როგორ მოვამზადოთ ხაჭო კეფირისგან

0
53
#post_seo_title

გემრიელი ხაჭორს ყიდვა ყველას არ გამოსდის. მწარმოებლები ხშირად იყენებენ დანამატებს, რათა გაზარდონ პროდუქტის ვადა. იმისთვის, რომ რაციონიდან ასეთი სასარგებლო პროდუქტი არ ამოვიღოთ, ბევრი დიასახლისი ხაჭოს დამოუკიდებლად ამზადებს. პროცესი გრძელვადიანი და რთულია. მაგრამ, არსებობს მარტივი გზაც.

როგორ გავაკეთოთ ხაჭო კეფირისგან სახლის პირობებში

ეს სულ რაღაც 5 წუთს წაიღებს! ხაჭო რბილი და არამჟავე გამოვა. 1 ლ 3.2 %-იანი კეფირით 350გ ხაჭო გამოვა.

როგორ მოვამზადოთ ხაჭო კეფირისგან

იმისთვის, რომ ხაჭო მოამზადოთ, მხოლოდ კეფირის პაკეტი დაგჭირდებათ. არ გააკეთოთ ეკონომია, რადგანაც პროდუქტის ხარისხი მასზე იქნება დამოკიდებული. ყურადღებით შეხედეთ ვადას. კეფირი ახალი უნდა იყოს, შენახვის ვადა კი 5 დღეზე მეტი არაა.

მოათავსეთ კეფირი ღამით საყინულეში. შეგიძლიათ შეფუთვიდან არც გადმოასხათ. დილით გამოიღეთ და გახსენით. გაყინული მასა მარლაში შეახვიეთ და ნიჟარასთან ჩამოკიდეთ. ხაჭო მზად იქნება მაშინ, როცა წვეთები შეწყდება და სითხე აღარ გამოჟონავს.

როგორ მოვამზადოთ ხაჭო კეფირისგან

ეს არის საიდუმლო! სწრაფი, მარტივი და ეკონომიური. კეფირი შესაძლოა საყინულეში ერთ ღამეზე მეტხანს გააჩეროთ და სხვადასხვა ცხიმის მქონე კეფირისგან სხვადასხვა რაოდენობის ხაჭო გამოდის. მიღებული პროდუქტი შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, არაჟნით, მურაბით ან მოამზადოთ ორიგინალური სახლის ყველი ან გემრიელი პასტაა ბუტერბროტებისთვის.

ხაჭოს პასტა

როგორ მოვამზადოთ ხაჭო კეფირისგან

ინგრედიენტები: 300 გ ხაჭო, კამა, ქინძი, ნახევარი ბულგარული წიწაკა, მარილი, პილპილი, 2 კბილი ნიორი

დაჭყლიტეთ მწვანილი და ბულგარული წიწაკა. ნიორიც. აურიეთ ხაჭოსთან ერთად და მოაყარეთ მარილი.

როგორ მოვამზადოთ ხაჭო კეფირისგან

აუცილებლად ცადეთ ხაჭოს დამოუკიდებლად მომზადება, დარწმუნდით, რომ ამ სასარგებლო პროდუქტის გაკეთებას ცოტა დრო და ძალისხმევა სჭირდება.

გამოწოვილი სითხე შეგიძლიათ არ გადაასხათ. მასზე შეგიძლიათ მოამზადოთ ბლინები, პელმენები, პური, ღვეზელი, ნამცხვარი. ამასთან რძის შრატში ლაქტოზაა, რომელიც კანის ფენაზე დადებითად მოქმედებს, აახალგაზრდავებს და გლუვს ხდის.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები