შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ჯურჯანი – გამორჩეული და დაუვიწყარი მეგრული გემო
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებიქართული სამზარეულო

ჯურჯანი – გამორჩეული და დაუვიწყარი მეგრული გემო

ჯურჯანი - გამორჩეული და დაუვიწყარი მეგრული გემო
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 23, 2025
გაზიარება
გაზიარება

ქართულ სამზარეულოში არის კერძები, რომლებიც იმდენად რთული გასაკეთებელია, რომ ზეპირი გადმოცემით ან ჩანიშნული რეცეპტით ვერ მოამზადებ – ეს პროცესი ერთხელ მაინც უნდა ნახო საკუთარი თვალით.

ერთ-ერთი ასეთი კერძია ჯურჯანი, რომელიც დასავლეთ საქართველოს კუთხეებში, განსაკუთრებით სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და სვანეთში კარგად იციან, მაგრამ წარმოშობით მეგრული კერძია.

როგორ გაჩნდა ჯურჯანი

სამეგრელოში მესაქონლეობა-მეჯოგეობას ოდითგან მისდევდნენ და ისევე, როგორც საქართველოს სხვა მთიან მხარეებში (მთათუშეთში, მთიულეთში) იალაღებზე ახალდაკლული საქონლის გულ-ღვიძლით ჩობანყაურმას ამზადებდნენ. იმავე მასალისგან მზადდება ჯურჯანიც, სუბპროდუქტების ეს არაჩვეულებრივი, სამკურნალო ბალახებით შეზავებული კერძი. 

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ჯურჯანს, ანუ კუჭმაჭს, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ამზადებენ, ან საშემოდგომოდ, როდესაც საქონელი იკვლება და ცხარე აჯიკაში შენელებულ ჯურჯანს ზამთრისთვის ინახავენ. ამ კერძის მომზადების სირთულე კი სუბპროდუქტების დამუშავებაშია. 

როგორ მზადდება ჯურჯანი 

ახალდაკლული საქონლის შიგნეული უნდა გამოირჩეს, შემოწმდეს და ვეტერინარის შესაბამისი დასტურის შემდეგ დამუშავდეს. გათავისუფლებული კუჭი ირეცხება და 1 საათით კირიან წყალში თავსდება. ასე კუჭი ადვილად სუფთავდება, იფხიკება და მსხვილი მარილით მუშავდება. სპეციალური წესით ირეცხება ნაწლავებიც, ისე რომ გაქათქათდეს და სპეციფიკური გემო ბოლომდე გაეცალოს.

დარეცხილი და დამუშავებული შიგნეული კარგად იხარშება სქელძირიან ქვაბში. პირველი წამოდუღებისთანავე შიგნეულს საწურზე გადმოიღებენ, კიდევ ერთხელ კარგად გარეცხავენ, რამდენიმე თავ თეთრ ხახვს დაუმატებენ და კვლავ მოსახარშად დადგამენ. 

როდესაც პროდუქტები კარგად მოიხარშება, საწურზე გაწურავენ, თანაბრად კუწუბებად დაჭრიან და „შიგანის სუნელით“ შეანელებენ, რომელიც ხმელი ქინძის, უცხო სუნელის, შებოლილი წიწაკის, ქონდრისა და მარილისგან მზადდება. თუ ეს სუნელი ხელთ არ აქვთ, სანელებლებს უმატებენ: მარილს, ხმელ ქინძს, უცხო სუნელსა და ძმარს, ბროწეულის წვენს ან შებოლილ ცხარე წიწაკას გემოვნებით. 

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

სქელძირიან ქვაბს აცხელებენ და ზედ ქონს აგდებენ, რომელიც ჯურჯანს ხარშვისას გაუვიდა. თუ ქონი საკმარისი არ არის, საქონლის ცხიმს ამატებენ და შიგნეულს, წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, ნელ ცეცხლზე შუშავენ. ყველაფერი კარგად რომ ჩაიშუშება, ქონდარს მოაფრქვევენ გემოვნების მიხედვით. როგორც წესი, ქონდარს ხელით სრესენ და ისე აყრიან მოხმარების წინ. 

READ  "თქვენი ორგანიზმი მძიმე პროცესს გადის მიღებიდან 1 საათში..." - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

ჯურჯანი სუფრაზე  ცხელი მიაქვთ და გატანის წინ წვრილად დაჭრილ ახალ ქინძსა და ბროწეულს ამატებენ. ტრადიციულად, ჯურჯანი სუფრაზე ცხელ ღომთან ერთად შეჰქონდათ, ჩამოტარებით იყო და სუფრაში არ იდგმებოდა. ახლა თიხის კეცებით შეაქვთ, რადგან კეცი ტემპერატურას დიდხანს ინარჩუნებს და ჯურჯანი მალე არ ცივდება. 

ჯურჯანის მოსამზადებლად საჭიროა:

  • ძროხის ფაშვი – 200 გრ
  • ძროხის  ნაწლავები – 200 გრ
  • ძროხის გული – 200 გრ
  • ძროხის ღვიძლი – 200 გრ
  • ხახვი – 4-5 თავი
  • დაფქული ქონდარი – 2-3 ჩ/კ 
  • დაღერღილი წიწაკა – გემოვნებით (ცხარე უნდა იყოს)
  • მარილი – გემოვნებით
  • ცხიმი – 20 გრ
  • ნიორი – 4-5 კბილი
  • ბროწეული – ორი ცალი (მოზრდილი)
  • ახალი ქინძი – ერთი კონა
  • ძმარი – გემოვნებით
  • ხმელი ქინძი – 10 გრ
  • უცხო სუნელი – 10 გრ

ჯურჯანი – ესაა გამორჩეული და დაუვიწყარი გემო, კერძი, რომელსაც სამეგრელოში სტუმრისადმი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ამზადებენ.

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • ტრადიციული ქადის შესახებ უმთავრესი მითები: რა იციან ნამდვილად მთიელები
  • ვერმიშელი სოუსით – ქართული რეცეპტი
  • რო­მე­ლი თევ­ზი უნდა შე­ი­ტა­ნოთ თქვენს რაციონ­ში გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში
  • ხრიკები -როგორ შევწვათ თევზი პროფესიონალურად
  • ცხელი სენდვიჩები -სწრაფი, გემრიელი და ნოყიერი

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

დილის ყავა – გთავაზობთ მოამზადოთ ყავა სანელებლებით
მურაბა, რომელიც ზამთარში უნდა მოიხარშოს!
როგორ შევქმნათ თანამედროვე სამზარეულო? 2024 წლის ტენდენციები
მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბულგარულით
5 ჯანსაღი და მარტივი საუზმე, რომელსაც 10 წუთში მოამზადებთ
TAGGED:რეცეპტიტრადიციული კერძებიტრადიციული რეცეპტებიქართული კერძებიქართული სამზარეულო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია ყველაზე გემრიელი ტორტი მსოფლიოში. ყველამ არ იცის, რომ პრაღის ტორტი სინამდვილეში პრაღაში არ არის გამოგონილი. ყველაზე გემრიელი ტორტი მსოფლიოში. ყველამ არ იცის, რომ პრაღის ტორტი სინამდვილეში პრაღაში არ არის გამოგონილი.
შემდეგი სტატია გირჩის მურაბას ვხარშავ ბევრს და მთელი ოჯახი დაცულია გრიპისგან და გაციებისგან! შეაგროვეთ გაზაფხულზე და ეს იქნება ქილაში შ გირჩის მურაბას ვხარშავ ბევრს და მთელი ოჯახი დაცულია გრიპისგან და გაციებისგან! შეაგროვეთ გაზაფხულზე და ეს იქნება ქილაში შენახული ჯანმრთელობა!
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?