ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგაგაცნობთ ყველის მომზადების იმერულ ტექნოლოგიასა და მისგან მომზადებული კერძებს

გაგაცნობთ ყველის მომზადების იმერულ ტექნოლოგიასა და მისგან მომზადებული კერძებს

იმერული ყველი – ეს არის პროდუქტი, რომელშიც მთავარი მისი ადგილწარმოშობაა. იმერული ბალახი, ჰაერი თუ საკვები განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს სძენს რძეს, რომელსაც ახლადმოწველილს ოდნავ შეათბობენ, შემდეგ მაჭიკს (იგივე კვეთს) ჩაასხამენ და დაელოდებიან ნელ-ნელა როგორ აიჭრება და დაიწყებს შესქელებას. მაჭიკი ღორის, ხბოს, ან ქათმის კუჭისგან მზადდება. მას იმერეთში ნებისმიერი დიასახლი ინდივიდუალურად ამზადებს. მაჭიკით ამოყვანილი ყველი სულ სხვა გემოთი ხასიათდება. მას შემდეგ, რაც რძე გასქელდება, ხელით ერთად შეაგროვებენ, ბურთის ფორმას მიცემენ და სპეციალურ სუთში (საწურში) ჩადებენ; მხოლოდ მეორე დღეს მოაყრიან მარილს, მესამე დღეს კი ყველი მზად არის წათხში ჩასადებად. სოფელ ხანში, რომელიც ბაღდათში მდებარეობს, დღესაც აქვთ სპეციალური ჭურები, რომლებშიც ყველს ინახავენ; ხარაგაულში, წათხში შენახულ ყველს ზამთრის ყველს ეძახიან, ხოლო სოფელ საზანოს ყველი დღესაც ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია.

გადაზელილი ყველი – მეორე დღის აფუებულ ყველს რძეში ხარშავენ, გობზე იღებენ პიტნას აზელენ, შემდეგ ლამაზად წნიან და პიტნის ფოთლებით აფორმებენ.

გაგაცნობთ ყველის მომზადების იმერულ ტექნოლოგიასა და მისგან მომზადებული კერძებს | შენი სუფრა

ყველისგან მზადება იმერეთის ნამდვილი სიამაყე – ხაჭაპური. ზემო იმერეთში ყველს არა მარტო წათხში დებენ, არამედ მზეზეც ახმობენ. ასე ყველი კარგად ინახება. მას არა მხოლოდ გამხმარს მიირთმევენ, არამედ ადუღებულ წყალსაც დაასხმენ ხოლმე. ამზადებენ გემრიელ წვნიანსაც: გამხმარ ყველს დაალბობენ, მოხარშულ ბრინჯს გაურევენ და მწვანილით შეკმაზავენ.

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები