პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირატომ უნდა მივირთვათ ბოსტნეული

რატომ უნდა მივირთვათ ბოსტნეული

     ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ბოსტნეული შეიცავს კალიუმს, საკვებ ბოჭკოს, ფოლატს. თუ გსურთ, რომ ორგანიზმი გაანებივროთ A, C და E ვიტამინებით სასურველია მიირთვათ ბოსტნეული.

ბოსტნეულის უჯრედისი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და შესაბამისად, ამცირებს გულის დაავადების განვითარების რისკს. ფოლატის წყალობით ორგანიზმში ფორმირდება ჯანსაღი ერითროციტები.რატომ უნდა მივირთვათ ბოსტნეული | შენი სუფრა

სხვა სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ბოსტნეული და ასევე ხილი ძალიან სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ოტაგოს უნივერსიტეტის მკვლევარები ხილსა და ბოსტნეულს ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის საუკეთესო წამალს უწოდებენ. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს. კვლევამ ცხადყო, რომ იმ მონაწილეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა 2 კვირაში გაუმჯობესდა, ვინც დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ ხილსა და ბოსტნეულს.

ამასთან, ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ თუ კვების რაციონში რეკომენდებული დოზით იქნება ბოსტნეული, ადამიანი შეძლებს გულის დაავადების, კიბოსა და ინსულტის პრევენციას.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  5 ხილის სახეობა, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები