ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიალკოჰოლს სვამენ ცოტას და იკვებებიან ჯანსაღად - ყველაფერი, რაც იტალიელების კვების შესახებ...

ალკოჰოლს სვამენ ცოტას და იკვებებიან ჯანსაღად – ყველაფერი, რაც იტალიელების კვების შესახებ უნდა იცოდეთ

საინტერესო ფაქტები იტალიელების დამოკიდებულებაზე ჭამასთან დაკავშირებით:

  • ისინი ჯანსაღ საკვებს მიირთმევენ. თუ შეუძლიათ, მიდიან ფერმერებთან ან ეძებენ ყოველკვირეულ ფერმერთა ბაზრებს, თუ არა, ყურადღებას აქცევენ პროდუქციის ეტიკეტს.
  • გარეთ ჭამა? კი! იტალიელებს უყვართ ჭამა გარეთ. რომელ რესტორნებს ირჩევენ? ეთნიკური რესტორნიდან დაწყებული ისეთამდე, რომელიც ამზადებს ტიპურ სამზარეულოს. მთავარია, სწორად იკვებონ…
  • მთავარია ბოსტნეული იყოს, სეზონურობა არ ითვლება. იტალიელებს უყვართ ბოსტნეულის ჭამა და აღარ უყურებენ პროდუქტების სეზონურობას. მთავარია, ეს იყოს კონტროლირებადი წარმოშობის ხილი ან ბოსტნეული. თუ იტალიურია, უკეთესი.
  • ზეთი და ცხიმები. იტალიელები ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, ამიტომ ისინი ცდილობენ მოიხმარონ ცოტა ცხიმი, რადგან იციან, რომ ეს მათთვის კარგი არ არის. სამზარეულოს ტიპები ასევე განსხვავდება, არჩევენ სამზარეულოს ტექნიკას, როგორიცაა ორთქლზე მოხარშვა ან გრილზე, რომელიც არ საჭიროებს სანელებლებს.
  • მე ვამზადებ! იტალიელებმა გაიგეს, რომ სახლში მომზადება უკეთესია, ვიდრე მზა საკვების ყიდვა, ყოველ საღამოს რესტორანში წასვლა ან სახლში საჭმლის შეკვეთა. ისინი ამზადებენ ყველაფერს, საუზმის ნამცხვრიდან პიცამდე,  კულინარიული უნარებიდან გამომდინარე.
  • ალკოჰოლური სასმელები არ არის მოთხოვნადი. და სად წაიკითხეთ, რომ ყველა იტალიელი სვამს ღვინოს და ალკოჰოლს? აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს… პირიქით: სვამენ ცოტას და გარკვეულ შემთხვევებში. იტალიურ სახლში ნუტელას ქილის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე ღვინის ბოთლის 🙂
  • #shenisupra #drpkhakadze #sheniekimi
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  რა უნდა იცოდეთ მარწყვის შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები