შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: 5 ოქროს წესი თუ როგორ უნდა მიირთვათ კარტოფილი, ისე რომ წონაში არ მოიმატოთ
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიჯანსაღი კვება

5 ოქროს წესი თუ როგორ უნდა მიირთვათ კარტოფილი, ისე რომ წონაში არ მოიმატოთ

5 ოქროს წესი თუ როგორ უნდა მიირთვათ კარტოფილი, ისე რომ წონაში არ მოიმატოთ
თაკო ფრიცხელაური
ავტორი
თაკო ფრიცხელაური
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 20, 2025
გაზიარება
გაზიარება

დიდი ხანია, ჯანსაღი კვების მოყვარულებმა ეს პროდუქტი თავიანთი რაციონიდან ამოშალეს და სულ ტყუილად. დიახ, ის სავსეა ნახშირწყლებით, მაგრამ, ჯერ ერთი, წონის სწორად დასაკლებად ნახშირწყლებიც საჭიროა და მეორეც, ნახშირწყლების გარდა, კარტოფილი სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. და კიდევ – სხვათა შორის, 100 გრამ პროდუქტში, მხოლოდ, 77 კილოკალორია, რაც არც ისე ბევრია.

გაგიზიარებთ 5 ოქროს წესს იმისთვის, რომ ეს გემრიელი საკვები არ მოიკლოთ და წონაშიც არ მოიმატოთ.

1. არ მიირთვათ კარტოფილი ვახშამზე:

იდეალური დროა საუზმე და სადილი. ვახშამი არასდროს!

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

2. მხოლოდ, 3 ცალი და პურის გარეშე:

დაიმახსოვრეთ, თუ, დაახლოებით, 300 გრამ კარტოფილს მიირთმევთ, მხოლოდ, 48 გრამ ნახშირწყლებს მიიღებთ, რაც ბევრი არ არის. მაგრამ თუ ოდენობას გაზრდით და პურის ნაჭერსაც დააყოლებთ,  დესერტად კი ნამცხვარზეც არ იტყვით უარს, წონის მატება გარდაუვალია.

3. დაივიწყეთ კარტოფილი ფრი – კარტოფილი უნდა ჭამოთ მოხარშული ან გამომცხვარი!

სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის ამ პროდუქტის კანიანად მოხარშვა ან  გამოცხობა საუკეთესო ვარიანტია. ამასთანავე, გარწმუნებთ, რომ გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი არ ასუქებს. გირჩევთ, მოსახარში ნაყოფი მდუღარე წყალში მოათავსოთ – ასე მეტ ვიტამინს შეინარჩუნებთ, უფრო უკეთესი კი ღუმელში გამოცხობაა. ხოლო თუ გსურთ, რომ მულტისახარშ ქვაბში მომზადებული კარტოფილი გემრიელი გამოვიდეს, მოაყარეთ არომატული მარილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაამატეთ 1 კბილი ნიორი და გამოცხობის 30-წუთიან რეჟიმზე ჩართეთ. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ გამომცხვარი ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი. შემწვარი კარტოფილი და კარტოფილი ფრი კი უნდა დაივიწყოთ. ეს პროდუქტი სწორედ ასე მომზადებული აბერებს, აავადებს და ასუქებს ადამიანს.

4. მიირთვით ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად:

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

თუ გსურთ, რომ კარტოფილმა არ გაგასუქოთ, კატლეტის, ქათმის ან ბეკონის ნაჭრის ნაცვლად, მჟავე კომბოსტოსთან, მოხარშულ ჭარხალთან ან ჩაშუშულ კომბოსტოსთან ერთად მიირთვით.

5. მიირთვით კვირაში 2-ჯერ:

თუ ზედმეტი წონა თქვენი მუდმივი თავის ტკივილია, კარტოფილი ყოველდღიურ რაციონში არ უნდა შეიტანოთ. კვირაში ორჯერ კი სრულიად საკმარისი და აუცილებელიც არის.

READ  ,,Food ბლოგერობა ბევრმა დამცირებამ დამაწყებინა... კულინარია ახლა ჩემი ჰაერია!” - ექსკლუზიური ინტერვიუ Donna Emigrata/ქალ ემიგრანტთან

 

 

წყარო

იხილეთ ასევე

  • რატომ უნდა მიიღოთ C ვიტამინით მდიდარი საკვები
  • როგორ უნდა იკვებოთ თუ ცუდ ხასიათზე ხართ
  • პროდუქტები – რომელიც არ უნდა მიირთვათ საუზმეზე
  • როდის უნდა მივირთვათ ყავა – ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დრო
  • ის, რაც იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის შესახებ უნდა იცოდეთ
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ყვავილოვანი კომბოსტოს წვნიანი
სიმინდის ფქვილი: სარგებელი კვებაში და მოხმარების სიხშირე
ბევრი დიასახლისი უშვებს შეცდომას ბოსტნეულის ხარშვის დროს. აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი ზომა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია მისი ხარშვის
ნამცხვართა შორის “იმპერატორი” რომელია, იცით? 😊✨️
რესტორანში გვერდიგვერდ ჯდომა: რატომ არის ეს შესანიშნავი იდეა
TAGGED:კარტოფილიკვების რეჟიმირჩევებისწორი კვებაჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორითაკო ფრიცხელაური
ჟურნალისტი — რეცეპტები და ქართული სამზარეულო. წერს ტრადიციულ და თანამედროვე კერძებზე, სუფრის კულტურასა და სეზონურ პროდუქტებზე.
წინა სტატია ჰაეროვანი მოხარშული ცომის რეცეპტი, რომელზეც ჩემი ქმარი გიჟდება. რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა. ჰაეროვანი მოხარშული ცომის რეცეპტი, რომელზეც ჩემი ქმარი გიჟდება. რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა.
შემდეგი სტატია მსუბუქი, ჰაეროვანი და მყუდრო -გაგაცნობთ სკანდინავიური ინტერიერის დიზაინს მსუბუქი, ჰაეროვანი და მყუდრო -გაგაცნობთ სკანდინავიური ინტერიერის დიზაინს
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?