პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„Herbal Healing“-ის პროდუქცია არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და რეგულაციებს - გიორგი ფხაკაძე Arun...

„Herbal Healing“-ის პროდუქცია არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და რეგულაციებს – გიორგი ფხაკაძე Arun Khatri-ს მტკიცებულებებით პასუხობს

“საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის – PHIG” ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ „Herbal Healing“-ის მიერ წარმოებული პროდუქტი — (საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „აშვაგანდა“; აღნიშნული პროდუქცია ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ ბლოგერ Arun Khatri-ს ) — არ არის რეკომენდირებული და მისი გაყიდვა საქართველოში მიმდინარეობს მოქმედი რეგულაციების დარღვევით.

ფხაკაძის თქმით, პროდუქტი არღვევს საქართველოს მთავრობის №360 დადგენილებას (2022 წლის 12 ივლისი, ამოქმედდა 2023 წელს), №227 დადგენილებას (2024 წლის 11 ივლისი) და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონს, რომელიც 1996 წლიდან მოქმედებს.

„კომპანია Herbal Healing და მისი პროდუქცია არ არის რეგისტრირებული საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რაც, თავისთავად, კანონის დარღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საჯაროდ განაცხადა, თითქოს ყველა სერტიფიკატი გააჩნია, ეს ინფორმაცია არც მათ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი და არც სოციალურ ქსელებში, რაც მომხმარებელთა უფლებების დარღვევაა,“ — აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიტამინების შეფუთვაზე განთავსებულია ყალბი და არასწორი ლოგოები, რაც ასევე არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, აშვაგანდა არ არის რეკომენდებული:

გირჩევთ, რომ სანამ რაიმე სახის დანამატს შეიძენთ, გადაამოწმეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ან “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” ვებგვერდზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!“— განაცხადა ფხაკაძემ.


 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რა უპირატესობით გამოირჩევა ჩასაშენებელი გამწოვი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები