სამშაბათი, ივლისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ალუბლის ტარტი დარიჩინით

მოამზადეთ ალუბლის ტარტი დარიჩინით

ინგრედიენტები:
ცომისთვის დაგჭირდებათ:
  • 250 გ კარაქი
  • 400 გ ფქვილი
  • 50 გ სახამებელი
  • 2 კვერცხის გული
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

შიგთავსისთვის:

  • 700 გ უკურკო ალუბალი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ს.კ. სახამებელი

მომზადების მეთოდი:

ფქვილი და ცივი კარაქი ავსრისოთ, შემდეგ დავუმატოთ კვერცხის გული, მარილი, ვანილი, სახამბელი, გამაფხვიერებელი და მოვზილოთ ცომი. გადავაკრათ ცელოფანი და შევდოთ 40 წუთით მაცივარში.

ამასბაში, უკურკო ალუბალს მოვაყაროთ შაქარი და გავჩეროთ ასე ერთი 20 წუთი, სანამ წვენს არ გამოუშვებს.

შემდეგ გადავწუროთ. წვენს დავუმატოთ ლიმონის წვენი, დარიჩინი და სახამებელი, კარგად მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. მასა უნდა გასქელდეს. შევაგრილოთ და შევურიოთ ალუბალი.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში. გავანაწილოთ ზევიდან ალუბლის მასა და დავაფაროთ მეორე ფენა ცომი.

გმოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.

გაგრილებულ ტარტს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ინტერვიუ ნიუ-იორკში მცხოვრებ ინტერიერის დიზაინერთან, რომლის შემოქმედება მინიმალისტური და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები