ორშაბათი, იანვარი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიპოპულარული food ბლოგერი ექსკლუზიურად "შენი სუფრა"- ს მკითხველს საკუთარი წარმატების ისტორიას უამბობს...

პოპულარული food ბლოგერი ექსკლუზიურად “შენი სუფრა”- ს მკითხველს საკუთარი წარმატების ისტორიას უამბობს -Diana’s Receptor/დიანას რეცეპტორი 💫

ქართველი Food ბლოგერი დიანა ქველაძე, სოციალურ სამყაროში ცნობილი, როგორც Diana’s Receptor/დიანას რეცეპტორი, ექსკლუზიურად გვიზიარებს თავის ისტორიას, გამოცდილებას და წარმატების საიდუმლოს, რაც მისი გამომწერებისთვის მნიშვნელოვანია

– დიანა, გვიამბეთ თქვენ შესახებ… რამდენი ხანია, რაც კულინარიულ სფეროში ხართ და რამ გადაგაწყვეტინათ, Food ბლოგერი გამხდარიყავით?

– ზოგადად, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს საქმე, გურმანი ვარ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი საკვებსა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, რადიოწამყვანი, 18 წელი რადიოჰოლდინგ ,,ფორტუნაში” ვმუშაობდი, საიდანაც 2019 წელს წამოვედი გარკვეული მიზეზების გამო. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს მსმენელსა და აუდიტორიას ვერ შეველეოდი.

მჭირდებოდა სივრცე, სადაც ჩემს მსმენელს, რომელიც წლების განმავლობაში მომყვებოდა, დავეკონტაქტებოდი, ამიტომაც გადავწყვიტე კულინარიული ბლოგის შექმნა. ბლოგის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ შემენახა რეცეპტები. ხშირად მივმართავ იმპროვიზაციას და ვიგონებ ახალ კერძებს და მერე მავიწყდება ეს ყველაფერი, თუ არ ჩავინიშნე. ამიტომაც, ორი რამ გავაერთიანე – ის, რომ შევინახავდი ამ ჩემს მოგონილ რეცეპტებს, იმ დროისთვის ძირითადად ჯანსაღ რეცეპტებსა და დესერტებს ვიგონებდი – უშაქროს, უფქვილოს ანდა უცხიმოს, ვაცხობდი და მათი რეცეპტები რომ არ დამეკარგა… პლუს ამას, შევქმენი პლატფორმა, სადაც ჩემს საყვარელ მსმენელთან მოვახერხებდი ურთიერთობას. სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, მინდოდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო, მომაფიქრდა დიანას რეცეპტორი და 2019 წლიდან დაიწყო ჩემი ბლოგის ისტორია.

პოპულარული food ბლოგერი ექსკლუზიურად "შენი სუფრა"- ს მკითხველს საკუთარი წარმატების ისტორიას უამბობს -Diana's Receptor/დიანას რეცეპტორი 💫

რთულია თუ არა თქვენი საქმიანობა და რა წინაღობები გხვდებათ?

– ფიზიკურად მოითხოვს ბევრ ენერგიასა და შრომას, ამიტომ რთული არის. თუმცა იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ ბოლო 5 წელი ემიგრაციაში გავატარე, სადაც არანაირი პირობა არ მქონდა რეცეპტების, ლაივებისა და სთორების ჩასაწერად, რომ მეკონტაქტა ჩემს აუდიტორიასთან… თუმცა იმ შაბათ-კვირას, იმ ნანატრ დასვენების დღეს, იმის ნაცვლად, რომ გამომეძინა ან თავი დასვენებისთვის მიმეძღვნა, ვიდექი გაზქურასთან და ვაცხობდი. იმ პირობებში რისი რაშუალებაც მქონდა, ვცდილობდი გადამეღო რეცეპტები, რადგან აქტუალობა არ დაეკარგა ჩემს ბლოგს და მეც თავი უფრო კარგად, კომფორტულად და საჭიროდ მეგრძნო. აი, ამ წინაღობის მიუხედავად, ამდენი წლის მანძილზე, მაინც ვახერხებდი, რომ მეკეთებინა ჩემი საქმე და და გავზრდილიყავი.

ახლა, ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, რამდენად ხვდებით მსგავს სირთულეებს?

– 1 თვეა, რაც 5-წლიანი ემიგრაციიდან დავბრუნდი საქართველოში. ცოტა ძნელია აქაურ რეჟიმზე გადმოწყობა, მითუმეტეს რომ წამოსვლის და დაბრუნების გადაწყვეტილება ისე უეცრად მივიღეთ, რომ ეს არ იყო წინასწარ განზრახული, მოფიქრებული და დალაგებული. შესაბამისად, რომ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ტექნიკური წინაღობები მხვდება. თუმცა ჩემს ქვეყანაში ბევრად უფრო ძლიერი და მოტივირებული ვარ. არ არსებობს წინაღობა, რომელიც შემაჩარებს და რომელსაც ვერ გადავლახავ ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის.

პოპულარული food ბლოგერი ექსკლუზიურად "შენი სუფრა"- ს მკითხველს საკუთარი წარმატების ისტორიას უამბობს -Diana's Receptor/დიანას რეცეპტორი 💫

თქვენი გამომწერები, რამდენად არიან ჩართული თქვენს საქმიანობაში?

– საკმაოდ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავწიყე ტორტებსა და ქაფქეიქებზე შეკვეთების მიღება. ამას ემიგრაციაშიც ვაკეთებდი, ჩემი მაყურებელი მუდმივად ჩართული იყო პროცესში, როგორ ვიღებდი შეკვეთებს, რაზე ვმუშაობდი, რას ვსწავლობდი, ვუზიარებდი ყოველ ნაბიჯს. აი, ახლა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იმდენად დიდია მოთხოვნა ჩემს პროდუქტზე, იმის მიუხედავად, რომ ახალი ჩამოსული ვარ და ამისთვის რეკლამას ან პოპულარიზაციის სხვა ხერხისთვის არ მიმიმართავს. იმდენად დიდია ნდობა… იმდენად ბევრი მომხმარებელი, გამომწერი, მირეკავს, მწერს, მეუბნება… მაგალითად, გუშინ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ იქნებ მოახერხოთ და სანდო ჩურჩხელა გვიშოვო და გამოგვიგზავნოო, ანუ შენ გენდობით, ვიცი, რომ არ მოგვატყუებო.

ეს ნდობა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ ბაზართან შედარებით, ჩემს ტორტებს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, ჩემი გამომწერები თვალდახუჭული მიცხადებენ ნდობასც არ საუბრობენ ფასზე, რადგან იციან რა ხარისხზე ვმუშაობ. ეს საქართველოში განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენი. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით – მათი ნდობითა და სიყვარულით.

პოპულარული food ბლოგერი ექსკლუზიურად "შენი სუფრა"- ს მკითხველს საკუთარი წარმატების ისტორიას უამბობს -Diana's Receptor/დიანას რეცეპტორი 💫

რას ურჩევთ დამწყებ Food ბლოგერებს? როგორ შეიძლება მიაღწიონ წარმატებას ამ საქმიანობაში?

– მთავარი ამ საქმიანობაში არის სისტემატურობა და დისციპლინა. უნდა ჩადგნენ ჩვეულებრივ რეჟიმში და მიჰყვნენ. ამ საქმეს არ უყვარს მოდუნება, არ უყვარს, რომ დღეს აქტიური ხარ და მერე არ გცალია. ემიგრაციის პირობები ვახსენე და სწორედ ამან შემიშალა ხელი, თორემ დღეს ბევრად უფრო განვითარებული ვიქნებოდი. ანუ რაღაც პერიოდი მეცალა, მერე საცხოვრებელ ქალაქს ან სამსახურს შევიცვლიდი და ვეღარ ვახერხებდი… მქონდა ჩავარდნები, რაც, ზოგადად, არ არის სასურველი. როცა დაიწყებ, უნდა მიჰყვე ბოლომდე.

დამწყებ Food ბლოგერებს ვურჩევ, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ გულწრფელები იმიტომ, რომ ვერავის ვერაფერს ვერ მოატყუებ. ქართველი საზოგადოება და მაყურებელი არის ყველაზე ,,მომთხოვნი”, არ მოტყუვდება, ამიტომ გულწრფელობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ვურჩევ, რომ თავიანთი ყოველდღიურობა და საქმისადმი სიყვარული ისე გადმოსცენ, როგორიც რეალობაშია. წლების განმავლობაში არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიმიღია, მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია ჩემი ბლოგის მიტოვება. ეს ჩემთვის დემოტივაცია არ ყოფილა, პირიქით, ხალხისგან რომ სიყვარული მოდის, ეს არის ყველაფერი. მე ამით ვცხოვრობ, ამით ვსაზრდოობ და ამით ვიღებ ენერგიას. ასე, რომ მთავარია, შრომა, დისციპლინა, თანმიმდევრულობა და გულწრფელობა – შედეგი არ დააყოვნებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავყვები ჩემს ბლოგს. ჩემი ბლოგის ნაწილი დარჩება კვლავ რეცეპტებისთვის, რომელსაც გავაზიარებ ჩემი გამომწერებისთვის, რა თქმა უნდა, უფასოდ. ბლოგის ნაწილი კი შეეხება იმ პროდუქციას, რაზეც ვმუშაობ. ვაპირებ განვითარებას, ჯერჯერობით მინი ბიზნესი მაქვს – როგორც აღვნიშნე, შეკვეთებს ვიღებ სახლიდან, მომავალში ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ვისწავლო, უფრო მეტი ჩავდო ამ საქმიანობაში და შესაძლოა უკვე სამომავლოდ საკონდიტროს გახსნაც შევძლო. ამ ეტაპზე, ჩემი გეგმები მხოლოდ ამას უკავშირდება.

დიანა “შენი სუფრა”-ს მკითხველს მისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ რეცეპტს უზიარებს:

 

ავტორი: ანი დავიდიანი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მეკნესი – ვერსალით შთაგონებული მაროკოს საიმპერატორო ქალაქი

მეკნესი – ვერსალით შთაგონებული მაროკოს საიმპერატორო ქალაქი

27 January, 2025
აშშ-ში აკრძალეს საკვები საღებავი Red 3: რა უნდა იცოდეთ?

აშშ-ში აკრძალეს საკვები საღებავი Red 3: რა უნდა იცოდეთ?

იანვარი 26, 2025
ზოდიაქოს 5 ნიშანს ნამდვილი სასწაულების წელი ელის

ზოდიაქოს 5 ნიშანს ნამდვილი სასწაულების წელი ელის

27 იანვარი 2025
გაზქურა თუ ელექტროქურა – რის მიხედვით უნდა გავაკეთოთ არჩევანი

გაზქურა თუ ელექტროქურა – რის მიხედვით უნდა გავაკეთოთ არჩევანი

იანვარი 27, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მადამ კლიკო – შამპანურის რევოლუცია ერთი ქალის ხელით

მადამ კლიკო – შამპანურის რევოლუცია ერთი ქალის ხელით

27 იანვარი 2025
2024 წლის „საუკეთესო მოხალისეების“ დაჯილდოება გაიმართა

2024 წლის „საუკეთესო მოხალისეების“ დაჯილდოება გაიმართა

იანვარი 27, 2025
„ინსტაგრამმა“ და „ფეისბუკმა“ აბორტის აბების სარეკლამო პოსტები დაბლოკეს – New York Times

„ინსტაგრამმა“ და „ფეისბუკმა“ აბორტის აბების სარეკლამო პოსტები დაბლოკეს – New York Times

იანვარი 27, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები