კვირა, ივნისი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedგთავაზობთ დაბალნახშირწლოვანი კერძის იდეას - ბრიუსელის კომბოსტო პარმეზანით

გთავაზობთ დაბალნახშირწლოვანი კერძის იდეას – ბრიუსელის კომბოსტო პარმეზანით

შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო თქვენს ფავორიტ კერძად მარტივად იქცევა, თუ მას პარმეზანით მორთავთ და არომატულ ძმარსაც აპკურებთ. შეგიძლიათ იგი შემწვარ ხორცთან ერთადაც მიირთვათ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ბრიუსელის კომბოსტო
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • ¼ ჩაის კოვზი მარილი
  • ¼ ჩაის კოვზი წიწაკა
  • ½ ფინჯანი დაჭრილი ხახვი
  • ¼ ფინჯანი გახეხილი პარმეზანი
  • 1 სუფრის კოვზი არომატული ძმარი

მომზადების დრო: 25 წთ.

მომზადების მეთოდი:

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ბრიუსელის კომბოსტო, ზეთი, მარილი და წიწაკა ერთმანეთში აურიეთ. შემდეგ გადაიტანეთ ღუმელში და დატოვეთ 8-10 წუთით. გამოიტანეთ ღუმელიდან. დაამატეთ ხახვი. კარგად ამოურიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს შეერწყას. შემდეგ შეაბრუნეთ ღუმელში და გააჩერეთ კიდევ 8 წუთის განმავლობაში. გამზადებულ ბოსტნეულს მოაყარეთ პარმეზანი და მოასხით არომატული ძმარი. ღუმელი გამორთეთ. ბოსტნეული კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში, რათა პარმეზანმა დნობა დაიწყოს. ამისთვის დაახლოებით 2-3 წუთი დაგჭირდებათ.

გემრიელად მიირთვით!

მკვებავი ერთეული:

კალორიულობა: 151 კალორია.

ცხიმი: 9 გრ.

ბოჭკო: 5 გრ.

ნახშირწყლები: 14 გრ.

ცილა: 6 გრ.

ფოლიუმის მჟავა: 76 მგ.

ქოლესტერინი: 4 მგ.

შაქარი: 5 გრ.

C ვიტამინი: 98 მგ.

კალციუმი: 119 მგ.

რკინა: 2 მგ.

ნატრიუმი: 262 მგ.

კალიუმი: 519 მგ.

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „ნაჩუქარი 100 000 დოზაც ნაგავში გადასაყრელია ფაქტიურად და აი, რატომ…“-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები