
გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტებში 36 985 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. ამის შესახებ სეს-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
კვების ობიექტებში სტატისტიკის მიხედვით, აქედან 18 422 ინსპექტირება იყო, მათ შორის, 8 681 – გეგმური, 1 189 – არაგეგმური, აღიარების მინიჭების მიზნით – 274, გადამოწმება – 8 278, დოკუმენტური შემოწმება – 11 287, ხოლო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა დასახელების სურსათის /სასმელი წყლის 6 174 ნიმუშია გამოკვლეული.
დოკუმენტის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მაჩვენებელმა 9.5% შეადგინა. ამასთან, ზედამხედველობა განხორციელდა 872 ბიზნესოპერატორთან; HACCP-ის აუდიტი, მათ შორის, მითითებების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება ჩატარდა 231 ბიზნესოპერატორთან; გამოვლინდა 3241 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
2024 წელს, თბილისში სხვადასხვა სასურსათო თუ კვების ობიექტებზე ჩატარებული შემოწმებების შედეგად, 10-ზე მეტ ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა.
ობიექტების ჩამონათვალი, სადაც დარღვევა გამოვლინდა:
შპს „პექფუდი +“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს „ხინკალო 2020“ – ინვენტარი კოროზირებულია;შპს „პური ჩვენი არსობისა“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს „თავთავი 2018“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება „ი/მ“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ინვენტარი კოროზირებულია;შპს ,,თბილისის რძის ქარხანა” – დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „სრი ბალაჯი ენთერფრაისის“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „ილევენ“- არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „მიაო ჯია“ – წარმოიქმნება კონდენსატი;შპს „მადლიანი 2024“ – არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;შპს „მით შოპ“ – აღმოჩენილია ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე;„კალაური“ – აღმოჩენილია ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi