შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: საახალწლო სუფრის მშვენება -საცივი
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ქართული სამზარეულო

საახალწლო სუფრის მშვენება -საცივი

საახალწლო სუფრის მშვენება -საცივი
#post_seo_title
ნინო ბერიძე
ავტორი
ნინო ბერიძე
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 25, 2025
გაზიარება
გაზიარება

ახალი წლის სუფრას ჩვენში, ძველთაგანვე ერთი უპირველესი კერძი, ინდაურის საცივი ამშვენებდა.

საცივი რომ მოამზადოთ უმჯობესია დედალი ინდაურის ხორცი გამოიყენოთ.

Contents
  • ახალი წლის სუფრას ჩვენში, ძველთაგანვე ერთი უპირველესი კერძი, ინდაურის საცივი ამშვენებდა.
    • იხილეთ ასევე

დაგჭირდებათ: კარგად გასუფთავებული ინდაური, ნახევარი კილოგრამი საუკეთესო ხარისხის ქართული ნიგოზი, ხუთი თავი საშუალო ზომის ხახვი, 5-6 ფოთოლი დაფნა, ორი სუფრის კოვზი ხმელი ქინძი, ორი სუფრის კოვზი უცხო სუნელი, ერთი სუფრის კოვზი ხმელი, დაფქული ზაფრანი, ამდენივე დაფქული წითელი წიწაკა, ერთი პატარა კონა ნედლი ქინძი, 3-4 კბილი ნიორი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ინდაური დავჭრათ ზომიერ ნაწილებად, დავფაროთ წყლით, დავამატოთ დაფნის ფოთლები და დავდგათ მოსახარშად. ძალიან არ ჩაგვეხარშოს. შემდეგ გადმოვიღებთ და დავალაგებთ ცალკე. თუ არ დაგვეზარება და აირღუმელში დაბალ ცეცხლზე ცოტათი შევბრაწავთ, კიდევ უფრო გემრიელი იქნება.

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპში, რომელსაც ექნება სპეციალური წვრილი ბადე. გატარებულ მასას დავამატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანი, წიწაკა და ვსრისოთ. გამოვწუროთ ზეთი _ “ურწყული”, ჩავასხათ ჭიქაში და დავდგათ ცალკე. შემდეგ დარჩენილ ნიგოზს თანდათან დავამატოთ გადანადუღები თბილი წყალი და მოვურიოთ. ასევე, სპეციალურ საცერზე დავდოთ წვრილ ბადეში გატარებული ნედლი ქინძი, ნიორი და ოდნავ წყალი დავუმატოთ, თან ავსრისოთ და დავამატოთ გამონაწური ნიგოზს. ყურადღებით ვიყოთ, ნედლმა ქინძმა სიმწვანე არ შემატოს საცივს _ მისი მხოლოდ გემო უნდა “გამოვაჩინოთ” საცივში. ასე მოვამზადოთ თხელი მასა. მომინანქრებულ ქვაბში კი ჩავასხათ ინდაურის ნახარშზე მორთმეული ცხიმი და მასში ჩავთუშოთ ძალიან თხელ და წვრილ ალყად დაჭრილი ხახვი ისე, რომ ჩადნეს, არათუ ჩაითუშოს. ჩავყაროთ შიგ ხორცი, მოვურიოთ რამდენჯერმე ფრთხილად და დავასხათ ჩვენ მიერ ნიგვზისგან მომზადებული თხელი მასა. მარილი ვუყოთ გემოვნებით. ვურიოთ ნელა და განუწყვეტლივ, რომ ფსკერზე არ მიიკრას. როცა კარგად გადმოდუღდება, მალევე გამოვრთოთ. ურწყულის ნაწილი მოვასხათ ქვაბშივე. შემდეგ კი _ სუფრაზე გატანის წინ.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

#drpkhakadze #pitskhelauri

READ  ულამაზესი ტორტი “ლატე მაჩიატოს გემო”.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

იხილეთ ასევე

  • რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა
  • იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძი – ვარია ისრიმ-მაყვალში
  • ჭინჭრის მომზადების ძველი და ტრადიციული ბებოს რეცეპტი ქიზიყიდან
  • აღმოაჩინეთ ქართული სამზარეულო – იაპონურ ჟურნალ ,,Transit Magazine”-ში
  • უგემრიელესი ქადების რეცეპტი ცნობილი ბლოგერისგან “შენისუფრა”- ს მკითხველს – Tatiana’s Kitchen 💫🌸
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

როგორ მოვამზადოთ ზეფირის კრემი
თევზის მომზადების ყველაზე უცხო და გემრიელი მეთოდი
უზბეკური რეცეპტი. ყოველთვის გემრიელია, როცა ასეთ კარტოფილს ვამზადებ!
ფეტვის ბლინები -მარტივი და ყოველდღიური რეცეპტი
საინტერესო კერძი – fudge
TAGGED:რეცეპტიტრადიციული რეცეპტებიქართული კერძებიქართული სამზარეულოხორცი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორინინო ბერიძე
ჟურნალისტი — ჯანსაღი კვება და კვების მეცნიერება. აშუქებს დიეტებს, პროდუქტების სარგებელს, კვების უსაფრთხოებასა და ექიმების რეკომენდაციებს.
წინა სტატია ჯანსაღი ბურგერის უგემრიელესი ვარიაცია - მოგვყევით 👌 რატომ არ არის მარტივი უარის თქმა ტკბილეულსა და ცხიმებით გაჯერებულ „ჯანქ ფუდზე“
შემდეგი სტატია sheniambebi vegetarianuli ზაფხულის სიცხეში – როგორი საკვები დაგვეხმარება გაგრილებაში
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: ხორცის მარინადის 5 რეცეპტი - მწვადისთვის საუკეთესო

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?