მკვლევარების ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვები, რომლებიც გაზიან სასმელებს ხშირად მოიხმარენ, მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან, ვიდრე სხვა ბავშვები.
საინფორმაციო სააგენტო “რეუტერსის” ცნობით, ამავე კვლევის შედეგების საფუძველზე, ბავშვები, რომლებიც ტკბილი გაზიანი სასმელების აქტიური მომხმარებლები არიან, გამოირჩევიან შედარებით უფრო მეტი აგრესიულობით, ვიდრე სხვა ბავშვები. მსგავსი კვლევები არაერთხელ ჩატარებულა აშშ-ში, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შესწავლილ იქნა მონაცემები 3000-მდე ბავშვის შესახებ. სუიციდი, აგრესია, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება – აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემები უფრო ხშირად თავს იჩენს ტკბილი გაზიანი სასმელების აქტიურად მომხმარებელ ბავშვთა რიგებში.
მკვლევარებს არ შეუძლიათ ისაუბრონ იმ ზუსტ მიზეზებზე, რაც ბავშვის ხასიათსა და სასმელების მოხმარებას შორის ასეთ კავშირს განაპირობებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს კოფეინის შემცველობით უნდა იყოს განპირობებული. ამერიკელი პედიატრების ნაწილის განცხადებით ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და სწორი მიმართულებით წაიყვანს შემდგომ პროცესებს. ყველაფრის მიუხედავად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კვლევა ეხებოდა მხოლოდ ამერიკული, ლათინური და აფრიკული წარმოშობის ოჯახებს, რომელთა დიდ ნაწილშიც მარტოხელა დედები იყვნენ და ამიტომაც კვლევის შედეგების განვრცობა მთელი მსოფლიოს ბავშვებზე არამართებული იქნებოდა.
თქვენ თუ დაკვირვებიხართ და შეგიმჩნევიათ მსგავსი კავშირი ტკბილი გაზიანი სასმელების აქტიურ მოხმარებასა და ბავშვის აგრესიულ ქცევას შორის?
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები