ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"ეს არის ჩემი საოცნებო საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე და გაამართლა...” - ინტერვიუ...

“ეს არის ჩემი საოცნებო საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე და გაამართლა…” – ინტერვიუ Food ბლოგერ გიორგი კოხრეიძესთან, რომლის იუმორისტული ვლოგები და ოთხფეხა მეგობარი ყველამ შეიყვარა

ავტორი: ანი დავიდიანი
სოციალურ ქსელებში პოპულარული, Food ბლოგერი გიორგი კოხრეიძე, ,,შენი სუფრას” მკითხველს თავისი ბლოგის –  ,,მოხრაკული TV-ის” შექმნის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრება. გიორგის ვიდეორეცეპტები იუმორისტული ტონითა და მისი ოთხფეხა მეგობრის – ჯეკას მონაწილეობით, ალბათ, ყველას გამორჩეულად ახსოვს… 🙂
– გიორგი, რამდენი ხანია, რაც კულინარიულ სფეროში ხართ და რატომ გადაწყვიტეთ Food ბლოგერობა?
უპირველესად, მადლობა, მივესალმები თქვენს მკითხველს. რაც შეეხება ჩემს ისტორიას,  დასაწყისშივე მქონდა კულინარიის მიმართ ინტერესი. 2017 წელს დავიწყე, როცა პირველი კერძი მოვამზადე. სხვათაშორის, გამომივიდა და რომ გამომივიდა – ზუსტად ამან მომცა მოტივაცია, რომ შემდეგში ამ სფეროში რაღაც გამეკეთებინა.
 
   პირველად დავიწყე საკუთარ ფეისბუქზე ვიდეობის ატვირთვით. რა თქმა უნდა, ამან არ გაამართლა და სამწუხაროდ, ბევრი ნახვა და მოწონება არ ჰქონდა ვიდეოებს, მაგრამ იმ დონეზე მქონდა ეს მოტივაცია შენარჩუნებული, რომ ეს ბოლომდე მივიყვანე და დღემდე ვიღებ ამგვარ ვიდეოებს.
– მაინც რა იყო მოტივაცია იმისა, რომ Food ბლოგერობა გეცადათ?
ზოგადად, ყველას ხომ ეკითხებიან ბავშვობაში „რა გინდა გამოხვიდე?“ ზოგი ამბობს პოლიციელი, მეხანძრე, ზოგი ბიზნესზე ოცნებობს და ა.შ. მეც ჩვეულებრივად ოცნება მქონდა, რომ ბლოგერი გავმხდარიყავი, კონკრეტულად Food ბლოგერობაზე არ მქონდა ასე ნაფიქრი, მაგრამ ბლოგერობა და სოციალურ ქსელში აქტიურობა ყოველთვის მაინტერესებდა, ამიტომაც დავიწყე კულინარიით.
შემდეგ მივხვდი, რომ ზოგადად ჩემი კულინარიული და Food ბლოგერული ცხოვრების გაერთიანება მომცემდა დადებით შედეგს, რადგან გამომდიოდა კერძების მომზადება და როგორც Food ბლოგერი კარგად ვართმევდი ამას თავს… 
რთულია თუ არა ეს საქმიანობა თქვენთვის? რა წინაღობებს ხვდებით?
სხვათაშორის, იმდენი წინაღობა და იმდენი სირთულე გამოვიარე, ამაზე ერთი წიგნი შემიძლია დავწერო… უარყოფით მხარეებზე Food ბლოგერობის და არა მარტო, ზოგადად, ბლოგერობისაც საქართველოში.
  წინაღობის ძალიან ბევრი ფაქტორია, არის ფსიქოლოგიური, ფინანსური ფაქტორი, არის ზოგადად გარემოს ფაქტორი. ანუ ყველაფერზე არის დამოკიდებული, რამაც შეიძლება შენზე უარყოფითად იმოქმედოს. ყველაზე გავრცელებული, რაც არის და პირდაპირ ვამბობ, რომ თუ თქვენ გაგაჩნიათ კონკრეტული სტილი, ისეთი იმიჯი გაქვთ, რასაც სხვები ვერ ხვდებიან, ეს ადამიანებში იწვევს უმეტესად უარყოფით ემოციებს. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც უარყოფითად არიან გაწნყობილნი, ცდილობენ შენც ჩაგითრიონ ამ ემოციურ მახეში, დაგამცირონ და ნეგატიური ემოცია გაგიზიარონ, რა თქმა უნდა, ეს დასაწყისში მოქმდებს. ძალიან ბევრმა Food თუ სხვა მიმდინარეობის ბლოგერმა, დარწმუნებული ვარ, დაანება თავი ამ საქმიანობას იმიტომ რომ, როდესაც ამხელა წნეხი გაქვს, ძალიან რთულია 100, 200, 300 თუ 1000 ადამიანის უარყოფითი ემოციები გადალახო.
    მაგრამ თუ შეძლებ, გაუმკლავდები და ამ ყველაფერს გარდაქმნი რაღაც დადებითად, ეს შემდგომში კარგ შედეგზე აისახება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, რომ პოზიტიურად შემეხედა…
მეორე საკითხია – ფინანსები. თავიდანვე არავის უჩნდება სპონსორები, შენი თავის დამფინანსებელი შენ ხარ. ვახსენე, რომ ფეისბუქით დავიწყე ყველაფერი 2017 წელს, დამატებით, მარკეტინგის კუთხით ვმუშაობდი და არამხოლოდ ჩემს ძალისხმევასა და კრეატივს, არამედ ფინანსებსაც ვახარჯებდი, ერთი სიტყვით კედელს ვურტყამდი ხელს დაახლოებით 3-4 წელი და შემდეგ ამან შედეგი გამოიღო.
როგორ ფიქრობთ, გადალახეთ ეს წინაღობები?
კი ბატონო, ახლა ასე თუ ისე შემდგარი Food ბლოგერი ვარ. მყავს ჩემი თბილი, კარგი აუდიტორია, რომელსაც მოვწონვარ, რომელიც ნამდვილად ელოდება ჩემს ვიდეოებს და ახლა უკვე სხვა მოტივაცია მაქვს.
   Food ბლოგერობის და ზოგადად ბლოგერობის ეტაპები იყოფა პასუხისმგებლობების მიხედვით. უპირველესად, შენს თავთან გაქვს პასუხისმგებლობა, შემდეგ როდესაც აუდიტორია გეზრდება, მათთან გაქვს ეს გრძნობა და ეს შენი ჰობი იქცევა სამუშაოდ, რასაც შემდეგ მოჰყვება დაფინანსება და სპონსორები. ამიტომ, ახლა უკვე პასუხსიმგებლობა ჩემი მაყურებლის წინაშეც მაქვს.
ახლა რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივაცია ამ საქმიანობაში?
ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემი თავის თავისუფლებაა ამ საქმეში. მე ვიცი რა მინდა, რა მსურს და რა მაბედნიერებს. ვიცი, რომ ეს არის ჩემი საოცნებო საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე და გაამართლა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია, რაც მაქვს და ყოველთვის მადლობას ვეუბნები ჩემს თავს, რომ ახლა არ ვზივარ მე ისეთ სამსახურში და არ ვაკეთებ ისეთ საქმეს, რომელზეც ვიფიქრებდი, თუ რატომ ავირჩიე ეს და რატომ არ ვარ სხვა საქმით დაკავებული. კი, შეიძლება ფინანსური კუთხით დღესაც არ იყოს ყველაფერი იდეალურად, მაგრამ ისიც, რომ ამ კუთხით არის შემოსავალი და ეს ჩემი სასიამოვნო საქმე ფინანსურ შემოსავალს მმატებს, ესეც დიდი ბედნიერებაა… მადლიერების გრძნობა მიჩნდება ჩემს თავთან და ჩემი საქმიანობის მიმართ.
– საინტერესოა, როგორია თქვენი ცხოვრება „მოხრაკული TV-ის“ მიღმა?
ამ ყველაფრის მიღმა უმეტესწილად დაკავებული ვიყავი Target-ით, რაც თვითონ ამ Food ბლოგერობას ეხება, გარდა ამისა მარკეტინგის კუთხით და სოციალური მედიის მარკეტინგით. ზოგადად, დიმპლომი ფინანსური კუთხით მაქვს აღებული, საბანკო-საფინანსო საქმიანობის სპეციალობით. რა თქმა უნდა, მათემატიკური კალკულაციები, ფინანსური სფერო – ეს ყველაფერი მიზიდავდა დასაწყისში, მაგრამ შემდეგ რომ გადავხედე, ვთქვი, რომ ამ საქმიანობას როდესაც მოვკიდებ ხელს, არ ვიქნები ბედნიერი რაღაც კუთხით, რადგან ამოწურვადია და Food ბლოგერობა იმიტომ არის დადებითი, რომ რაღაცას რომ ამოწურავ, შეგიძლია ახალ ეტაპზე გადახვიდე. ამიტომ, ამ ეტაპზე დაკავებული ვარ Food ბლოგერობით.
თქვენი ვიდეოები გამოირჩევა იუმორისტული გახმოვანებით და  თქვენს ოთხფეხა მეგობარ ჯეკასაც ყველა იცნობს 🙂 ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა?
რაც შეეხება ჩემს ვიდეოებს, პირდაპირ გეტყვით. ყველაფერი, რაც ხდება ვიდეოში – გახმოვანება, სასაცილო მომენტები, არაფერი არ მაქვს საერთოდ დაგეგმილი. საერთოდ არაფერს არ ვგეგმავ, მიუხედავად ჩემი მარკეტინგული გამოცდილებისა.
  ვიცი, როგორ დავაინტერესო საზოგადოება და რაზე მეტყველებს ემოციური მარკეტინგი მეტი ნახვებისთვის. რაც შეეხება ჩემს TikTok-ს და ჯეკას, ეს ყველაფერი არის იმპორვიზაციის ნაწილი. TikTok-ი დავიწყე ჯეკას გამო. ერთ დღეს ვიყიდე ჩვეულებრივად პროდუქტები და ვიფიქრე, ჯეკაც ხომ არ გამოვაჩინო ვიდეოში-მეთქი…  მახსოვს ჩემი გაკვირვება და გაოცება, როდესაც ერთ დღეში 250 000 ნახვა დავაგროვე TikTok-ის პირველივე ვიდეოზე. ამან მომცა მოტივაცია, რომ ჯეკასთან ერთად გამეგრძელებინა, რადგან ჯეკა, როგორც თილისმა ისე მყავს…
თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ…
მაქვს ახლო და შორეული გეგმები. შორეულზე არ ვისაუბრებ, რადგან იმის ალბათობა, რომ ეს მოხდეს არის 50%. ახლო გეგმებიდან კი, ზუსტად ახლა მაქვს გადაწყვეტილი, რომ Youtube-ზე გადავიდე, სხვადასხვა კონტენტები ჩავრთო. შემდეგ დაფინანსების წყაროები მოვიძიო, პლუს სტილი შევიცვალო… ვცდილობ, სხვადასხვა პლატფორმას მოვერგო და მათ აუდიტორიასაც, რადგან ყველა სოციალურ ქსელში სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანია… ახლა მუშაობა მიდის Youtube-თვის შერჩეულ სტილზე. პლუს ამას Youtube-ზე ვერ გადახვალ ტელეფონით, უნდა გქონდეს შესაბამისი აპარატურა, ეს ყველაფერი მობილიზებული მაქვს და შემდგომ უკვე გეგმის განხორციელებაა საჭირო, მეტი არაფერი.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

28 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები