ორცხობილა სწორი კვებისთვის

0
84
#post_seo_title

სწორი კვება ახლა პოპულარობის პიკზეა. ბევრი დაწესებულება ანახლებს მენიუს ჯანსაღი კვების მიმართულებით და სპეციალურ პროდუქტებსაც კი უშვებენ. საკვების პორციებით მიღება და კალორიების დათვლა ამ დიეტის მთავარი პრინციპია. როგორ გამოვაცხოთ ორცხობილები სწორი კვებისთვის 

ორცხობილები -როგორ მოვამზადოთ სწორი კვებისთვისორცხობილა სწორი კვებისთვის

დესერტების რეცეპტებიდან გამორიცხეთ შაქარი ან ჩაანაცვლეთ დაბალკალორიული შესატყვისით, მაგალითად თაფლით ან სიროფით. გახსოვდეთ რომ 100 გრან შაქარში 400 კალორიაა.

ცომში დაამატეთ მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტები: ხაჭო, კეფირი ან იოგურტი. მსუბუქი ხაჭოთი შეგიძლიათ ნაღების კარაქიც ჩაანაცვლოთ, იოგურტი და კეფირი შაქრის და დანამატების გარეშე უნდა იყოს.

ორცხობილა სწორი კვებისთვის

ჩვეულებრივი ფქვილის ნაცვლად აიღეთ ბრინჯის ან შვრიის. შეგიძლოათ გამოიყენოთ ფანტელებიც. ჰერკულესზე დამზადებული ცომი მშვენივრად ინარჩუნებს ფორმას, რეცეპტიც მოსამზადებლად მარტივია.

რეცეპტებიდან შოკოლადიც უნდა გამორიცხოთ. მის მაგივრად აიღეღ მარცვლები, თხილი, ჩირი. მაგრამ პატარა რაოდენობით,რადგანაც სასარგებლოსთან ერთად კალორიულებიც არიან.

დაბალკალორიული ორცხობილა

ორცხობილა სწორი კვებისთვის

  • 5 ს. კ. შვრიის ფანტელები
  • 1 კვერცხი
  • 1 ს. კ. ქიშმიში

ყველა ინგრედიენტი აურიეთ. მიეცით ორცხობილას ფორმა და გამოაცხვეთ 20 წუთით 180 გრადუსზე.

ვაშლის ორცხობილა

ორცხობილა სწორი კვებისთვის

  • 150 გ უცხიმო ხაჭო
  • 120 გ შვრიის ფანტელები
  • 1 ვაშლი
  • 50 გ ქიშმიში
  1. შვრიას დაასხით წყალი და დატოვეთ რათა ფაფის ფორმა მიიღოა. ზედმეტი წყალი გადაასხით.
  2. დიდი ვაშლი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და გახეხეთ.
  3. აურიეთ ყველა ინგრედიენტი. დაისველეთ ხელები ცივი წყლით და მიეცით ცომს ბურთულების ფორმები, მოათავსეთ გამოსაცხობ  ლანგარზე.
  4. გაზქურა 180 გრადუსზე გააცხელეთ და 15/20 წთ გამოაცხვეთ.

ამ მარტივი წესებით საყვარელ დესერტის ადაპტირებასაც მოახდენთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები