შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: როგორ გავხადოთ სადღესასწაულო კერძები ნაკლებად კალორიული
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებიქართული სამზარეულო

როგორ გავხადოთ სადღესასწაულო კერძები ნაკლებად კალორიული

როგორ გავხადოთ სადღესასწაულო კერძები ნაკლებად კალორიული
#post_seo_title
თაკო ფრიცხელაური
ავტორი
თაკო ფრიცხელაური
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 26, 2025
გაზიარება
გაზიარება

საახალწლო და სადღესასწაულო სუფრა ტრადიციული კერძების გარეშე წარმოუდგენელია.

სადღესასწაულო კერძები თუ თქვენც გიყვართ თუ გსურთ, წონა არ მოიმატოთ, შეცვალეთ ტრადიციული კერძების ზოგიერთი ინგრედიენტი, რათა შეამციროთ კალორიები.

Contents
  • საახალწლო და სადღესასწაულო სუფრა ტრადიციული კერძების გარეშე წარმოუდგენელია.
    • იხილეთ ასევე

50 კალორიით ნაკლები

სალათა „ოლივიეს“ მომზადებისას ბევრი იყენებს დაჭრილ მოხარშულ ძეხვს, ის კი საკმაოდ კალორიულია. შეცვალეთ ის ხბოს ხორცით ან ინდაურის მკერდით.

შეაზავეთ სალათა დაბალკალორიული მაიონეზით ან ნატურალური იოგურტით. ბოსტნეულის სალათები შეიძლება მომზადდეს ჩვეული ინგრედიენტების გარეშეც. დააბლენდერეთ ნებისმიერი ცოცხალი ან გაყინული კენკრა, მაგალითად, შავი მოცვი ან შტოში, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, წიწაკა, სხვა სუნელები და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიიღებთ პიკანტურ სოუსს ბოსტნეულისთვის.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

100 კალორიით ნაკლები

სადღესასწაულო ტორტზე უარს ვერ ამბობთ? მაშინ აირჩიეთ არა ფენოვანი ცომი, არამედ ბისკვიტი ჯემიანი სუფლეთი ან ნაკლები ცხიმის შემცველი კრემით. თქვენ თვითონ გსურთ ნამცხვრის მომზადება? – შეცვალეთ საჭირო ცხიმის ნახევარი ხილის ჯემით ან ხილფაფით. ის ნამცხვარს ბუნებრივ სიტკბოს და სინოტივეს შესძენს. თუმცა გამოიჩინეთ სიფრთხილე: თუ დესერტი ღუმელში ცხვება, ცხიმის სხვა პროდუქტებით შეცვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის იერსახესა და გემოზე, ამიტომ ექსპერიმენტი წინასწარ ჩაატარეთ! გააზავეთ ტკბილი წვენები და ხილის სასმელები უგაზო მინერალური წყლით.

ქათამი და ინდაური მოამზადეთ გრილზე და არა ლითონის ფურცელზე – ასეთ დროს კანი პირდაპირ იწოვს ცხიმს ფირფიტიდან, ამიტომ ნუ მიირთმევთ ფრინველის დაბრაწულ, კრაწუნა კანს.

მიირთვით ხილი

ხილი არა მარტო შაქარს, არამედ საკვებ ბოჭკოებს, ვიტამინებს, მინერალებს, ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კი არ ვისიამოვნებთ დესერტით, არამედ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებსაც მივაწვდით. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შაქრის შემცვლელები ნაკლებკალორიულია, ამიტომ ბევრი ჭარბი წონის დროს მათ იყენებს, თუმცა ყველა ერთნაირად უსაფრთხო როდია. ყველაზე უვნებელია ასპარტამი, საქარინი, სუკრალოზა, რომელიც გემოთი ყველაზე მეტად უახლოვდება ნამდვილ შაქარს. ნაკლებკალორიული შემცვლელები ყველა პროდუქტს შეიძლება მოვუძებნოთ. მაგალითად, ხორცს. ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა, ხორცის ალტერნატივად სოკო ან ლობიო მოვიაზროთ. სინამდვილეში არჩევანი უფრო დიდია – ცილები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მოიპოვება სხვა მცენარეულ პროდუქტებშიც: ტოფუში – სოიის ხაჭოში, კაკალში, მზესუმზირაში, ოსპში. ჩართეთ ეს პროდუქტები რაციონში – ის გაცილებით მრავალფეროვანიც გახდება და მეტ სარგებლობასაც მოუტანს ორგანიზმს.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

საყვარელი სასუსნავი

READ  Ბორშის კლასიკური უკრაინული რეცეპტი

სასუსნავის შერჩევისას შეგიძლიათ სხვადასხვა პროდუქტის ნაკლებკალორიული, მაგრამ სასარგებლო შემცვლელები გამოიყენოთ. ისინი შეიძლება მიირთვათ გვიან საღამოსაც, მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ მათი ენერგეტიკული ღირებულება 200 კკალ-ზე ნაკლებია. მაგალითად, ერთი ულუფა ქიშმიში ან გარგარის ჩირი სულ 80-90 კკალ-ს შეიცავს. შიმშილს მოგიკლავთ ბანანიც – ერთ ცალ საშუალო ზომის მწიფე ნაყოფში 109 კკალ და მხოლოდ 1გ ცხიმია. ქალების 62%-მა ზედმეტი წონა მას შემდეგ მოიშორა, რაც უარი თქვა მკაცრ დიეტებზე. პროგრამა ასეთი იყო: ცომეულის შეზღუდვა, ცხოველური ცხიმის შემცირება და მეტი ფიზიკური დატვირთვა.

რამდენიმე რჩევა

ბოსტნეული მოხარშეთ სქელძირიან და მჭიდროდ თავდახურულ ქვაბში. სახურავი რაც შეიძლება იშვიათად ახადეთ. ასე პროდუქტი უფრო მეტ ვიტამინს შეინარჩუნებს.

ბოსტნეულს შუშვის დროს ნუ დაუმატებთ მარილს, თორემ წვენი გაუვა და მასთან ერთად სასარგებლო მიკროელემენტებსა და ვიტამინებსაც დაკარგავს.

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

იხილეთ ასევე

  • შეცდომები რომლებიც სალათს მაღალკალორიულს ხდის
  • რატომ არის საუზმე მნიშვნელოვანი – რჩევები შენი ჯანმრთელობისთვის
  • რომელი პროდუქტებით ჩავანაცვლოდ ხორცი მარხვის პერიოდში
  • კერძი უჩვეულო ინგრედიენტებით
  • მჭადი – ქართული სამზარეულოს მუდმივი წარმომადგენელი

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

სწრაფად მოსამზადებელი ტორტი
უძველესი ქართული ყველის – ტენილი ყველის მომზადების მესხური წესი
გარწმუნებთ, რომ ცხარე კერძის მოყვარულები ნამდვილად გახარებულები დარჩებიან! ამიტომ გირჩევთ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოთ სტატიის კითხვა!
სურნელოვანი ტკბილეული გაციების დოს. ის არ არის მხოლოდ გემოვნების დღესასწაული, ზამთარში შესანიშნავი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
ყურძენი – მისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
TAGGED:დესერტიკერძებისალათისწორი კვებაჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორითაკო ფრიცხელაური
ჟურნალისტი — რეცეპტები და ქართული სამზარეულო. წერს ტრადიციულ და თანამედროვე კერძებზე, სუფრის კულტურასა და სეზონურ პროდუქტებზე.
წინა სტატია მანდარინიანი ღვეზელი! თუ არ გიყვართ კრემიანი ნამცხვარი, მაშინ ეს თქვენთვისაა. წაიკითხეთ, ნამდვილად მოგეწონებათ! მანდარინიანი ღვეზელი! თუ არ გიყვართ კრემიანი ნამცხვარი, მაშინ ეს თქვენთვისაა. წაიკითხეთ, ნამდვილად მოგეწონებათ!
შემდეგი სტატია სადღესასწაულო რეცეპტი სადღესასწაულო რეცეპტი
3 კომენტარი
  • გამოხმაურება: ჩიას დესერტი - ჯანსაღი და მარტივი რეცეპტი
  • გამოხმაურება: ფრთხილად! ბავშვების საყვარელ ნუგბარში დამალული საფრთხე
  • გამოხმაურება: როგორ მოვამზადოთ დესერტი საზამთროსგან - 3 ინგრედიენტი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?