სამშაბათი, იანვარი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებაზამთრის პერიოდში როგორ უნდა ვიკვებოთ

ზამთრის პერიოდში როგორ უნდა ვიკვებოთ

თავი შეიკავეთ ზამთრის პერიოდში მკაცრი დიეტებისგან… – როგორ უნდა ვიკვებოთ ზამთარში?

ზამთარში მზის დაბალი აქტივობისა და სიცივის გამო, ადამიანის ორგანიზმი სუსტდება. ქვეითდება იმუნიტეტი, ნელდება ნივთიერებათა ცვლა და შრომისუნარიანობა. ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმს ნოყიერი საკვების მოთხოვნილება აქვს, თუმცა აუცილებელია ზომიერების დაცვა.

უპირველესად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზამთრის პერიოდში მკაცრი დიეტებისგან თავი შევიკავოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების ნაკლებობის შედეგად, ზამთრის დიეტის დროს იწყება თმის ცვენა და კანი ძალიან შრება. ყველაფერში აუცილებელია ოქროს შუალედის დაცვა. როგორც ზედმეტი კვებაა მავნე, ასევე გადამეტებული და არადროული დიეტაც ვნებს ორგანიზმს. უმჯობესია, გამოვთვალოთ ჩვენთვის კალორიების სადღეღამისო ნორმა და რაციონი შევადგინოთ მის მიხედვით. გასათვალისწინებელია ადამიანის ასაკი, წონა, სქესი, აქტიურობის დონე, აგებულება, საქმიანობა.

ზამთარში ორგანიზმი იმარაგებს თითოეულ კალორიას და ოპტიმალურია კვებათა შორის 2,5-3-საათიანი ინტერვალი, ანუ 3 ძირითადი კვება და 2 წახემსება. არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ისეთ რეჟიმს, როგორიცაა: დილით ყავა, სადილად წახემსება სწრაფი კვების ობიექტზე, საღამოს კი უხვი და ნოყიერი ვახშამი, რადგან ყოველივე ეს უარყოფითად აისახება ჩვენს სხეულზე.

ცხელი კერძები წლის ნებისმიერ დროს აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებით საჭიროა ზამთარში. აქ იგულისხმება ცხელი წვნიანები და არა ღუმლიდან ახალგამოღებული შემწვარი ხორცეული. ორგანიზმისათვის ძალიან სასარგებლოა ფრინველის, საქონლის და თევზის მსუყე ბულიონებზე მომზადებული წვნიანები, რაც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ახდენს სითხის ბალანსის ნორმალიზებას.

ახალ ხილს გაცილებით მეტი სასარგებლო თვისებები გააჩნია, ვიდრე ზამთრისათვის შენახულს. ამიტომ ადრეულ ხილზე მეტად ამ პერიოდში უფრო სასარგებლოა ციტრუსები, ბროწეული, ხურმა, ფეიხოა, კივი და სხვა.

ამ პერიოდში ძალიან სასარგებლოა თხილეული, რადგან სასარგებლო ნივთიერებების მთელ წყებას შეიცავს, თუმცა გვახსოვდეს, იგი არ დავამუშაოთ თერმულად და შაქრისა და მარილის გარეშე მივირთვათ.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
წინა სტატიაში
შემდეგი სტატია
მსგავსი სიახლეები
მეკნესი – ვერსალით შთაგონებული მაროკოს საიმპერატორო ქალაქი

მეკნესი – ვერსალით შთაგონებული მაროკოს საიმპერატორო ქალაქი

27 January, 2025
რობოტული ქირურგია: ინოვაციური ნაბიჯი თანამედროვე მედიცინაში

რობოტული ქირურგია: ინოვაციური ნაბიჯი თანამედროვე მედიცინაში

იანვარი 28, 2025
რატომ მოსტაცეს ე.წ. კანონიერ ქურდს შვილიშვილი

რატომ მოსტაცეს ე.წ. კანონიერ ქურდს შვილიშვილი

28 იანვარი 2025
ბრუტალიზმი ინტერიერში — სტილი მძიმე ხასიათით

ბრუტალიზმი ინტერიერში — სტილი მძიმე ხასიათით

იანვარი 28, 2025
როგორ აყალბებენ პროდუქტებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვჭამთ და როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიკაცია

როგორ აყალბებენ პროდუქტებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვჭამთ და როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიკაცია

იანვარი 28, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
+17 +18 გრადუსი – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

+17 +18 გრადუსი – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 28, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ჯასტინ ბებერი და ჰეილი ბიბერი მუდმივად ყურადღების ცენტრში

ჯასტინ ბებერი და ჰეილი ბიბერი მუდმივად ყურადღების ცენტრში

იანვარი 28, 2025
მადამ კლიკო – შამპანურის რევოლუცია ერთი ქალის ხელით

მადამ კლიკო – შამპანურის რევოლუცია ერთი ქალის ხელით

27 იანვარი 2025
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 209 684,9 ათასი ლარით იზრდება

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 209 684,9 ათასი ლარით იზრდება

იანვარი 28, 2025
ტურისტერი 2024 – ახალი თარიღი და ღონისძიების დეტალები

ტურისტერი 2024 – ახალი თარიღი და ღონისძიების დეტალები

იანვარი 28, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები