ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ განსხვავებული კერძი - ბადრიჯანი ყველით

მოამზადეთ განსხვავებული კერძი – ბადრიჯანი ყველით

ინგრედიენტები:

  • 3 ც ბადრიჯანი
  • 350 გრ ყველი
  • 5 ც კვერცხი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 250 გრ საფანელი
  • 1.5 ჭიქა ზეთი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადების მეთოდი:

ბადრიჯანს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, დავჭრათ გრძლად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი საათი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ჩავაწყოთ გაწურული ბადრიჯნები

და შევაწვათ ორივე მხრიდან. ცალკე ჯამში გავხეხოთ ყველი, ჩავახალოთ 1 კვერცხი.

მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ავურიოთ. გაციებულ ბადრიჯანს დავადოთ ყველის

გულსართი, დავაფაროთ ზემოდან მეორე ნაჭერი, ხელით ოდნავ დავაწვეთ, რომ ერთმანეთს მიეკრას. ამოვავლოთ ყველიანი ბადრიჯნები 2 ც ათქვეფილ კვერცხში, საფანელში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ვინც ტაძარში დადიხართ, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები… ის, რაც ხდება, მეცნიერებაში არ ჯდება…”
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები