პარასკევი, მაისი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized"მომხმარებლები ზემოდან გვიყურებენ..." - ინტერვიუ მიმტანთან, რომელიც ამ პროფესიის სირთულეებზე საუბრობს

“მომხმარებლები ზემოდან გვიყურებენ…” – ინტერვიუ მიმტანთან, რომელიც ამ პროფესიის სირთულეებზე საუბრობს

Shenisupra.ge გთავაზობთ ინტერვიუს მიმტანთან, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია:

– ნიკა,  რამდენი ხანია, რაც მიმტანობით ხართ დაკავებული?

2 წელია, ამ საქმეში ვარ.

– საინტერესოა, რა გარემოებებმა აგარჩევინათ ეს პროფესია?

მთავარი მიზეზი სტუდენტობისას გაჩენილი ფინანსური კრიზისი იყო.

– სამსახურის პირველი დღეები რომ გაიხსენოთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მენეჯერებს?

სხვათა შორის,  მენეჯერებსაც და ზოგადად, “სტაფსაც” ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ.

– მოგეხსენებათ, პირველი დღეები არც ერთ სამსახურში არ არის მარტივი, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?

გეთანხმებით, თავიდან ნამდვილად არ იყო მარტივი, სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიჭირდა შეგუება, თუმცა, საბედნიეროდ, ეს დროებითი აღმოჩნდა. 

-მომხმარებლების დამოკიდებულებაზე რას გვეტყვით?

ზოგადად, ეს ძალიან ინდივიდულურია, თუმცა, უმეტეს წილად, ზემოდან გიყურებენ… სხვათა შორის, ყოფილა ბულინგის შემთხვევებიც.

– მიმტანების ახლანდელ რეალობაზე რას გვეტყვით, როგორი მდგომარეობაა?

– ახლანდელი მოცემულობით, შიდა სამზარეულოში ნამდვილად არ არის კარგი მდგომარეობა. სამწუხაროდ, რესტორანში ყველაზე დაჩაგრულები ჩვენ ვართ, მიმტანები და, ვფიქრობ, სწორედ ჩვენი პროფესიაა ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი საქართველოში…

– და ბოლოს, მაინტერესებს, იმ ახალგაზრდებისთვის რა რჩევებს გასცემდით, რომლებიც ახლა გადიან თქვენს აწ უკვე გავლილ გზას

იყვნენ თავდაჯერებულები და არასდროს დაკარგონ მოტივაცია, ასეთ შემთხვევაში, მჯერა, რომ ყველაფერს შეძლებენ!

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები