ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი,,Food ბლოგერობა ბევრმა დამცირებამ დამაწყებინა... კულინარია ახლა ჩემი ჰაერია!” - ექსკლუზიური ინტერვიუ...

,,Food ბლოგერობა ბევრმა დამცირებამ დამაწყებინა… კულინარია ახლა ჩემი ჰაერია!” – ექსკლუზიური ინტერვიუ Donna Emigrata/ქალ ემიგრანტთან

სოციალურ ქსელებში პოპულარული Food ბლოგერი Donna Emigrata/ქალი ემიგრანტი, ნინო მიქაძე ,,შენი სუფრას” მკითხველს თავის ისტორიას, კულინარიისადმი სიყვარულსა და ემიგრაციის სირთულეებს უაზიარებს:

–  გვიამბეთ, რამდენი ხანია, რაც კულინარიულ სფეროში ხართ და რატომ გადაგაწყვეტინათ Food ბლოგერობა?

– პროფესიით  ექთანი ვარ. ეს სფერო ბავშვობიდან მიყვარს. ჩემი ძმა პროფესიონალი შეფ მზარეულია. ოჯახში, სადაც გავთხოვდი, თითქმის მთელი სანათესაო ამ სფეროთი იყო დაკავებული. Food ბლოგერობა ბევრმა დამცირებამ  დამაწყებინა. ემიგრანტი ვარ და ახალ ჩამოსულმა, როგორც ყველამ, ენა არ ვიცოდი. მახსოვს სამხრეთ იტალიაში ვმუშაობდი, ქალბატონმა თევზის საყიდლად გამაგზავნა და მითხრა “Spigola “(თევზის სახეოობა) მიყიდეო. მე რატომღაც  გავიგონე  “piccola”, რაც ,,პატარას” ნიშნავს და ჩავთვალე, რომ პატარა თევზი უნდა მეყიდა. ახლა ამას რომ გიყვებით, ყველაფერი მიახლდება. მახსოვს ჩემმა ნაყიდმა თევზმა როგორ ამიწვა  ზურგი და როგორ მოისროლა ქალბატონმა სანაგვეში, როგორ თუ ვაკადრე და პატარა  თევზის სახეობა ვუყიდე! ის დღე და ის დღე, ხელიდან სარეკლამო ჟურნალი არ გამიშვია. ჩემს ორ საათს (დასვენების საათი) ინგრედიენტების სწავლაში ვიყენებდი. სწორედ ეს იყო მიზეზი ჩემი გვერდისა და ჯგუფების გახსნის –  ის, რომ არ მინდოდა ახლად ჩამოსულებს ჩემი გზა  გაევლოთ.

– როგორც ახსენეთ ემიგრანტი ხართ, ამჟამად რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ და რა რჩევებს მისცემთ ახალჩამოსულ ემიგრანტებს?

– იტალია, მანტუა … ახალჩამოსულ  ემიგრანტებს ვურჩევდი, რომ არ დაკარგონ  არც ერთი წუთი, რადგან დაკარგულ დროს ვერასდროს დაიბრუნებენ. ყოველდღე ისწავლონ 10 სიტყვა, რადგან ენის ცოდნა ჩვენ გვიცავს. ოჯახში, სადაც იმუშავებენ, თუკი საშუალება ექნებათ, რაიმეს მომზადების, არ დაიზარონ და გააცნონ ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს კულტურა. არასდროს მითქვამს, რომ თუ არ გადამიხადეს, მე ამას არ გავაკეთებ. ბევრჯერ მომიქსოვია, მომიქარგავს კიდეც უანგაროდ, ამით ოჯახთან  სიშორეს და მონატრებას ვკლავდი, მათ კი ვუმტკიცებდი ვინ ვიყავი და საიდან  მოვდიოდი. მართალია, ზოგი ვერ დაინახავს, მაგრამ გამოჩნდებიან  ისეთი ადამიანებიც, რომლებიც შეგიყვარებენ და გვერდში დაგიდგებიან.

რთულია თუ არა თქვენი ეს საქმიანობა და ახლა რა წინაღობები გხვდებათ?

– თითქმის 14 წელი გავიდა და დღემდე ვერ შევეგუე უცხო მხარეში ყოფნას. მე ოჯახში ვმუშაობ, პარალელურად დღის სამსახურები მაქვს შეთავსებული. რთულია კი, ძალიან რთულია! რომ გგონია, გაიცანი ეს ქვეყანა, მისი კულტურით, ზოგჯერ მაინც ძალიან დიდ წინააღმდეგობას აწყდები. მიუხედავად ამისა, როდესაც საქართველოში დავბრუნდები, მე ამ ქვეყანას მადლობას გადავუხდი, რათა მიმიღო გაჭირვების ჟამს, წავიღებ იმას, რაც მომწონს და ვიცი საქართველოში გამომადგება.

– თქვენი ბლოგისთვის რა წინაღობები გხვდებათ? რამდენად გაქვთ დრო?

– წინაღობები? – დრო არ მაქვს. მაქსიმალურად ვიხარჯები, რათა  დაწყებული საქმე სისრულეში მოვიყვანო, რომელიც საქართველოში მელოდება და მალე დავბრუნდე . ყოველი წუთი გათვლილი მაქვს და ჩემს ბლოგსაც ხელს არ ვაკლებ. ზოგჯერ რეცეპტი  ღამის ორ საათზე დამიპოსტავს. კომენტარებს ვკითხულობ, ვპასუხობ. მათი თბილი სიტყვები სიხარულით მავსებს და სტიმულს მაძლევს, რომ მეტი და მეტი რეცეპტიო მოვიძიო  და გავახარო ისინი. კულინარია ჩემი ჰაერია, უამისოდ  სუნთქვა არ შემიძლია. დაღლილმა, აი, ფეხზე რომ ვერ ვდგები, შემიძლია ავდგე იმ წამს, რაღაც ტკბილი ან კერძი მოვამზადო და დაღლილობაც მეხსნება.

აი, ეს მინდა გაგიზიაროთ, ერთ-ერთი  ახალგაზრდა გოგონა facebook-ით გავიცანი. უკვე კარგა ხანია, რაც ვიცნობ, ხშირი მიმოწერა გვაქვს. ახლახან რჩევა მთხოვა, როგორ შეიძლება ამ შეტყობინებამ არ გაგახაროს, როდესაც ხედავ – ადამიანი ბედნიერია – “მინდა გაგახაროთ დღეს ამიყვანეს სამუშაოზე…თქვენი დამსახურებაა, რადგან ყველაფერს ვითვალისწინებდი, რასაც მეუბნებოდით. სისუფთავე და წესრიგი – ეს აღნიშნეს უპირველესად. მადლობით არ შემოვიფარგლები მხოლოდ, უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.. მიყვარხართ….”

– რას ეტყოდით თქვენს გამომწერებს? თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ მიაღწიონ წარმატებას?

– ვეტყოდი, რომ ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული, ყველაფერს შევხედოთ პოზიტიურად. დავისახოთ მიზანი და ვიფიქროთ, თუ როგორ განვახორციელოთ ის. არასდროს შევუშინდეთ წინააღმდეგობებს და მერწმუნეთ ის, რაც გულით გვინდა ნამდვილად აგვისრულდება. იხარეთ სხვისი ბედნიერებით, თუ გინდათ რომ  თქვენ ორმაგად დაგიბრუნდეთ და გაგხადოთ წარმატებული.

– საინტერესოა, დამწყებ Food ბლოგერებს რას ურჩევდით?

– როდესაც ბლოგერობას ვიწყებთ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რადგან მას თავისი მინუსები და პლუსები  აქვს. ის ჩვენი ონლაინ დღიურია. აუდიტორიასთან უნდა ვიყოთ გულწრფელები. არასდროს შესთავაზოთ ცრუ რეცეპტები, ისინი ხომ ჩვენ გვენდობიან. კორექტულად ვუპასუხოთ მათ დასმულ შეკითხვებს, არ დავიზაროთ ინგრედიენტების ფოტოებით შეთავაზება. არასდროს ავყვეთ პოსტზე დასმულ პროვაკაციულ და აგრესიულ შეკითხვებს, პირიქით – მოვუყვანოთ მაგალითები და დავარწმუნოთ, რომ მათი მოსაზრება მცდარი იყო და ყველაზე მთავარი – ყოველი დილა დავიწყოთ პოზიტიურად.

ქალბატონო ნინო, გითმობთ თავისუფალ სივრცეს და შეგიძლიათ, თქვათ თქვენი სათქმელი!

– როგორც იცით, ჩემი გვერდის გარდა მაქვს ორი ჯგუფი la dolce vita – ტკბილი ცხოვრება. ამ ჯგუფის გახსნის მიზეზი იყო, ის რომ თავი მოეყარათ უცხო ქვეყანაში მიმოფანტულ, ქართველ მოყვარულ კულინარებს. ამით ისინი გაგვაცნობდნენ იმ ქვეყნის სამზარეულოსა და კულტურას, სადაც ისინი იმყოფებიან, ასევე საქართველოდან რეცეპტებსა და მათ მომზადებულებს კერძებს გვიზიარებენ არაჩვეულებრივი, ხელმარჯვე ქალბატონები, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო. დაბოლოს, როგორც ამბობენ გემრიელ ლუკმას ბოლოს ინახავენო, ჯგუფის ასეთ გაზრდას, თითოეულ კომენტარზე პასუხის გაცემას, რჩევა-დარიგების მიცემას მე მარტო ვერ მოვერეოდი, რომ არ მყავდეს ძლიერი ადმინისტრაცია. დღეს თუ ჯგუფი ძლიერია, სწორედ მათი დამსახურებაა. ძალიან, ძალიან მიყვარხართ, ჩემო ქალბატონებო და მადლობა ყველაფრისთვის!

ავტორი: ანი დავიდიანი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
იდუმალი გუმბათი-ჭა პორტუგალიაში, სადაც სავარაუდოდ, მასონად კურთხევის ცერემონიები იმართებოდა

იდუმალი გუმბათი-ჭა პორტუგალიაში, სადაც სავარაუდოდ, მასონად კურთხევის ცერემონიები იმართებოდა

10 თებერვალი 2025
როგორ შევღებოთ კედელი სხვადასხვა სტილში – პრაქტიკული რჩევები

როგორ შევღებოთ კედელი სხვადასხვა სტილში – პრაქტიკული რჩევები

თებერვალი 9, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ტრენდული ვარცხნილობები 2025 წლის გაზაფხულისთვის

ტრენდული ვარცხნილობები 2025 წლის გაზაფხულისთვის

თებერვალი 10, 2025
ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქები ტურისტებისთვის: საუკეთესო არჩევანი აპარტამენტების დაჯავშნისთვის

ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქები ტურისტებისთვის: საუკეთესო არჩევანი აპარტამენტების დაჯავშნისთვის

9 თებერვალი 2025
რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის  მძღოლებისა და კურიერების აქცია გაიმართა

რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლებისა და კურიერების აქცია გაიმართა

თებერვალი 9, 2025
საქართველოს ტურისტული პოტენციალი ნიუ იორკში — ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზარზე

საქართველოს ტურისტული პოტენციალი ნიუ იორკში — ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზარზე

თებერვალი 9, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები