო, რაც ხელს შეგვიწყობს და არა პირიქით.

“შეეშვით ნებისმიერ დიეტას!..” – ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს 💫 | შენი სუფრა
– ფინანსურად რამდენად არის ჯანსაღი კვება ფუფუნების საგანი? 

–  გავრცელებული მოსაზრება, რომ “ჯანსაღი კვება ძვირია” არ შეესაბამება რეალობას. გააჩნია, ვინ როგორ გადაანაწილებს ბიუჯეტს და როგორ შეადგენს კვების რაციონს… ისიც შესაძლებელია, რომ ვიღაც არაჯანსაღად თუ იკვებება, უფრო ძვირი დაუჯდეს და პირიქით – ვიღაცამ შეიძლება ჯანსაღად და ბიუჯეტურად იკვებოს. თუ, მაგალითად, ჯანსაღ საკვებს შევადარებთ არაჯანსაღ და უხარისხო საკვებს, რომელიც ბევრად იაფია, არაჯანსაღი კვება ბევრად ბიუჯეტური გამოვა, მაგრამ თუ ჩვენთვის პრიორიტეტი ჯანმრთელობა და მეტი ენერგიაა, არჩევანი ჯანსაღ საკვებზე უნდა გავაკეთოთ. ჯანსაღი კვება საერთოდ არ იქნება ფუფუნების საგანი, თუ მცენარეულ საკვებს მივანიჭებთ უპირატესობას და მინიმუმადე დავიყვანთ ცხოველური საკვების მოხმარებას. რა თქმა უნდა, სახლში მომზადება ბევრად ბიუჯეტური და ბევრად ჯანსაღია, ვიდრე გარეთ ჭამა.

READ  როგორ შევინახოთ ღვინო ქალაქურ პირობებში

– რა რჩე­ვას მის­ცემთ იმ ადამიანებს, ვი­საც წო­ნა­ში კლე­ბა სურს? მათ, ვინც ბევ­რი სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბა სცა­და ამისთვის, მაგ­რამ მი­ზანს მაინც ვერ მიაღწია?

– უპირველესად, ვეტყოდი იმას, რომ შეეშვან ნებისმიერ დიეტას და მიიღონ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ დაიწყებენ ჯანსაღ ცხოვრებას და მაქსიმალირად მოერიდებიან არაჯანსაღ საკვებს. ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ, ვიდრე – რა უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება კვების რაციონს, თუ ადამიანს არ აქვს იმის დრო და რესურსი, რომ თავად მოიძიოს ინფორმაცია ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით, საჭიროა – მიმართოს სპეციალისტს, რადგან სუპერ საოცარ ფსიქოლოგსა და ქოუჩსაც ჰყავს თავისი პირადი ფსიქოლოგი და ქოუჩი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველას გვჭირდება დახმარება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად ვიცით ესა თუ ის საკითხი.

“შეეშვით ნებისმიერ დიეტას!..” – ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს 💫 | შენი სუფრა
– თქვენს ბლოგზეც რომ გვითხრათ, რთულია მისი მართვა?

– მარტივი არაა სისტემატურად სოციალურ ქსელებში აქტიურობა. სამწუხაროდ, ზოგს ჰგონია, რომ კონტენტ კრეატორები, უბრალოდ, ერთობიან, მაგრამ რეალურად ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს ეს ყველაფერი. თუმცა როცა უკვე დიდ ხანს აკეთებ ამ საქმეს, “იმუნიტეტი” გიმუშავედება და უფრო მარტივად უმკლავდება ამ სირთულეებს. იმასაც ვიტყვი, რომ როგორც ნებისმიერ სფეროში, აქაც არაფერი გამოვა დისციპლინის გარეშე. ზოგჯერ გვიწევს, დავაძალოთ საკუთარ თავს იმის გაკეთება, რაც არ გვინდა… იმისათვის, რომ მივიღოთ ის, რაც გვინდა! აი, ზუსტად ამას ვეძახი მე დისციპლინას. ჩემი ბლოგის მართვასა და კონტენტ კრეატორობას ძალიან დიდი როლი უკავია ჩემს ცხოვრებაში.

– სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ..

– სამომავლოდ ვგეგმავ, რომ შევქმნა წონის მომატებისა და კვების მენტორის კურსი,  სადაც ადამიანებს წონის კლებასთან ერთად ვასწავლი, როგორ დაეხმარონ სხვებსაც. ასევე შევქმნი გუნდს და დავასაქმებ იმდენ ადამიანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩემი ბლოგის განვითარებისთვის…

ავტორი: ანი დავიდიანი

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის შესახებ

სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის შესახებ

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები