შაბათი, ნოემბერი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრას იწვევს ჭამის დროს ყურადღების გადატანას გაჯეტებზე

რას იწვევს ჭამის დროს ყურადღების გადატანას გაჯეტებზე

სასურველია, ჭამის დროს მხოლოდ ვჭამოთ. ათასობით წლის წინ, როდესაც ადამიანს „ვეფხვი“ მოსდევდა ის გარბოდა და ორგანიზმისთვის საჭმლის გადამუშავება არ იყო პრიორიტეტული. ამ დროს კუჭ-ნაწლავში სისხლის მიწოდება საგრძნობლად შემცირებულია, ხოლო სისხლი უფრო მეტად მიეწოდება პერიფერიებს, რომ გავიქცეთ. 


დღესდღეობით ჩვენ როგორც წესი ვეფხვი არ მოგვსდევს, მაგრამ ჭამის დროს სხვადასხვა სენსორებით მიღებულმა დამატებითმა ინფორმაციამ შეიძლება იგივე სტრესული შედეგი  გამოიწვიოს და ორგანიზმმა ამ შემთხვევაშიც სისხლის მიწოდება შეუზღუდოს კუჭს. შესაბამისად საჭმლის გადამუშავების და ათვისების პროცესი ფერხდება. რასაც შესაძლოა მთელი რიგი პრობლემები მოჰყვეს. 

 

სტრესისა და მშვიდი კონდიციის  დროს ნერვული სისტემის ორი საპირისპირო ნაწილი (პარასიმპატიკური და სიმპატიკური) აქტიურდება.  ნერვული სისტემის ეს ორი ნაწილი ავტომანქანის აქსელერატორს და მუხრუჭს შეგვიძლია შევადარო – აქტიური ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. თუ ორივე პედალს ერთდროულად დავაწვებით, წინ ვერ წავალთ და ძრავსაც დავაზიანებთ. სწორედ ამას ვაკეთებთ როდესაც მშვიდ გარემოში არ ვჭამთ.
შეეცადეთ დღის მანძილზე ჯამში 2-3 კვებაზე 30-45 წუთი გამოყოთ იმისათვის, რომ საკვები მშვიდ გარემოში მიირთვათ. ეს ყოველ ჯერზე შეიძლება ვერ მოახერხოთ, და ეს ნორმალურია, თუმცა, ეცადეთ ჭამის თქვენი დღევანდელი რუტინა მცირედით მაინც გააუმჯობესოთ.

 

ჩვენი კვებითი ჩვევები  ჩვენს გრძელვადიან ჯანმრთელობას განაპირობებს.  თუ შეძლებთ ამ სამი რეკომენდაციიდან ერთი მაინც თქვენს ყოველდღიურობად აქციოთ, ეს თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების გზაზე მარტივი, მაგრამ, იმავდროულად, ფუნდამენტური და დიდი ნაბიჯი იქნება.

 

 

 

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვებს შოკოლადი? რა რაოდენობით?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები