შაბათი, ივნისი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიიმერეთი - კუთხე, რომელიც განთქმულია თავისი სამზარეულოთი და სტუმარ-მასპინძლობით

იმერეთი – კუთხე, რომელიც განთქმულია თავისი სამზარეულოთი და სტუმარ-მასპინძლობით

იმერეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, რომლის დედაქალაქია ქუთაისი – უძველესი ქალაქი, გაშენებული მდინარე რიონის ორივე მხარეს, გამორჩეული არქიტექტურული ძეგლებითა და ეკლესია-მონასტრებით. ეს რეგიონი თავისი სტუმარ-მასპინძლობითაა განთქმული.

როდესაც მწერლები და მკვლევარები ამ კუთხეზე იწყებენ თხრობას, მთავარ აქცენტს სწორედ მასპინძლობის ინსტიტუტზე აკეთებენ. ვიცით, რომ როგორი გაჭირვებულიც არ უნდა ყოფილიყო იმერელი მასპინძელი, სტუმრისთვის ყოველთვის ჰქონდა გადანახული საჭმელი.

ქართველების კვების რაციონში ძირითადი ადგილი ყოველთვის ეკავა პურსა და მჭადს. ამ რეგიონში ხორბალი უფრო ზემო იმერეთში ითესებოდა და მარცვლეული კულტურების დაახლოებით მესამედს იკავებდა. აქ ასევე მოჰყავდათ ქერი და ფეტვი. ხორბლის სახეობებიდან ითესებოდა დოლისპური, შავფხა, დიკა. პური იმერეთში მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ცხვებოდა, კერძოდ – დღესასწაულებზე. სანამ ამერიკიდან სიმინდი შემოვიდოდა, აქ ძირითადად ფეტვისგან ამზადებდნენ მჭადს ან ღომის (Setaria italica) ღომს მიირთმევდნენ. ამ მხარეში ყოველთვის იყო და დღესაც კარგად არის განვითარებული ფხალეული კულტურა, სოკოს მოპოვება და სოკოს შეჭამანდები, ფრინველის ხორცის კერძები, საწებლების ნაირსახეობა და რაც მთავარია, მეყველეობა – იმერული ყველი ყველასთვის კარგად ცნობილი და პოპულარულია.

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  როგორ შევინარჩუნოთ და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა ხილით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები