18.04.2021 megatv.ge Kutaisi
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
„ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება! მესმის, რომ პოლიტიკური დუღილია, მაგრამ საბოლოო ჯამში რად გინდა ის პოლიტიკა, ხალხი თუ აღარ დაგრჩა?!
სამწუხაროდ, მე ვერავისგან ვხედავ ვერც პოლიტიკურ და ვერც ზნეობრივ გადაწყვეტილებას. არავინ ამბობს, – კოვიდი რახან მძვინვარებს, დროებით გადავავადოთ ყველა აქტივობა, დაველოდოთ ვირუსის შემცირებას და შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური პროცესები. აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება!
მივმართავ მოსახლეობას: გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, ნუ მიხვალთ ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ!
იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს!“ – ამბობს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Source: https://megatv.ge/%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%a0/