შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირით გამოირჩევა გურული ჭადები

რით გამოირჩევა გურული ჭადები

გურიაში ჭადი განსხვავებულია, განსხვავებული, იმიტომ რომ მას ძირითადად კეცზე აცხობენ.

ჭადს აუცილებლად თბილ წყალში დიდხანს ზელენ და მერე კეცზე აკრავენ. კეცს მრგვალი ფორმა აქვს და შესაბამისად ჭადიც მრგვალი ფორმის გამოდის. რომ ჩააკრავენ ზემოდან ჯვრის ფორმას გაუკეთებენ რათა ლამაზი ფორმა და შესახედაობა ჰქონდეს. ამას გარდა უკვე გამომცხვარს 4 ნაწილად გადასტეხავენ ჯვრის ფორმაზე ლამაზად და ისე მიირთმევენ.

უგემრიელესია ამგვარად გამომცხვარი ჭადი ყველთან და მოხარშულ ღორის ხორცთან ერთად.

გურიაში ჭადს მეორენაირადაც აცხობდნენ რომელსაც ნაცრიან კვერს უწოდებდნენ.

ნაცრიანი კვერისთვის ცომს ჯერ კარგად მოზელდნენ, მოაგუნდავებდნენ, მანამდე კი ღუმელის ძირს ნაცრისგან გასწმენდნენ და ამ მოგუნდავებულ ჭადს პირდაპირ ცეცხლში დაააკრავდნენ, ამ სახით მომზადებულ ჭადს ნაცრიან კვერს ეძახდნენ. ამ ნაცრიან კვერს დაბლა ფოთოლს არ უფენდნენ, კვერს ზემოდან დააყრიდნენ ნაცარს, თხლად, 2-3 თითის დადებას, როცა გამოსცხვებოდა ამოიღებდნენ ნაცრიდან ამ კვერს, ცივ წყალში გაავლებდნენ, მერე ცეცხლს შეუნთებდნენ და ამ სველ კვერს მიადებდნენ იქვე, გვერდით, სითბოში ცეცხლთან და იქამდე გააჩერებდნენ სანამ ყველა მხრიდან კარგად არ შეპიწკინდებოდა.

ნაცრიან კვერს ძალიან უხდება შებოლოლი ხორცი.

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ზაფხულის სეზონზე ხილის შეძენა ფუფუნებაა - ფასები ბაზრიდან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები