ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებაიცით რა განსხვავებაა ქათმის თეთრსა და მუქ ხორცს შორის?

იცით რა განსხვავებაა ქათმის თეთრსა და მუქ ხორცს შორის?

ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ქათმის ხორცი  წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.

რა განსხვავებაა თეთრ და მუქ ქათამს შორის?

ქათამი არის ფრინველი, რომელიც თითქმის არასოდეს დაფრინავს. ეს არის მთავარი მიზეზი, რომელიც განსაზღვრავს ქათმის სხვადასხვა ნაწილის შეფერილობას. ხორცის მუქი ფერი გამოწვეულია ქათმის შესაბამის კუნთებში მრავალი სისხლძარღვის არსებობით. რაც უფრო ინტენსიურია დატვირთვა კონკრეტულ კუნთზე, მით მეტი სისხლით მარაგდება კუნთის ვენა და არტერია – შესაბამისად ხორცი მუქდება. ქათმის ფრთებზე დატვირთვა მინიმალურია და გულმკერდის კუნთები არ ასრულებენ რაიმე აქტიურ ან ინტენსიურ მუშაობას. ამიტომ ქათმის ფრთები თეთრი შეფერილობითა და ნაზი გემოთი გამოირჩევა. ქათმის ხორცის მახასიათებლებზე და უპირატესობებზე საუბრისას ასევე უნდა აღინიშნოს სხვადასხვა ფერის ხორცის შემადგენლობა, კალორიულობა და ჯანმრთელობაზე გავლენა.

ქათმის თეთრი ხორცის უპირატესობებია:

ქათმის თეთრ ხორცში მეტი სრულფასოვანი ცილაა და იგი დაბალკალორიულია, შესაბამისად თეთრი ხორცი საუკეთესო არჩევანია, როცა გსურთ წონაში დაკლება. თეთრი ხორცი რეკომენდებულია დიეტოლოგების მიერ თითქმის ყველა ბალანსირებულ და სწორი კვების სქემაში. გარდა ამისა, თეთრ ხორცს აქვს ყველაზე მეტი პროტეინი. ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იცავენ სპეციალურ დიეტას, როგორც წონის დასაკლებად, ასევე კუნთოვანი მასის გასაზრდელად.

ქათმის მუქი ხორცის ძირითადი უპირატესობებია:

მუქი ხორცი შეიცავს კუნთოვან უჯრედებს და მდიდარია რკინით. ასე რომ, მუქი ხორცი რკინისა და მინერალების საუკეთესო წყაროა.

მუქი ხორცი მდიდარია თუთიით, სელენით, რიბოფლავინით, B6 და B12 ვიტამინებით. მუქი ხორცი ამცირებს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკს, აუცილებელია გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ქათმის მუქ ხორცს აქვს შესანიშნავი გემო და სასიამოვნო არომატი, რის გამოც იგი ასე პოპულარულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

რაც შეეხება გემოვნურ თვისებებს, თეთრ ხორცს გემო უფრო ნაზი და ნაკლებად გამოკვეთილი აქვს, მაგრამ მოხარშული თეთრი ხორცი სასარგებლოა ყველა ასაკის ადამიანისთვის. მუქი ხორცი უფრო არომატული და წვნიანია, რადგან უფრო მეტ ცხიმს შეიცავს.

ორივე სახის ხორცი მდიდარია ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით, ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
ინსულტი ახალგაზრდებში – ფაქტები, რისკები და გადამწყვეტი სიმპტომები!

ინსულტი ახალგაზრდებში – ფაქტები, რისკები და გადამწყვეტი სიმპტომები!

თებერვალი 10, 2025
საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო აკრედიტაცია გადაეცა

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო აკრედიტაცია გადაეცა

10 თებერვალი 2025
როგორ შევღებოთ კედელი სხვადასხვა სტილში – პრაქტიკული რჩევები

როგორ შევღებოთ კედელი სხვადასხვა სტილში – პრაქტიკული რჩევები

თებერვალი 9, 2025
ლიმონის გაყინვა – ბუნებრივი „ჯანმრთელობის ბომბი“ თქვენს სამზარეულოში!

ლიმონის გაყინვა – ბუნებრივი „ჯანმრთელობის ბომბი“ თქვენს სამზარეულოში!

თებერვალი 10, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
გურგენიანის ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს

გურგენიანის ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს

თებერვალი 10, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბრიჯით ჯონსის დღიური -მალე ახალ ფილმს ვიხილავთ

ბრიჯით ჯონსის დღიური -მალე ახალ ფილმს ვიხილავთ

თებერვალი 10, 2025
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

10 თებერვალი 2025
თბილისში ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო

თბილისში ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო

თებერვალი 10, 2025
ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

თებერვალი 10, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები