დიდი ხანია, ჯანსაღი კვების მოყვარულებმა ეს პროდუქტი თავიანთი რაციონიდან ამოშალეს და სულ ტყუილად. დიახ, ის სავსეა ნახშირწყლებით, მაგრამ, ჯერ ერთი, წონის სწორად დასაკლებად ნახშირწყლებიც საჭიროა და მეორეც, ნახშირწყლების გარდა, კარტოფილი სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. და კიდევ – სხვათა შორის, 100 გრამ პროდუქტში, მხოლოდ, 77 კილოკალორია, რაც არც ისე ბევრია.
გაგიზიარებთ 5 ოქროს წესს იმისთვის, რომ ეს გემრიელი საკვები არ მოიკლოთ და წონაშიც არ მოიმატოთ.
1. არ მიირთვათ კარტოფილი ვახშამზე:
იდეალური დროა საუზმე და სადილი. ვახშამი არასდროს!
2. მხოლოდ, 3 ცალი და პურის გარეშე:
დაიმახსოვრეთ, თუ, დაახლოებით, 300 გრამ კარტოფილს მიირთმევთ, მხოლოდ, 48 გრამ ნახშირწყლებს მიიღებთ, რაც ბევრი არ არის. მაგრამ თუ ოდენობას გაზრდით და პურის ნაჭერსაც დააყოლებთ, დესერტად კი ნამცხვარზეც არ იტყვით უარს, წონის მატება გარდაუვალია.
3. დაივიწყეთ კარტოფილი ფრი – კარტოფილი უნდა ჭამოთ მოხარშული ან გამომცხვარი!
სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის ამ პროდუქტის კანიანად მოხარშვა ან გამოცხობა საუკეთესო ვარიანტია. ამასთანავე, გარწმუნებთ, რომ გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი არ ასუქებს. გირჩევთ, მოსახარში ნაყოფი მდუღარე წყალში მოათავსოთ – ასე მეტ ვიტამინს შეინარჩუნებთ, უფრო უკეთესი კი ღუმელში გამოცხობაა. ხოლო თუ გსურთ, რომ მულტისახარშ ქვაბში მომზადებული კარტოფილი გემრიელი გამოვიდეს, მოაყარეთ არომატული მარილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაამატეთ 1 კბილი ნიორი და გამოცხობის 30-წუთიან რეჟიმზე ჩართეთ. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ გამომცხვარი ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი. შემწვარი კარტოფილი და კარტოფილი ფრი კი უნდა დაივიწყოთ. ეს პროდუქტი სწორედ ასე მომზადებული აბერებს, აავადებს და ასუქებს ადამიანს.
4. მიირთვით ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად:
თუ გსურთ, რომ კარტოფილმა არ გაგასუქოთ, კატლეტის, ქათმის ან ბეკონის ნაჭრის ნაცვლად, მჟავე კომბოსტოსთან, მოხარშულ ჭარხალთან ან ჩაშუშულ კომბოსტოსთან ერთად მიირთვით.
5. მიირთვით კვირაში 2-ჯერ:
თუ ზედმეტი წონა თქვენი მუდმივი თავის ტკივილია, კარტოფილი ყოველდღიურ რაციონში არ უნდა შეიტანოთ. კვირაში ორჯერ კი სრულიად საკმარისი და აუცილებელიც არის.
მასალის გამოყენების პირობები