სამშაბათი, ივნისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ესპანური ომლეტი კარტოფილითა და ჩორიზოთი მთელი ოჯახისათვის

მოამზადეთ ესპანური ომლეტი კარტოფილითა და ჩორიზოთი მთელი ოჯახისათვის

ინგრედიენტები:

  • 3   ს/კ არარაფინირებული ზეითუნის ზეთი
  • 1   თავი დაჭრილი დიდი ყვითელი ხახვი
  • 50   გრამი ესპანური ჩორიზო
  • 350   გრამი დაჭრილი წითელი კარტოფილი
  • მარილი და პილპილი
  • 3⁄4 ჭიქა დარილი ოხრახუში
  • 10   ცალი დიდი ათქვეფილი კვერცხი
  • 1   ჭიქა გახეხილი მანჩეგო ან ჩედერი
  • 1   თავი პატარა მწვანე სალათის ფურცელი
  • 1⁄2 თავი პატარა წითელი ხახვი

მომზადების მეთოდი:

ნაბიჯი 1

გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. გააცხელეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი ღუმელის დიდ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე. დაუმატეთ ყვითელი ხახვი და თუშეთ 5 წუთით.

ნაბიჯი 2

დაუმატეთ ჩორიზო (შებოლილი სოსისი) თხლად დაჭრილი ნახევარი მთვარის ფორმით, კარტოფილი, და ½ ჩაის კოვზი მარილი და პილპილი, თუშეთ, დააფარეთ, ურიეთ დროდადრო სანამ კარტოფილი დარბილდება, 10 წუთით.

ნაბიჯი 3

შეურიეთ ოხრახუში, კვერცხი და კარგად აურიეთ. მოაყარეთ ყველი და მოათავსეთ ღუმელში.

ნაბიჯი 4

აცხვეთ ომლეტი ყავისფრად შეფერვამდე და აფუებამდე, 15 წუთით.

ნაბიჯი 5

გაანაწილეთ სალათის ფურცლები და თხლად დაჭრილი წითელი ხახვი თეფშებზე და მოასხით დარჩენილი ზეთი. დაჭერით ომლეტი ნაჭრებად და მიირთვით სალათასთან ერთად.

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „ამაზე უკეთესი საშუალება, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს და ახლო მომავალშიც არ იქნება!“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები