ალკოჰოლის შესახებ ბევრი ისეთი ფაქტი არსებობს, რომელიც ჩვეულებრივმა ადამიანებმა არც კი იციან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ალკოჰოლის მომხმარებელი არა ხართ, ამ ფაქტების ცოდნა მაინც საჭიროა, თუნდაც საგანმანათლებლო მიზნებისთვის მაინც.
1. ყველა ალკოჰოლური სასმელი ეთილის სპირტს (ეთანოლს) შეიცავს.
2. ეთანოლი — ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომელსაც ტოქსიკური თვისებები აქვს.
3. ზოგიერთ ხილის და ბოსტნეულის შემადგენლობაში, შეიძლება ალკოჰოლის კვალის აღმოჩენა.
4. ჯანმო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მამაკაცებში — 6, 3% ტოლია, ქალებში — 1, 1%. ეს საშუალო მაჩვენებელია, თუმცა, რიგ ქვეყნებში, შეიძლება, უფრო მაღალიც იყოს.
5. ალკოჰოლურმა სასმელმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მიღებული წამლის შეწოვაზე. ეთილის სპირტის ერთჯერადი გამოყენებაც კი, რიგი მედიკამენტებისთვის, პირდაპირი უკუჩვენებაა.
6. ორგანიზმში მოხვედრილი ალკოჰოლი კუჭის და ნაწლავების კედლებით შეიწოვება, რაც ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
7. ალკოჰოლის გავლენით, ღვიძლი საკუთარ უჯრედებს ცხიმის დაგროვებით ზრდის. ორგანოს ასეთ გაფართოებას, ჰეპატომეგალია — ალკოჰოლის ადაპტაცია ეწოდება.
8. ალკოჰოლის იშვიათი, მაგრამ გადაჭარბებული მოხმარებაც კი, მეხსიერების დაქვეითებას და ინტელექტის ნაწილობრივ დაქვეითებას იწვევს.
9. არსებობს ეპილეფსიის ცალკეული ფორმა, რომელიც კონკრეტულად ალკოჰოლის მოხმარებით არის გამოწვეული.
10. ალკოჰოლის მოხმარების შემცირებით, კიბოს რისკის 30%-ით შემცირება ხდება.
11. ცნობილია, რომ ალკოჰოლის მიღება, თითქმის ნებისმიერი ორგანული ნივთიერებიდან შეიძლება. ყველაზე ხშირად მას სახამებლის შემცველი პროდუქტით — ჭვავის, ხორბლის და სხვა მარცვლეულის, კარტოფილის და სიმინდისგან აკეთებენ. ასევე ვაშლის, მსხლის და სხვა ხილისგან და ჭარხლისგან კი.
12. ალკოჰოლს ადამიანზე ანესთეზიის ეფექტის მოხდენა შეუძლია: თუ ალკოჰოლის რაოდენობა, 1 კგ–ზე 4–6 გრამია, ადამიანი საერთოდ არაფერს გრძნობს, მათ შორის, არც ტკივილს. ხოლო, თუ სპირტის რაოდენობა, 1 კგ–ზე 8 გრამია, — ადამიანი იღუპება.
13. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თვითმკვლელების, თითქმის 80% შემთხვევაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანები არიან.
14. ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება, ნაადრევ სიბერეს იწვევს. ხოლო, ალკოჰოლის მოყვარულების სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე, 15-20 წლით ნაკლებია.
15. ბიოლოგიური მიზეზების გამო, ქალები 4-ჯერ უფრო სწრაფად თვრებიან, ვიდრე მამაკაცები.
16. ალკოჰოლი დიდ გავლენას ახდენს ქალის გარეგნობაზე: კანი უფრო სწრაფად ბერდება, სხეული ნადგურდება და კბილები ფუჭდება.ქალი საკუთარ თავს აღარ უვლის და აგრესიულად იქცევა.
17. ოჯახში, სადაც მშობლები ალკოჰოლური დამოკიდებულებით იტანჯებიან, 80% შემთხვევაში, მათი თინეიჯერი შვილებიც ალკო დამოკიდებულები ხდებიან.
18. კაცობრიობა ალკოჰოლს, სულ მცირე, 9000 წელია მოიხმარს. ყვითელი მდინარის აუზში (ჩინეთი), არქეოლოგების მიერ ნაპოვნ ჭურჭელში, ფერმენტირებული ბრინჯის, თაფლის და კუნელის კვალი აღმოაჩინეს.
19. არიან ადამიანები, ვისთვისაც მხოლოდ ღვინის, ან თუნდაც, დახურული ბოთლის დანახვაც კი, პანიკას იწვევს. ენოფობია — ღვინის შიშია, მაგრამ ის ფობიის ძალიან იშვიათი ფორმაა.
20. ალკოჰოლიზმი არ არის მემკვიდრეობითი (გენეტიკური) დაავადება და ის ალკო დამოკიდებული მშობლებისგან — შვილებს არ გადაეცემა.
ამრიგად, ალკოჰოლი — არის შხამი და ნარკოტიკი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს თანდათან წამლავს და ანგრევს… და ეს რომ ასეა, ყველამ უნდა იცოდეს, ვიდრე სისტემატურად, მის მოხმარებას დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები