გამომშრალი ხილი ვიტამინებისა და მინერალების დიდ ნაწილს ინარჩუნებს და ისეთივე სასარგებლოა ორგანიზმისთვის, როგორც ახალი. უფრო ახლოს გაგაცნობთ ზოგიერთი მათგანის სასარგებლო თვისებებს.
გარგარი (კურაგა) – გულის წამალია. მასში ბევრი კალიუმი და ანტიოქსიდანტებია, ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინს გამოდევნის. სასარგებლოა დიაბეტის დროს.
ანანასის ჩირი – კალიუმის, მაგნიუმის, თუთიის, რკინის წყაროა, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და უჯრედისს. დაგეხმარებათ ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევაში, რადგან მოწევის სურვილს ასუსტებს.
ბანანის ჩირი – გულისათვის, ტვინისათვის, კუნთებისათვის აუცილებელი კალიუმის წყაროა. შეიცავს ნატურალურ შაქარს, რომელიც ადვილად გადადის სისხლში. მშრალი ბანანი 5-ჯერ უფრო კალორიულია, ვიდრე ახალი.
ყურძენი, იგივე ქიშმიში სასარგებლოა განურჩევლად ყველასთვის. განსაკუთრებით კი ღია ფერის. ის დიდი რაოდენობით ფოსფორს და კალიუმს შეიცავს. მიირთვით ქიშმიში დაძაბული ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებისას ან გამოცდების დროს.
ფინიკი, განსაკუტრებით კი ეგვიპტური დიდი რაოდენობით ვიტამინ B5-ს შეიცავს. სწორედ ეს ვიტამინი უზრუნველყოფს ფრჩხილებისა და თმების სიჯანსაღეს.
მოცვი – ლიდერია A ვიტამინის შემცველობით და აუცილებლად უნდა მიიღოთ, თუ მხედველობის შენარჩუნება გსურთ.
შავი ქლიავის ჩირი ნამდვილი წამალია მათთვის ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს. ეს ჩირი ასევე სასარგებლოა სისხლნაკლულობისა და ავიტამინოზის დროს.
მასალის გამოყენების პირობები