ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ უგემრიელესი ფრანგული კრეპები

მოამზადეთ უგემრიელესი ფრანგული კრეპები

ფრანგული კრეპები ძალიან თხელი ბლინებია და თუ დესერტის მომზადება გსურთ, მაშინ ეს იდეალური ვარიანტია!

მოასხით მდნარი შოკოლადი, საყვარელი ხილი, ხილის ჯემი თუ მურაბა, გადაახვიეთ ვანილის ნაყინი ან უბრალოდ მოაყარეთ შაქარი და დატკბით!

ინგრედიენტები:

  • 2   ცალი კვერცხი
  • 1   ჭიქა რძე
  • 2⁄3  ჭიქა ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 1  1⁄2  ჩ/კ მცენარეული ზეთი

მომზადების მეთოდი

ნაბიჯი 1

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 1 საათით.

ნაბიჯი 2

გააცხელეთ ტაფა საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი. მოასხით 1/4 ჭიქა თხევადი ცომი და ისე ამოძრავეთ, რომ გადანაწილდეს მთელ ზედაპირზე. აცხვეთ ორივე მხარე 2-5 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეოქროსფერდება. ეს ინგრედიენტები სამყოფია 8 ცალი კრეფის გამოსაცხობად. მომზადებულ კრეპებს მოაცხეთ სასურველი შიგთავსი და გემრიელად მიირთვით!

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  Пхакадзе: У нас хорошие новости
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები