შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი,,სიყვარულით გაკეთებული საქმე და დაუღალავი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” - ექსკლუზიური ინტერვიუ...

,,სიყვარულით გაკეთებული საქმე და დაუღალავი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – ექსკლუზიური ინტერვიუ Food Blogger Khato-სთან

ავტორი: ანი დავიდიანი

კულინარიული ბლოგერი Food Blogger Khato ,,შენი სუფრას” მკითხველს თავისი ბლოგის შექმნის ისტორიას და გამოცდილებასა უზიარებს…

– თქვენს ბლოგზე გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა?

– უპირველესად, მივესალმები ჩემს მკითხველს. დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან მომწონდა სოციალურ ქსელებში კულინარიული ჯგუფები და ყოველთვის ვადევნებდი თვალს… შემდეგ დავიწყე სხვადასხვა კულინარიულ ჯგუფში რეცეპტების ატვირთვა. როცა ადამიანების დადებითი დამოკიდებულება დავინახე ჩემი რეცეპტების მიმართ, გადავწყვიტე საკუთარი კულინარიული ბლოგი შემექმნა. მეოთხე წელია, რაც ფეიზბუქზე ჩემი კულინარიული ჯგუფი მაქვს. ტიკტოკი 3 წელია, რაც მაქვს, ხოლო 5-6 თვის გახსნილი მაქვს youtube არხი და facebook გვერდი.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დავიბადე და გავიზარდე გურმანების ოჯახში. ბებია საოცარი კულინარი მყავდა, მას იმ დროისთვის უამრავი კულინარიული წიგნი ჰქოდნა. ბებო ყოველთვის ცდილობდა, მოემზადებინა სხვადასხვა ქვეყნის კერძები და დესერტები. იმ წიგნების ნაწილი მაქვს და ხშირად ვიყენებ. როგორც ამბობენ, სწავლა სიბერემდეაო, ხშირად ვკითხულობ კულინარიულ წიგნებს, ვუყურებ კულინარიულ გადაცემებს.

რამდენიმე წელი საბერძნეთში ცხოვრება მომიწია ოჯახთან ერთად და ბერძნული კერძებიც შევისწავლე. ბლოგის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჯერ შემენახა ჩემი რეცეპტები და შემდეგ გადამეტანა კულინარიულ წიგნში, რომელსაც მეორე წელია, ვწერ და ჯერ ბოლოში ვერ გავედი ჩემი უდროობის გამო.

განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტორი, ორი წლის წინ დავკარგე საყვარელი დედა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი და დაახლოებით ერთი წელი არ შევდიოდი ჩემს კულინარიულ სივრცეში, ძალიან უძლური ვიყავი. ოჯახის წევრებისა და მეგობრების თხოვნით დავიწყე ისევ რეცეპტების ატვირთვა. არ შემეძლო, მაგრამ ვცდილობდი. თუ რამე ძალა მქონდა შემორჩენილი, მომეკრიბა… შეძლებისდაგვარად ვიყავი ჩართული და ნელ-ნელა ვიგრძენი შვება. კულინარიის ბლოგმა და ჩემმა გამომწერებმა დამაყენა ფეხზე.

– რთულია თუ არა ეს საქმიანობა და რა წინაღობები გხვდებათ?

– ნამდვილად რთულია. იცით რაში გამოიხატება სირთულე?- მოითხოვს ბევრ შრომას, ენერგიასა და დროს. აუდიტორიის წინაშე დგომა არც ისე ადვილია. ვიდეო რეცეპტების ჩაწერას, დამონტაჟებასა და ატვირთვას, ძირითადად, შაბათ-კვირას ვახერხებ. დანარჩენ დღეებში ჩემი სამსახურით ვარ დაკავებული. ძალიან განვიცდი იმას, რომ მინდა უფრო მეტი რეცეპტი გავუზიარო ჩემს გამომწერებს, მაგრამ უდროობის გამო ვერ ვახერხებ.

READ  არ მინდა, 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე – ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ...

– რას ურჩევთ დამწყებ Food ბლოგერებს, როგორ შეიძლება მიაღწიონ წარმატებას?

– დამწყებ Food ბლოგერებს ვურჩევ, რომ აუცილებლად იყვნენ გულწრფელები, აქტიურები და ორიგინალურები. ყოველთვის უნდა იყვნენ სიახლის ძიებაში, უნდა იკითხონ კულინარიული წიგნები, უნდა შეეძლოთ რეცეპტებში სიახლის შეტანა და არასდროს არ უნდა აკოპირებდნენ სხვა Food ბლოგერების რეცეპტებს. ყოველთვის იყვნენ მშვიდები და არასდროს აყვნენ პროვოკატორებს. სიყვარულით გაკეთებული საქმე და დაუღალავი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

– როგორია თქვენი ცხოვრება თქვენი ბლოგის მიღმა?

– ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბედნიერი დღის საწინდარი, სწორად დაწყებული დილაა. ჩემი დღე დილის 7 საათზე იწყება საუზმით, ვასაუზმებ ოჯახის წევრებს, შემდეგ მივირთმევ ყავას და პარალელურად ვემზადები სამსახურში წასასვლელად. პროფესიით იურისტი ვარ, მერიაში ვარ დასაქმებული. საღამოს ვბრუნდები იმის ფიქრით, თუ რა მოვუმზადო ოჯახის  წევრებს. შევდივარ სუპერმარკეტში, ვყიდულობ პროდუქტებს და ვიწყებ სამზარეულოში ფუსფუსს. მიყვარს ქარგვა და ქსოვა, ეზოში ყვავილები მაქვს და ვცდილობ, ყოველი წუთი ისე გავთვალო, რომ არცერთი საქმე არ ჩამივარდეს. თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს, დროში ძალიან ვარ შეზღუდული.

Food Blogger Khato თავის ერთ-ერთ გამორჩეულ – შუს რეცეპტს გვიზიარებს

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

მარტი 29, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები