ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedგორული მწვანე - ნომერ პირველი ღვინო ქართლში

გორული მწვანე – ნომერ პირველი ღვინო ქართლში

გორული მწვანე ქართლის, ძველი იბერიის ნომერ პირველ ღვინოდ არის აღიარებული. ამას მკვლევარი ისტორიკოსები, რა თქმა უნდა, თავისი გემოვნებით არ ადგენდნენ, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი შეიძლება საერთოდ არ მიირთმევდა ღვინოს – ეს ძველი წყაროებისა და სპეციალისტების შეფასებებზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნაა. აღნიშნული ჯიშის ყურძენი ძირითადად გორის მუნიციპალიტეტში მოჰყავთ და ყველაზე კარგი თვისებებით სწორედ აქაური (გორული) მწვანე ხასიათდება.

გეოგრაფიული გავრცელება და მრავალსახეობა

საქართველო გაცილებით მრავალფეროვანია თავისი კუთხეების კულტურითა და წეს-ჩვეულებებით, ვიდრე 69 700 კმ2 ფართობის მქონე პატარა ქვეყნის შესახებ შეიძლება წარმოიდგინო. ვაზის ეს ჯიში შედარებით მცირე ფართობებზეა გავრცელებული სხვა რეგიონებშიც და სახელებიც სხვადასხვა აქვს: ზემო იმერეთში ქვიშხურს უწოდებენ, შიდა ქართლში – სურამულას, რაჭაში – თბილურს.  

გორული მწვანის მტევანი საკმაოდ განიერი და კონუსური ფორმისაა, როგორც ამოტრიალებული პირამიდა. ნაყოფი იმდენად მსუყედ გამოიყურება, რომ მწიფობისას ერთი სული გიჩნდება, დაკრიფო და უძველესი ქართული წესით საგულდაგულოდ ჩაწურო ქვევრში. 

როდესაც ეს ვაზი მწიფობაში შედის, მტევანი მოყვითალო-მომწვანო შტრიხებს იღებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მზის სხივები დაანათებს. სწორედ ეს მომენტია, როდესაც ქართველებისთვის წმინდა რიტუალი – რთველი იწყება.

ღვინო – გორული მწვანე

თეთრი, მშრალი, ღია ჩალისფერი ღვინო – გორული მწვანე, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ენერგიით გამოირჩევა. სომელიეების განმარტებით, ეს ღვინო მანგოს, თეთრი მოცხარის, მინდვრის ყვავილებისა და მწვანე სანელებლების არომატებით ხასიათდება. 

მეცნიერები დაკვირვების შედეგად ადგენენ, რომ გორულ მწვანეს შენახვის კარგი უნარი აქვს და დროთა განმავლობაში არ კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მისი ტრანსპორტაბელობა – ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ტურისტისთვის, ვინც ქართლის ამ უნიკალური ღვინოს დაგემოვნების შემდეგ რამდენიმე ბოთლის სახლში ან მეგობრებისთვის წაღებას გადაწყვეტს – გორული მწვანე მგზავრობას საკმაოდ კარგად უძლებს. 

თრობის ხარისხი

გორული მწვანე ენერგიული ღვინოა და ზომიერად მიღების შემთხვევაში, ბახუსსაც ზომიერად მოგგვრის. 

READ  „ეს ვიდეო უნდა ნახოს ყველამ...“

მომჟავო გემო განსაკუთრებით ზაფხულში გესიამოვნება, თან კარგად ჩაცივებული გორული მწვანე გულგრილს არავის დატოვებს. ზომიერად მირთმევის შემთხვევაში ნაბახუსევისაც ნუ შეგეშინდება, საკმაოდ ადვილად მოსანელებელი ღვინოა. ყველაზე კარგი თვისება ის აქვს, რომ ყოველი დაგემოვნების შემდეგ კიდევ უფრო განდომებს თავს. 

გორული მწვანე და სამზარეულო

ღვინის ექსპერტები გვირჩევენ, რომ გორული მწვანის მირთმევა რეკომენდებულია ბოსტნეულის სალათებთან, თევზთან და ზღვის პროდუქტებთან ერთად. ეს ღვინო შესანიშნავად ერგება სეზონურ ხილსაც, მათ შორის ატამსა და ვაშლს.

ეს ღვინო ადგილობრივ ტრადიციულ კერძებთანაც გადასარევია, მათ შორის ხაჭაპურთან და ხორციან კერძებთან – როგორც მოხარშულთან, ისე მწვადთან.

ჩამოდი გორში, დააგემოვნე გორული მწვანე და შემდეგ უფრო ემოციური ექსკურსიები შეგიძლია მოაწყო. თან აუცილებლად დაიმგზავრე ორიოდე ბოთლი მაინც – მეგობრებიც რომ აზიარო ამ საოცარ სასმელს.

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE