შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Food ბლოგერ Keto’s Kitchen...

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Food ბლოგერ Keto’s Kitchen Corner-თან

ავტორი: ანი დავიდიანი

სოციალურ ქსელებში პოპულარული Food ბლოგერი ქეთო ბუაჩიძე, გამომწერებისთვის ცნობილი, როგორც Keto’s Kitchen Corner “შენი სუფრას” მკითხველს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს! თავისი ბლოგის ისტორიას, ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებს უაზიარებს…

– ქეთო, გვიამბეთ, რამდენი ხანია, რაც კულინარიულ სფეროში ხართ და რამ გადაგაწყვეტინათ, Food ბლოგერი გამხდარიყავით?

– კულინარია ბავშვობიდან მიყვარდა.
ბებოს ყურებისას, თუ როგორ ფუსფუსებდა სამზარეულოში, სულ ვოცნებობდი – ნეტა, რომ გავიზრდები მეც შემეძლება ასეთი გემრიელობების მომზადება – მეთქი?

თავიდან ბებოს დამხმარე ვიყავი, შემდეგ რაც ასაკი მემატებოდა, დამოუკიდებლად ვცდილობდი, რაიმე განსხვავებული შემექმნა; რაც ვიცოდი იმის უკეთესი ინტერპრეტაცია მომეფიქრებინა, გამეუმჯობესებინა.
რა თქმა უნდა, მომზადებასთან ერთად ასევე დიდ სიამოვნებას ვიღებდი, როდესაც ჩემი საყვარელი ადამიანები აგემოვნებდნენ ჩემს ნამზადს. ამასთან, სულ ხდებოდა ისე, რომ ყველა, რეცეპტის გაზიარებას მთხოვდა. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა ჩემი კერძები და ამით, სხვა თუ არაფერი, ადამიანების შეფასებებისგან მიმეღო სულიერი საზრდო.

ბლოგის შექმნიდან კი მალევე დაიწყო ჩემმა აუდიტორიამ ზრდა და ახლა აუმრავი ადამიანი იყენებს ჩემს რეცეპტებს.

– რთულია თუ არა ეს საქმიანობა და რა წინაღობები გხვდებათ?

– მარტივია-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. დიახ, რთულია, თუმცა გამკლავებადია, როცა იმას აკეთებ, რაც მთელი გულით გიყვარს.
პირველ რიგში, ფიზიკური შრომაა, ამაში ვგულისხმობ: გადასაღები მოედნის მოწყობა, ინგრედიენტების მომზადება, ესთეტიკურად დალაგება, სხვადასხვა კუთხიდან თითიეული კადრის გადაღება, მონტაჟის პროცესი, გახმოვანება.

ხანდახან 30- წამიანი რეცეპტის გადაღება შეიძლება 4 საათი ან თუნდაც მთელი დღეც გაგრძელდეს, იმისთვის რომ მივიღო მაქსიმალური შედეგი და იყოს შესაბამისი ჩემი აუდიტორიისთვის.

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენს საქმიანობაში ყველაზე მთავარი?

– როდესაც ამხელა აუდიტორია გიყურებს, შენ მათი ყოველდღიურობის ნაწილი ხარ, მთავარია, იყო გულწრფელი. როდესაც ის ხარ, ვინც ხარ და ადამიანები ხედავენ, რომ შენი საქმე გიყვარს, წარმატებაც თავისით მოდის.
ჩვენს სფეროში კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია – სიზუსტე. ამაში ვგულისხმობ ზუსტ რეცეპტს. არასდროს უნდა მოატყუო მაყურებელი; არ გამოგივიდა კერძი/დესერტი? გადაიღებ თავიდან, რომც 10 ჯერ მოგიწიოს – მაინც.
ნდობა არ უნდა დაკარგო აუდიტორიის.

READ  ბროკოლის სასარგებლო თვისებები

რთულია სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაცია? უმეტესად, პირველ ნაბიჯს თქვენ დგამთ თუ ისინი გიკავშირდებიან?

– ადამიანებთან კომუნიკაცია არ მიჭირს, შესაბამისად, როდესაც კომპანიის წარმომადგენელმა იცის, რა სურთ მათ, როგორი ფორმატით აქვთ გეგმაში რეკლამის გაშვება, ჩვენი კამპანიებიც უპრობლემოდ იგეგმება და საკმაოდ ნაყოფიერი კოლაბორაციები გამოგვდის.

პირველ ნაბიჯს ძირითადად კომპანიები დგამენ, თვითონ გპოულობენ, სწავლობენ შენს Engagement-ს, აფასებენ რატომ უღირთ შენთან თანამშრომლობა და ამის შემდეგ გამოდიან უშუალოდ კონტაქტზე.

როგორია თქვენი ცხოვრება Keto’s Kitchen Corner-ის მიღმა?

– ამჟამად მთელი ჩემი დღის რეჟიმი მოიცავს ჩემი ბლოგი – ს “Ketos Kitchen Corner” – ის რეცეპტების გადაღებებს, ვიდეოების მონტაჟს, ჩემს გამომწერებთან კომუნიკაციას.
დღის მეორე ნახევარი კი ეთმობა ჩემი და ჩემი დის წამოწყებას – ჩვენს ონლაინ მაღაზიას, რომელშიც საკმაოდ დიდ რესურსს ვდებთ. ყველაფერს ჩვენ ორნი ვაკეთებთ: კოლექციის არჩევა, შეკვეთა, ჩამოტანა, დახარისხება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ონლაინ კონსულტაცია, ნივთების გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით.
თამამად ვიტყოდი, რომ საკმაოდ დატვირთული ცხოვრების რეჟიმი მაქვს, რაც არ მაძლევს საშუალებას მოვდუნდე. დღის ბოლო კი ეთმობა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ვცდილობ, ჩემი საყვარელი ადამიანებისათვის ყოველთვის გამოვნახო დრო, რომ ერთმანეთისთვის ძვირფასი ემოციების გაცვლა მოვახერხოთ და ავივსოთ დადებითი ენერგიებით.

– რჩევა მათთვის, ვინც ახლა იწყებს Food ბლოგერობას…

– იყავით ის, ვინც ხართ.
გიყვარდეთ ეს საქმე მთელი გულით, არ დაინანოთ ენერგია, რესურსი და ის შედეგი რასაც ელოდებით, ადრე თუ გვიან მოვა.

– სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილეთ!

– უამრავი ჩანაფიქრი მაქვს, და არ მიყვარს წინასწარ ბევრი საუბარი. თუმცა გეტყვით იმას, რომ ჩემი ბლოგის ვიდეოების განათებაზე, ხარისხზე, გადაღების ტექნიკაზე ვმუშაობ და ბევრად თვალსაჩინო ხდება ჩემი შრომის შედეგი, რაც ძალიან მიხარია.

ჩემი გეგმები ყოველთვის უკავშირდება ჩემი ყველა საქმიანობის განვითარებასა და პიროვნულ ზრდას. მუდმივად ამ პროცესში ვარ.

READ  როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

მარტი 29, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები