ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირესტორნები„ამას კარგა ხანი მეც ვერ მივხვდი! – ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად, კარგად...

„ამას კარგა ხანი მეც ვერ მივხვდი! – ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად, კარგად ორგანიზებულია“

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

-„უამრავი ადამიანისგან შემოდის შეკითხვები და გადავწყვიტე გიპასუხოთ. ვაქცინაცია რთული პროცესია. ემოციური ფონი მთელ მსოფლიოში კატასტროფულია, ყველა დეპრესიაშია შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე – ყველა დაიღალა! კოვიდი ადამიანებს მონადირესავით ექცევა – დაგღლის, ყურადღებას მოგიდუნებს, კუთხეში მიგიმწყვდევს და როცა უკვე წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გაქვს, ზუსტად მაშინ დაგესხმება თავს. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში არა მხოლოდ საქართველოა, მსოფლიოში ბევრი სხვა ქვეყანაც უშვებს ბევრ შეცდომას.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც განაცხადეს, ფაიზერის მილიონ დოზას ელოდებიან – ამას მხოლოდ მივესალმები, თუკი მოხერხდება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, ეს 10 ათასი, 50 ათასი ან თუნდაც 100 ათასი ვაქცინა არ ნიშნავს ვაქცინაციას. ვაქცინაცია ნიშნავს როცა მოსახლეობის 90%-ს აცრი ძალიან მოკლე დროში, ერთბაშად. კონკრეტულად ამ ვირუსის დასამარცხებლად სწორედ ეს რაოდენობა უნდა აიცრას, რომ 70% იყოს დაცული. ამასთან, ეს ვაქცინა უნდა იყოს აუცილებლად უსაფრთხო და ეფექტიანი. კარგი ვაქცინა არ გვაქვს, და არც რაოდენობა გვაქვს. ის რაოდენობა, რაც შემოტანილია საქართველოში, რომ შევადაროთ, იგივეა, რაც 20 ლიტრი ღვინით 350-კაციანი ქორწილი გადაიხადო.

ბევრს ლაპარაკობენ „ჯოგურ იმუნიტეტზეც“… რომელიც უნდა გამომუშავდეს პოპულაციაში არა ამ ვირუსით, არამედ ვაქცინებით.

ვინაიდან ვაქცინა ფიზიკურად ვერ შემოაქვთ, ქმნიან ისეთ გარემოს, რომ ვითომ აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს, ამასთან, გამოდიან და ყვირიან ანტივაქსერები, სხვადასხვა ტელევიზიაში იწვევენ… რომ დავაკვირდი ამ პროცესს და ანალიზი გავაკეთე, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად, კარგად ორგანიზებულია – და ამას კარგა ხანი მეც ვერ მივხვდი! კულმინაცია იყო „იმედზე“ გასული გადაცემა პრაიმშოუhttps://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=314223590376247

, სადაც მიწვეული ჰყავდათ ანტივაქსერი ქალბატონები და რა მიიღეს? ახალგაზრდა ექიმ ღოღობერიძის ლაივებზე ბევრად მეტი ნახვა აქვს ამ ქალბატონებს… ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ძალიან მიზანმიმართულად აწყობენ! თავად გააკეთეთ ანალიზი და მიხვდებით. ყველამ ვიცით, როგორ შეიძლება ამ ვირუსის შეჩერება: ან ვაქცინებით, ან ჩაკეტვით, სხვა მოდელი დედამიწაზე არ არსებობს. და ამ დროს აქ რას აკეთებენ? – ჩაკეტვებიც წარმოსახვითია და ვაქცინაციაც! სინამდვილეში არც ერთს არ აკეთებენ! ადრე ძალიან ვბრაზობდი დაავადებათა კონტროლის ცენტრზე, გაოცებული ვიყავი, როგორ შეიძლება ასეთი პროფესიონალები ასე იქცეოდნენ-მეთქი, ძალიან ბევრი განათლებული და გამოცდილი ხალხი მუშაობს იქ. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: ეს ხალხი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, მათ მთავრობისგან ჰქონდათ დავალება, შეექმნათ ეს წარმოსახვითი გარემოება. აქ სხვა ლოგიკა არ არსებობს – ან სპეციალურად აკეთებენ, ან ყველა დასაჭერია მავნებლობის გამო. საბოლოო ჯამში კი არც ისე მავნებლები არიან – მათ პოლიტიკური დავალება აქვთ და იმას ასრულებენ.

ჩემს გვერდზე ვდებ ძალიან ბევრ სტატიას ინგლისურად, წესით ასეთი სტატიები საქართველოში უნდა ითარგმნებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მეცნიერება აღარ არსებობს, განადგურებულია, არ არის უწყვეტი სამედიცინო განათლება ქვეყანაში, ექიმებს, ექთნებს ხელფასს არ აძლევენ… დასკვნაა ძალიან მარტივი: ეს ქვეყანა იმართება ძალიან მავნებელი ხალხისგან! არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ არ მაქვს სიმპატია, ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში ვერ დავინახე ნამდვილად კარგი საქმის კეთების მიზანი, რომელთანაც თანამშრომლობის, დახმარების სურვილი გამიჩნდებოდა. ღმერთმა ქნას, გამოჩნდეს ვინმე! ამ პარტიების ყველა ნაბიჯი, ყველა ქცევა არალოგიკურია: როცა ქვეყანაში გაქვს ორი უდიდესი პრობლემა – კოვიდი და რუსეთი – როგორ შეიძლება ამდენ დროს და რესურსს პარტიები ხარჯავდნენ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე!

ერთი სიტყვით, მივესალმები, თუ ქვეყანაში შემოიტანენ საუკეთესო ვაქცინას, ჯერჯერობით ასეთია „ფაიზერი“. უკუჩვენება და პრობლემა ყველა წამალს აქვს, მაგრამ „ფაიზერმა“ ამ ეტაპზე აჩვენა საუკეთესო შედეგი.

თუმცა, ბოლო კვლევებით გახდა ცნობილი ფაიზერის ვაქცინის ერთ-ერთი უკუჩვენება, საკმაოდ სამწუხარო ამბავი,18-დან 30 წლამდე პირებში ყოველ 1000000 ადამიანიდან ერთმა განიცადა გულის მიოკარდიუმის ინფარქტი. ძირითადად ეს დაფიქსირდა მამაკაცებში.

შესაძლო კავშირი ფაიზერის ვაქცინასა და მიოკარდიუმის შემთხვევებს შორის

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები-

https://www.accreditation.ge/post/pfizer-biontech-ის-ვაქცინა-მოქმედების-მექანიზმი-და-უკუჩვენებები

„ფაიზერმა“ (Pfizer) აშშ-ში დამზადებული ვაქცინების ექსპორტი დაიწყო. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შტატ მიჩიგანში, Pfizer Kalamazoo-ს მიერ დამზადებული ვაქცინის პირველი დოზები მექსიკამ მიიღო.
აშშ-ის ტერიტორიაზე მოქმედი მწარმოებელი კვირაში 25 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინის დამზადებას აპირებს. ივლისის ბოლოსთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის 300 მილიონი დოზის მიწოდება შეეძლება.
2021 წლისთვის 2.5 მილიარდი დოზის დამზადებაა დაგეგმილი, მილიარდი დოზა სხვადასხვა ქვეყნებში გაიგზავნება.
„ფაიზერი“ და მისი გერმანული პარტნიორი BioNtech SE სხვა ქვეყნებს ვაქცინით აქამდე მხოლოდ ბელგიაში არსებული საწარმოდან ამარაგებდნენ.
ადგილობრივი წარმოების ვაქცინის უცხო ქვეყნისთვის მიწოდება პირველი შემთხვევაა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით მაქვს ჩემი მოსაზრება, აქვს თავისი პლუსები და მინუსები, 60 წლის ზევით შეიძლება გაუკეთოთ, მაგრამ 60 წლის ქვემოთ ბევრი კითხვის ნიშანია… თანაც, ყველა ვაქცინა ექსპერიმენტულია, არც ერთი ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამიტომ რაც უნდა ვილაპარაკოთ სარგებელსა თუ რისკზე, არავის აქვს უფლება დააძალოს ასეთი ვაქცინების გაკეთება. არც მე მინდა ვიყო ექსპერიმენტის ნაწილი… თუმცა მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნან, რა სიკეთის მოტანა შეუძლია თუნდაც ასეთ ვაქცინებს, როცა სიკვდილიანობის შემცირება შეიძლება: არიან დაავადებული ადამიანები, რომლებიც კოვიდს ვერ გადაიტანენ, ამიტომ ასეთი ხალხისთვის ვაქცინაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუნდაც ჩინური ვაქცინა იყოს, სიკვდილიანობას ცოტათი მაინც ხომ შეამცირებს. ვაქცინაციაში ეს არის ყველაზე მთავარი. ერთი სიტყვით, მოსახლეობას გასაგებად უნდა ავუხსნათ, რომ ეს ვაქცინები არის წამალი, რომელიც მოსახლეობას სიკვდილიანობის შემცირებაში დაეხმარება. ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება სიმართლე, თორემ ვაქცინაციის დარქმევა ამ პროცესზე, რაც ეხლა ხდება, ნამდვილად არასწორია. ვაქცინაციას საქართველოში სჭირდება არა მილიონი, არამედ 4 მილიონი „ფაიზერის“ ვაქცინა: სამჯერ უნდა გაუკეთდეს აცრა თითოეულ ადამიანს, პირველად ორჯერადად და მესამედ აუცილებლად 5 თვის შემდეგ.

AstraZeneca-ს ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები, EMA-ს კვლევა – https://www.accreditation.ge/post/ასე-არ-შეიძლება-თქვენ-ხალხი-გიყურებთ-ტელ

ჯონსონის“ ვაქცინა ჩავარდა. არაერთი სტატია დავდე ჩემს გვერდზე, მაგალითად, ერთ-ერთი ეხებოდა იმას, რომ ამერიკაში პირველი დოზის შემდეგ მეორე დოზაზე არ გამოცხადდა აცრილთა 8-10%. ჩემი რეკომენდაციაა, თუ ვაქცინის ერთ დოზას გაიკეთებთ, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ მეორეც, ყველა წამალს თავისი მიღების წესი აქვს, ასევეა ვაქცინაც, თუ არ მივყვებით სწორად რეკომენდაციებს, მან შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს. თუ მეკითხებით, რომელი ვაქცინა გაიკეთოთ, ჩემი პასუხი ასეთია: ყველამ, ვინც საზღვარგარეთ ხართ, გაიკეთეთ ის ვაქცინა, რომელიც ადგილობრივი ჯანდაცვის ექსპერტების მიერ არის რეკომენდირებული. ხოლო საქართველოში ჩემი აზრი ყველამ იცის, ჩინური ვაქცინების მიმართ თავიდანვე ნეგატიურად ვიყავი განწყობილი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, ჩემს გვერდზეც არაერთი გავაზიარე, აგიხსენით, გრაფიკული მასალაც მოგაწოდეთ. გადახედეთ, რა ხდება თურქეთში – თურქეთი მთლიანად ჩაიკეტა – ქვეყანა, სადაც ჩინური ვაქცინით აცრეს ნახევარი მოსახლეობა, აფეთქებაა. ასე რომ, თავად გამოიტანეთ დასკვნები და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, ჩინურ ვაქცინაზე რეკომენდაცია არ გასცა არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, არც ევროკავშირის წამლის სააგენტომ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას რეკომენდაცია გაცემულიც რომ ჰქონდეს ამ ვაქცინაზე, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომელი შტამია ქვეყანაში და ამ შტამზე მუშაობს თუ არა ეს ვაქცინა. ყველა კვლევით, რაც დღემდე ცნობილია, ჩინური ვაქცინა არ მუშაობს ბრიტანული შტამის წინააღმდეგ, და მით უმეტეს, სხვა, ბრაზილიური ან ინდური შტამების წინააღმდეგ.

თურქეთში კორონავირუსის სამი შტამი – ბრიტანული, სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამები დაფიქსირდა.

თურქეთი ხვალიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის. მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს.

ამ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, -„ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა, ის 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მძიმე შედეგს მივიღებთ ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული“.

ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო გადაადგილება სპეციალურ ნებართვას დაევემდებარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 50%-ით შეამცირებს დატვირთვას.

სწავლა შეწყდება სკოლებისა და ბაღების შენობებში, გამოცდები გადაიდება.

თურქეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 4 788 700 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 000 ადამიანი.

თურქეთში ”ჩინური წარმოების სინოვაკით“ მიმდინარეობს ვაქცინაცია.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარე წლის 14 იანვარს დაიწყო .

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ს გამოყენება დაამტკიცა. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა Twitter -ის გვერდზე ადასტურებს.

თურქეთში იმუნიზაცია ორი ვაქცინით მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი ძალიან გაიზარდა. ყოველ 24 საათში საშუალოდ 40-50 ათასი ადამიანი ინფიცირდება.

ანკარამ 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრულმასშტაბიანი ჩაკეტვა გამოაცხადა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ყველაფერი დაიკეტება, მუშაობას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისა და აუცილებლობის სამსახურები გააგრძელებენ.

თურქეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 4 788 700 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 000 ადამიანი.

თურქეთი მაისში 100 000 000 დოზა ფაიზერის შეტანას გეგმავს, პრიორიტეტულ ჯგუფში იქნებიან მასწავლებლები.

ჩინური ვაცქინის მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათმა ვაქცინამ ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ ეფექტურობა აჩვენა ჩატარებულ კვლევებში.

პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია. ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“, – თქვა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა – გაო ფუმ, შაბათს, ქალაქ ჩენდუში გამართულ კონფერენციაზე. ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტები Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდნენ (რომელიც ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მ-რნმ ვაქცინაა). მიიჩნევდნენ, რომ ბევრად სანდო და ეფექტიანი იყო ჩინური, ძველი ტექნოლოგიით (ინაქტივირებული მეთოდით) დამზადებული ვაქცინები და პეკინმა ასობით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა მიაწოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. „დღესდღეობით ოფიციალურად განიხილება, უნდა გამოვიყენოთ თუ არა სხვადასხვა ტექნოლოგიის ვაქცინები იმუნიზაციის პროცესში“, – განაცხადა გაომ. კვირის პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა პირდაპირ არ უპასუხეს კითხვებს გაოს კომენტართან ან ვაქცინციის გეგმებში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა CDC-ის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეველოპერები მუშაობენ mRNA-ტექნოლოგიის ვაქცინებზე. „ჩვენს ქვეყანაში შემუშავებული mRNA ვაქცინები კლინიკური გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა“, – თქვა უანგ ჰუაკინგმა. მან ჯერჯერობით არ მიუთითა გამოყენების შესაძლო ვადები. ექსპერტები ამბობენ, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიების ვაქცინების ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა ეფექტიანობა გაზარდოს. ბრიტანეთში მკვლევრები Pfizer-BioNTech-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციით იმუნიზაციის შესაძლო შედეგებს იკვლევენ. ჩინეთის სახელმწიფოს წამლის მწარმოებლების, სინოვაკისა და სინოფარმის მიერ შექმნილი ვაქცინები ექსპორტირებულია მსოფლიოს 22 ქვეყანაში, მათ შორის: მექსიკაში, თურქეთში, ინდონეზიაში, უნგრეთში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში, იტყობინება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სინოვაკის ვაქცინის ეფექტიანობა ბრაზილიის ჯანდაცვის ექსპერტებმა 50.4%-ით შეაფასეს (შედარებისთვის, Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტიანობა, დღეის მონაცემებით, 97%-ია). ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი ეფექტიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციების არარსებობის გამო ჩინური ვაქცინები არ გაიყიდება შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში. სინოვაკის სპიკერმა ლიუ პეიჩენგმა აღიარა, რომ დღეის მონაცემებით არსებობს ჩინური ვაქცინების სხვადასხვა ეფექტიანობის მაჩვენებელები, რომლებიც შეიძლება განპირობებული იყოს ადამიანების ასაკით, ვირუსის შტამით და სხვა ფაქტორებით. პეკინს დღემდე არ დაუმტკიცებია არც ერთი უცხოური ვაქცინა ქვეყანაში გამოსაყენებლად. გაომ დაწვრილებით არ ისაუბრა მომავალი გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა: „ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა სარგებელი მოაქვს mRNA ვაქცინებს კაცობრიობისთვის… ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა ამ ტექნოლოგიის ვაქცინები არ უნდა უგულებელვყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე ტიპის ვაქცინა“. გაო ადრე ეჭვქვეშ აყენებდა mRNA ვაქცინების უსაფრთხოებას. ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „სინჰუამ“ დეკემბერში განაცხადა, რომ ვინაიდან ახალი ტექნოლოგიის ვაქცინებს პირველად იყენებდნენ ჯანმრთელ ადამიანებზე, ვერ გამორიცხავდა უარყოფით გვერდით მოვლენებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა, პოპულარულმა ჯანმრთელობისა და მეცნიერების სააგენტოებმა ეჭვქვეშ დააყენეს Pfizer-BioNTech ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. 2 აპრილის მონაცემებით, გაოს განცხადების თანახმად, ჩინეთში დაახლოებით 34 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის ორი დოზა და დაახლოებით 65 მილიონმა – ერთი დოზა. სინოვაკის სპიკერმა, ლიუმ განაცხადა, რომ კვლევების თანახმად, თუ ვაქცინაციის ორ დოზას შორის დროის ინტერვალი მეტი იქნება ამჟამინდელ 14 დღეზე, ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება „უკეთესი იყოს“, მაგრამ კონკრეტული კვლევის შედეგები და დოკუმენტაცია დადასტურებულ მაღალ ეფექტიანობაზე, გამოყენებული პრაქტიკის მიხედვით, ჯერჯერობით არ არსებობს.

ლინკი

https://apnews.com/article/beijing-immunizations-chengdu-coronavirus-pandemic-china-675bcb6b5710c7329823148ffbff6ef9?fbclid=IwAR2wA20vcpBLqy_mmIVctr9fBmV-UKx64oWSioPmkNEg5ZWnN1q33Pl5rX4

-„ბოლო ინფორმაცია ვაქცინებთან დაკავშირებით

საბოლოო ჯამში ჩინეთმა აღიარა, რომ მათი ვაქცინა არ არის ეფექტური. მათივე აღიარებით, ამ ვაქცინის ეფექტურობა მაქსიმუმ 50, 4 %-ია. შედარებისათვის, – „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობა 94%-ია.

აქამდეც მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მისი გაჟღავნების უფლება არ მქონდა. ახლა უკვე საჯაროა და გატყობინებთ. ისე, როცა რაიმეზე ირიბად გაფრთხილებთ, კარგი იქნება, რომ ქვეტექსტებს ყურადღება მიაქციოთ და გაითვალისწინოთ;

სხვათა შორის, უკვე ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ შეიძლება, ჩინური ვაქცინის ორი დოზა არ იყოს საკმარისი და მესამეც იყოს გასაკეთებელი;

ზოგი ჩინელი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ პირველი დოზა ჩინური ვაქცინის გაკეთების შემდეგ მეორე დოზად „ასტრაზენეკა“ უნდა გაკეთდეს, წარმოგიდგენიათ ხომ, რა დომხალია?!

შეგასხენებთ, საქართველოში ჩინური ვაქცინები უკვე ჩამოსულია, ზოგი გვაჩუქეს და ზოგი ვიყიდეთ… რავ ვიზამთ…. ფულის შოვნა ისეთი რამეა ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა აკეთებს, როგორც შეუძლია…

ისე, ამ კონტექსტში ზოგიერთების გასაგონად, – სანამ რაღაცას გააკეთებთ, ერთი-ორი დღით ადრე სტრატეგიულად რომ გადახედოთ პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგს, ცუდი არ იქნებოდა.

ყველაფერს ჩქარა-ჩქარა რომ აკეთებთ თემების დალაგებით და ისე, რომ მაქსიმალურად მოტეხოთ ფული… ხომ იცით, რომ გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, იყო არასწორი გადაწყვეტილება… პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას!

რაც შეეხება „ფაიზერს“, უკვე წამოვიდა კვლევები, მისი გამოყენება 12 წლის აასკიდან შეიძლება და კომპანიამ ამერიკის წამლის სააგენტოში გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე შეიტანა;

ახლა ნახევრად ხუმრობით, მსოფლიოში რამდენიმე კორონავაქცინაა, მაგრამ „ვაქცინების ხაჭაპური“ ბოლომდე არც ერთი არ არის გამომცხვარი, ყველაზე ახლოს გამოცხობასთან მაინც „ფაიზერია“….

გავიმეორებ: – ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია. უნდა იყოს ღია დიალოგი და შესაბამისმა სტრუქტურებმა მოქალაქეებთან საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ. ასევე მათ უნდა განუმარტონ ხალხს, რომ სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის და მისი გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამაზე გიორგი ფხაკაძე კი არ უნდა ლაპარაკობდეს 24 საათი. საქართველოში არსებობენ სამსახურები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ამის გაკეთება და ამაში ხელფასს იღებენ!

საქართველოში გაქანებული მესამე ტალღა დაიწყო. ამაზე სამი კვირის წინ გამოვაცხადე, დღეს ეს უკვე საქართველოს ოფიციალურმა პირებმაც აღიარეს.

გაუფრთხილდით თავს…. დაიცავით ორ მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან და გახსოვდეთ – სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის!“- წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

ვაქცინა Sinopharm – მოქმედების მექანიზმი, როგორ შეიქმნა ეს ვაქცინა- https://www.accreditation.ge/post/ვაქცინა-sinopharm-მოქმედების-მექანიზმი-როგორ-შეიქმნა-ეს-ვაქცინა

ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილო იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც ვაქცინაციამდე, დამატებით, კვლევების ჩატარებას გთავაზობენ, მაპატიეთ, მაგრამ ეს არის უნამუსობა, ესკომპანიები ფულს აკეთებენ თქვენზე! ანალიზები უნდა გაიკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. არსად მსოფლიოში არ აკეთებენ ასეთ კვლევებს ვაქცინაციამდე.

რაც შეეხება კოვიდპასპორტს (ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:
-„უახლოეს მომავალში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია, რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა, ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც“) – ესაა მსოფლიო აფიორა, ფულის გაკეთების და კორუფციის წყარო. ჯერ ერთი, როდესაც ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას, ეს ქაღალდზე კი არ უნდა აღინიშნოს, არამედ უნდა იყოს ელექტრონული აპლიკაცია, თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონული. ელემენტარულად, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ვაქცინის ნომერსაც ვერ წერენ საქართველოში ნორმალურად. ჩვენი ვაქცინაცია ჩამორჩენილი აფრიკის ქვეყნის დონეზეა.

საინტერესოა, რომელი ვაქცინის პასპორტი უნდა გააკეთონ?!

ეს პასპორტი არ არის ახლად მოგონილი, 2000 წელს ჟენევაში მე ავიღე ვაქცინის პასპორტი, როცა მივემგზავრებოდი ნეპალში, იქ იყო რაღაც დაავადებები და აუცილებელი მოთხოვნა იყო იმ ქვეყანაში შესვლის წინ გამეკეთებინა გარკვეული აცრები. ასევე, აფრიკაში მივდიოდი 2006 წელს და კენიაში როცა ჩავფრინდი, აეროპორტში მომთხოვეს ყვითელი ბარათი ანუ ვაქცინაციის პასპორტი. თუ ადამიანი არ იყო აცრილი გარკვეულ ინფექციებზე, ქვეყანაში არ უშვებდნენ. მაგრამ ეს ვაქცინები არის ძველი, მამა-პაპური, უკვე დიდი ხნის გამოცდილი, ანუ იმას რომ გაიკეთებ, იცი, რომ ხარ დაცული – გაიკეთებ – არ დაგემართება.

ახლა რა ხდება: ჩვენ გვაქვს ეს ახალი ვაქცინები, ავიღოთ მაგალითად „ფაიზერის“ ვაქცინა – ისრაელის მაგალითი. ისრაელმა გამოუშვა ე.წ. პასპორტი, იქ წერია: ადამიანის სახელი-გვარი, როდის გაიკეთე პირველი და მეორე დოზა, და ვალიდურობა (მეორე ნემსის გაკეთებიდან 5 თვე), პირველი ნემსიდან 6 თვის შემდეგ ვალიდურობა მთავრდება, აღარ ხარ დაცული. ეს არის ერთი ინდიკატორი ანუ მაჩვენებელი, რამდენი ხანი ხარ დაცული. ისრაელმა ვაქცინაციისთვის გამოიყენა მხოლოდ ერთი ვაქცინა, შესაბამისად ამ ვაქცინაზე მეტ-ნაკლებად იციან ყველაფერი.

ჩვენს საქართველოში რა ხდება: ჩვენ ხომ მულტიპროფილური ქვეყანა ვართ, გვაქვს „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, ჩინური ვაქცინა (ალბათ ორნაირი) და სავარაუდოდ, კიდევ ჩამოიტანენ.

ეხლა ასეთი საკითხი დგას: „ფაიზერთან“ მეტ-ნაკლებად ვიცით შედეგი – 94%-ით ხართ დაცული ვუჰანური და ბრიტანული ვირუსისგან, მაგრამ ბრაზილიურ, სამხრეთაფრიკულ და ინდურ შტამებზე რა მოგახსენოთ. არ ვიცით!

ვთქვათ გაიკეთეთ „ასტრაზენეკა“ (ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა, იმდენად ცუდად არის ამ ვაქცინის საქმე, ამ კომპანიამ ვაქცინის სახელიც კი შეცვალა), დავუშვათ გაიკეთეთ პირველი დოზა, მეორე დოზას როდის გაიკეთებთ, კაცმა არ იცის, სხვადასხვა ვერსია იყო სხვადასხვა ეტაპზე, ზოგი ევროპული ქვეყანა იმასაც ამბობს, მეორე დოზაზე სხვა ვაქცინა უნდა გაიკეთოთო, მე პირადად ვერაფერი გავიგე! პირველი შეკითხვა ასეთია: რა ვადა აქვს ვალიდურობა? წესით და რიგით, როგორც ვიცი, 6 თვის შემდეგ უნდა აიცრათ მესამედ. მეორე შეკითხვა კი ასეთია: რამდენი პროცენტით იქნებით დაცული? – „ასტრაზენეკაზე“ სავარაუდოდ 70%-ით იქნებით დაცული. განსხვავება საკმაოდ დიდია „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ დაცულობას შორის, ისმის კითხვა: ამ ორი სხვადასხვა ვაქცინით აცრილ ადამიანებს ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? გამოდის, „ასტრაზენეკათი“ აცრილი უფრო საშიშია, ის შეიძლება დაინფიცირდეს და გაავრცელოს ვირუსი… ჩინური ვაქცინის შემთხვევაში საერთოდ სხვა, ბევრად უარესი მონაცემები გვაქვს: მისი ეფექტიანობა 25%-ია და არ მუშაობს არც ერთი შტამის წინააღმდეგ, გარდა ვუჰანურისა. საკითხავია, ამ სამი სხვადასხვა ვაქცინით აცრილ ადამიანებს ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? ამ დროს, არსებობენ ადამიანები, ვინც გადაიტანეს ეს ვირუსი და იმუნიტეტი აქვთ უკვე, მინიმუმ 5-6 თვე დაცულები არიან, რას ვუშვებით ასეთ ადამიანებს, პასპორტი მათ არ უნდა მივცეთ? ელექტრონული ჯანდაცვა თუ არ გაქვთ, როგორ უნდა დაადგინოთ, ვინ რითია აცრილი ან რამდენად უსაფრთხოა? სრული აბსურდია!!! ამასთან, ადამიანი, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, უფრო დაცულია, ვიდრე ის, ვინც ჩინური ვაქცინა გაიკეთა. მე მაგალითად, ამ ოთხი ადამიანიდან ყველაზე დაცულად კოვიდგადატანილი ადამიანი მიმაჩნია და პასპორტს სწორედ მას მივცემდი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ ეს კოვიდპასპორტი არის კოვიდაფიორა, ფულის გაკეთების ახალი საშუალება, კორუფციის წყარო.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27.04 განახლებული წესები:(),

რაც შეეხება იმ გამოკითხვას, რაც საქართველოში ჩაატარეს, როცა ადამიანებს შეავსებინეს აპლიკაცია – რომელ ვაქცინას გაიკეთებენ. ჩემი აზრით, ეს არის შეურაცხმყოფელი, როცა ქვეყანაში რეალურად ვაქცინების არჩევანი არ არის.

დიდი აჟიოტაჟი ატყდა ჩემ მიერ ამას წინათ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შეეხებოდა სპერმის ხარისხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეხებოდა მხოლოდ კოვიდის გავლენას, და არა ამ ვაქცინების, კოვიდვაქცინის სპერმის ხარისხზე ზემოქმედებაზე ჯერ კვლევების შედეგები ცნობილი არ არის. როგორც კი იქნება კვლევის შედეგები, აუცილებლად გაცნობებთ. თუ ვინმემ რამე ვერ გაიგო, ბოდიშს გიხდით. ზოგადად კი, სპერმის ხარისხზე მოქმედებს ნებისმიერ ვაქცინა, წამალი და დალევაც კი“.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები