საქართველო კაკლის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა
საქართველო ერთ სულ მოსახლეზე 1.04 კგ კაკალს (საშუალო მოხმარებაზე 8-ჯერ მაღალი) მოიხმარს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა – ამის შესახებ აღნიშნულია Gult&Taggart-ის ანგარიშში. მეორე-მესამე ადგილებს, შესაბამისად, კანადა (0,88 კგ) და აშშ (0,77კგ) ინაწილებენ.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კაკლის პოპულარობას საქართველოში ადგილობრივი სამზარეულო განაპირობებს, ვინაიდან ნიგოზი მრავალი კერძის ინგრედიენტად გამოიყენება.
2023 წლის მონაცემებით, საქართველომ შიდა მოთხოვნის 56.6% უზრუნველყო. ქვეყნისთვის კაკლის ძირითად იმპორტიორებს უკრაინა, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ჩინეთი წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები