სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„დისერტაცია აქ დავწერე და მთელი ოჯახი საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მივირთმევთ“ -...

„დისერტაცია აქ დავწერე და მთელი ოჯახი საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მივირთმევთ“ – “შენისუფრა” არჩილ გამზარდიას თიანეთის ზღაპრულ ბაღზე გიამბობთ

„შენისუფრა“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას დაუკავშირდა და თავის პატარა თიანეთურ მეურნეობასა და სოფელში ცხოვრების უპირატესობა-ნაკლოვანებებზე ესაუბრა:

– ბატონო არჩილ, როგორც ვიცით, დროის დიდ ნაწილს თიანეთში ატარებთ. მოგვიყევით როგორია ცხოვრება სოფლად?

– ნამდვილად, ამჟამად უფრო მეტ დროს სოფელში ვატარებ. სახლი დაახლოებით 15 წლის წინ შევიძინე. ეს არის ჩემი დედულეთის მხარე და თიანეთში ვარ უფრო გაზრდილი. მამის მხრიდან სოფელი არ მქონდა. ბებია და ბაბუაც თბილისელები იყვნენ. ამიტომ  ძირითადად თიანეთში დავდიოდი და ასე ჩამომიყალიბდა ამ მხარის მიმართ სიყვარული. შემდეგ დავოჯახდი და დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ჩემი შვილებისთვის პატარა ნავსაყუდელი მქონოდა. ბოლოს გადავწყვიტე და ჩავდგი პატარა ასაწყობი ტიპის ქოხი და ამასობაში უკვე  სოფლის მეურნებითაც დავინტერესდი, რომელთანაც მანამდე არასდროს მქონია შეხება.

„დისერტაცია აქ დავწერე და მთელი ოჯახი საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მივირთმევთ“ – “შენისუფრა” არჩილ გამზარდიას თიანეთის ზღაპრულ ბაღზე გიამბობთ | შენი სუფრა

– ამაზე გკითხავთ. რა სახის ბოსტნეული მოგყავთ თქვენს ბაღში?

– ამ ეტაპზე მომყავს, პრაქტიკულად, ყველაფერი, რაც შეიძლება რომ მოიყვანო. მაგალითად, კარტოფილი.  წლის განმავლობაში მთელი ოჯახი საკუთარი ხელით მოყვანილ კარტოფილს მივირთმევთ. აქ მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ყველაფერი მომყავს ნატურალური. მოგვყვავს ლობიო, რომელსაც ვინახავთ და ზამთარში ვკმაზავთ ხოლმე. პომიდორი, რომლისგანაც კეთჩუბებს ვამზადებთ, ყაბაყი, სიმინდი, რომელიც შემოდგომაზე მოდის და ჭყინტს ვხარშავთ ხოლმე. მოგვყვავს ხეხილიც, რომელიც კიდევ სხვა რამეა, საერთოდ განსხვავდება ერთმანეთისგან მეხილეობა და მებოსტნეობა. მაქვს ჟოლო, მოცხარი, წიწაკა…

„დისერტაცია აქ დავწერე და მთელი ოჯახი საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მივირთმევთ“ – “შენისუფრა” არჩილ გამზარდიას თიანეთის ზღაპრულ ბაღზე გიამბობთ | შენი სუფრა „დისერტაცია აქ დავწერე და მთელი ოჯახი საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მივირთმევთ“ – “შენისუფრა” არჩილ გამზარდიას თიანეთის ზღაპრულ ბაღზე გიამბობთ | შენი სუფრა

– გასაგებია. ზოგადად როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობები აქვს სოფლად ცხოვრებას ქალაქთან შედარებით?

– სოფლად ცხოვრება რთულია. მინახავს, როგორ დგებიან დილის 5 საათზე ადამიანები, რომ საქონელს მიხედონ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, მითუმეტეს, რომ დღეს საქართველოში კეთილმოწყობილი სოფლები არ არის, მაგალითისთვის შეიძლება აშენდეს უფრო კაპიტალური შენობები, სადაც ხალხი საქონელს დააბინავებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის რესურსები სოფლებში არ არის.  მაგალითად, შეიძლებოდა გამეჭირვებინა და მეყიდა მინი ტრაქტორი… მე ყველაფერს, პრაქტიკულად, ხელით ვაკეთებ, რადგან ხშირად მიწევს თბილისში სიარული და არ მაქვს  იმედი, რომ იმ ტრაქტორს არ მოიპარავენ. მაგრამ მეორე მხრივ, თუ დაინტერესდები და აზარტში შეხვალ, მაშინ როცა ადამიანი სულ სტრესის გარემოშია…

READ  რჩევები დიასახლისებს- როგორ გავიმარტივოთ საჭმლის მომზადების პროცესი

-დიახ, ალბათ, ქალაქის დამღლელი გარემოდან თავის დაღწევას ცდილობთ და სულ სხვა რიტმში გადადიხართ…

-დიახ, მაგალითისთვის, სოფელში შეგვიძლია უფრო აქტიურად ვიმოძრავოთ, რაც ჯანმრთელობაზე კარგად აისახება. სუფთა ჰაერიც, თავისთავად…. აქაური ხილ-ბოსტნეულიც სულ სხვა გემოსია. ვერ შეედრება ნაყიდი პროდუქტები მოყვანილს, არამარტო ემოციური თვალსაზრისით.

-გემოც ბევრად უკეთესი აქვს, ალბათ.

დიახ ასეა,  ამას გარდა, ფსიქოლოგიური სიმშვიდის სივრცეა. როცა აქ ჩამოვდივარ, რაღაც სამკურნალო ფუნქციას ასრულებს ჩემთვის აქაურობა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური კუთხით. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, რომ ნახატში ვცხოვრობ.

-მომავალში ხომ არ ფიქრობთ მთლიანად ოჯახით თიანეთში გადასვლას საცხოვრებლად?

-ამჟამად ჩემი სახლი ბოლომდე კაპიტალურად მოწყობილი არ არის, თუმცა ზაფხულში მთელი ოჯახი თითქმის სულ აქ ვართ. მაგრამ ჩემი შემთხვევა გამონაკლისი იმ მხრივაც არის, რომ თბილისთან ძალიან ახლოსაა ჩემი სოფელი. ამიტომ ძირფესვიანად გადასვლა არც არის საჭირო. შედარებით ადვილია იქ ხშირად სიარული.

– საინტერესოა, ხომ არ გაქვთ რაიმე საფირმო კერძები, რომლითაც თქვენთან სტუმრად მოსულ მეგობრებს უმასპინძლდებით?

– ძირითადად ბოსტნეულის კერძები, მათ შორის მხალეული, რომელიც ეზოში მოდის.

– დიახ, ჭინჭრის მომზადების თქვენეული რეცეპტი უკვე გამოვაქვეყნეთ…

– დიახ, ქართულ კერძებს ვამზადებ, მაგალითად, ბაბუაწვერას ღეროების მხალს და სხვა ბევრნირი ტიპის მხალეულობას.

– ანუ ძირითადად ჯანსაღ საკვებს.

– კი, უხორცო ჩანახი მაგალითისთვის, ზოგჯერ ხორციანიც. სხვათაშორის მეგრული თხილის რამდენიმე ოჯახი გავაშენე. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ვხუმრობ ხოლმე, რომ მხატვრობას ჰგავს მეთქი. საერთოდ ძალიან სასიამოვნოა, რომ შენს მოყვანილ პროდუქტებს მეგობრებსაც უზიარებ.

-რომ შევაჯამოთ, სოფელში ცხოვრება უმეტესწილად სასიამოვნოა?

– ცალსახად, რომ შემეძლოს, კიდევ უფრო მეტ დროს გავატარებდი აქ და მეტსაც გეტყვით, მე თბილისის ბინიდან ამოვეწერე და აქ ჩავეწერე. ანუ სრულფასოვანი თიანეთელი ვარ. აქ კიდევ უფრო სასიამოვნო და ადვილია მუშაობაც, მაგალითისთვის, მე ჩემი დისერტაცია სოფელში დავწერე. აქ შთაგონებიდან დაწყებული სიმშვიდით დამთავრებული ყველა პირობა მქონდა. ვხუმრობდი კიდეც, როდესაც გადაცემა მიმყავდა, სტუდია აქ რომ გადმოვიტანო, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა მეთქი. ამიტომ მიმაჩნია, რომ სოფლად ცხოვრება ყველა თვალსაზრისით უკეთესია.

READ  ქართული სამზარეულო - ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისათვის

„დისერტაცია აქ დავწერე და მთელი ოჯახი საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მივირთმევთ“ – “შენისუფრა” არჩილ გამზარდიას თიანეთის ზღაპრულ ბაღზე გიამბობთ | შენი სუფრა

 

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
“მისიას შევასრულებ და წავალ“ – როდის აპირებს ილონ მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დატოვებას?

“მისიას შევასრულებ და წავალ“ – როდის აპირებს ილონ მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დატოვებას?

1 აპრილი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE