შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ინტერვიუ ნიუ-იორკში მცხოვრებ ინტერიერის დიზაინერთან, რომლის შემოქმედება მინიმალისტური და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
რესტორნებისიახლეები

ინტერვიუ ნიუ-იორკში მცხოვრებ ინტერიერის დიზაინერთან, რომლის შემოქმედება მინიმალისტური და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება

ინტერვიუ ნიუ-იორკში მცხოვრებ ინტერიერის დიზაინერთან, რომლის შემოქმედება მინიმალისტური და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: ივლისი 9, 2026
გაზიარება
გაზიარება

თინა კილაბერიძე ნიუ-იორკში მცხოვრები ინტერიერის დიზაინერია, რომლის შემოქმედება მინიმალისტური და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება, ნამუშევრების შექმნის დროს მისთვის მთავარი საგნის ფუნქციაა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება მაღალი ხარისხის ვიზუალური ეფექტი და დიზაინერის ხელწერისთვის დამახასიათებელი ის ესთეტიკურობა, რომელიც არასდროს არაფერში  აგერევათ.


თინა კილაბერიძე 2022 წელს Tbilisi Design Day-ს ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნება. გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერთან, რომელიც საკუთარი შემოქმედებისა და ამერიკული ცხოვრების შესახებ ვრცლად გვესაუბრა.



-თინა, პირველად როდის გაგიჩნდათ ინტერესი დიზაინის მიმართ, როდის აღმოაჩინეთ, რომ ამ პროფესიას  გინდოდათ გაჰყოლოდით?

-ბავშვობიდან… ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე დიზაინზე ფიქრი, კონცეპტუალურად არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, თუმცა მუდმივად მქონდა ინტერესი, რომ ჩემ ირგვლივ გარემო შემეცვალა, არამხოლოდ ავეჯი ან ნივთების განლაგება,  ადამიანებიც – მათი ვარცხნილობიდან დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული – მინდოდა ყველაფერში რაიმე სახის ცვლილება შემეტანა. თავიდან საერთოდ მეგონა, რომ მხატვარი ვიქნებოდი, სკოლის დამთავრების შემდეგ ტანსაცმლის დიზაინზე ვფიქრობდი, თუმცა მივხვდი, რომ ჩვენს გარემოში ეს აბსოლუტურად არარეალური იყო. მამამ მირჩია, რომ ჯერ ზოგადი განათლება მიმეღო და მხოლოდ ამის შემდეგ მეფიქრა მხატვრობაზე ან სხვა რაიმე კონკრეტულ საქმეზე, ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურა და ენები ვისწავლე, შემდეგ კი გადავწყვიტე დიზაინზე ჩამებარებინა. მაშინ ეს ფაკულტეტი სრულიად ახალი იყო, ჩემი პედაგოგების უმეტესი ნაწილიც არქიტექტორები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი  მიღებული განათლებით, დღეს ძალიან ბევრ სტუდენტთან მაქვს ურთიერთობა  და დავრწმუნდი, რომ იმ ცოდნას, რაც მაშინ სამხატვრო აკადემიაში მივიღე, მსოფლიოში არცერთი სხვა სკოლა არ იძლევა.

–რამდენად დატვირთული იყო იმდროინდელ თბილისში თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

-აკადემია რომ დავამთავრე, ზურა წერეთელმა მაშინვე ამიყვანა სამუშაოდ, აკვარელში ძალიან კარგად ვხატავდი და რადგან მაშინ ინტერიერი კომპიუტერში არ იქმნებოდა, ნახაზებს აკვარელში ვაკეთებდით, შემეძლო ყველა ნივთი რეალურთან ძალიან მიმემსგავსებინა, ეს ძალიან მოსწონდა ზურა წერეთელს და ამიტომ მუდამ დატვირთული სამუშაო მქონდა. გარდა ამისა, დაკავებული ვიყავი კედლის მხატვრობითაც და ვაკეთებდი კერძო სახლების ინტერიერის დიზაინსაც, ასე რომ, მგონი, ერთი წუთიც კი არ გამიტარებია მაშინ უმუშევრად.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

-ახსენეთ, რომ კერძო სახლების ინტერიერის დიზაინზე მუშაობდით, 90-იანი წლების თბილისში, მაშინ როცა უკვე შექმნილი იყო ტიპური, ერთმანეთისგან არაფრით განხვავებული საბინაო პროექტები, არსებობდა ინდივიდუალური
ინტერიერის დიზაინის შექმნის კულტურა?

READ  როგორ შევქმნათ თანამედროვე სამზარეულო? 2024 წლის ტენდენციები

-ერთი ახლობელი მყავდა, ჩემი მეგობრის მამიდა, რომლის სახლიც 1920-იან წლებში იყო აშენებული, მთელი ინტერიერი ევროპიდან ჩამოტანილი ავეჯითა და აღმოსავლური ხალიჩებით იყო შექმნილი, ისეთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი იყო, რომ იმ ქალს მას შემდეგ მთელი ცხოვრება არაფერი აღარ შეუცვლია. ადრე  საქართველოში ნამდვილად არსებობდა ეს კულტურა, უბრალოდ რეპრესიების დროს ადამიანებს უკვე შესაძლებლობა აღარ ჰყოფნიდათ, თუმცა მაშინაც იყვნენ ძველი კულტურის ოჯახები, რომლებიც ამაზე მაინც ფიქრობდნენ, 60-იანი წლების თბილისშიც ბევრი არაჩვეულებრივი არქიტექტურული მოდელია შექმნილი, ეს გავლენა ინტერიერშიც იგრძნობოდა. მართალია, ყველას არ მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ მე იმ პერიოდშიც მყავდა დამკვეთები, რომლებთანაც კერძო საცხოვრებელ სახლებზე მიმუშავია.

-მოგვიყევით თქვენი ამერიკაში მოხვედრის ისტორია, როგორ აღმოჩნდით ამ ქვეყანაში?

-ამერიკაში სრულიად დაუგეგმავად აღმოვჩნდი, აქ ცხოვრების არანაირი სურვილი არ მქონია და სიმართლე გითხრათ ახლაც არ ვგიჟდები აქ ყოფნაზე. ჩემი მომავალი მეუღლე ჩამოვიდა თბილისში, პროფესიით ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იყო, სხვადასხვა ჟურნალისთვის მასალებს აგროვებდა და ამიტომ მთხოვეს, რომ გავმასპინძლებოდი, მისთვის ყველა ღირსშესანიშნაობა მეჩვენებინა და ამავე დროს შემეხვედრებინა  იმდროინდელ პოლიტიკოსებთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. ერთმანეთი მაშინ გავიცანით, ამის შემდეგ მე პარიზში წავედი, ვაპირებდი, რომ პროფილი შემეცვალა და სწავლა ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით გამეგრძელებინა, თუმცა მთხოვა, რომ რადგან ის ვერ ჩამოდიოდა, მე ჩავსულიყავი ამერიკაში. ყველაფერი შევცვალე, ჩამოვედი ნიუ-იორკში და მოხდა ისე, რომ მას შემდეგ აქ შემოვრჩი. ეს ყველაფერი სრულიად დაუგეგმავი იყო, არასდროს  მიოცნებია ამერიკაში ცხოვრებაზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს ქვეყანა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემთან ძველი სამყარო, ევროპა და საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის.

-როგორ დაიწყო კარიერის განვითარება სრულიად უცხო ქვეყანაში?

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

-ვიტყოდი, რომ სრულიად უცხო პლანეტაზე… წარმოდგენა ამერიკაზე მაშინ მხოლოდ წიგნებიდან მქონდა, რომ ჩამოვედი, ისეთი გაოგნებული ვიყავი, დიდხანს ვერ მივხვდი, რომელ პლანეტაზე აღმოვჩნდი, მსგავს სინამდვილესთან მანამდე შეხება არ მქონია. ჩემს პროფესიაში რომ განვითარება გამეგრძელებინა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ეს საზოგადოება აღმექვა, ვიცოდი, რომ სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა, დიზაინი რომ გააკეთო, აუცილებელია ხალხის აზროვნებას და ინტერესებს ჩასწვდე. ყოველდღე დავდიოდი ბიბლიოთეკაში და ადგილობრივ არქიტექტურას ვსწავლობდი, შემდეგ იმ ნივთების შესწავლა დავიწყე, რომლებიც აქ იყო პოპულარული, ვორქშოპზე ვიარე იმისთვის, რომ ანტიკვარების შეფასება შემძლებოდა, გარდა ამისა გაუთავებლად ვუყურებდი ტელევიზორს, რათა აქ მცხოვრები ადამიანების ცნობიერებას ჩავწვდომოდი, ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე არქიტექტორებთან დავამყარე კონტაქტები. ჩემი მეუღლე ვერმონტში ცხოვრობდა და მაშინ იქაურმა არქიტექტორებმა მირჩიეს კიდეც, რომ ჩემი კარიერული განვითარებისთვის ნიუ-იორკში გადავსულიყავი, თუმცა მაინც მოვახერხე და ვერმონტში  ჩემი სახელით პირველი შეკვეთები შევასრულე…

READ  ბრაუნი 3 ინგრედიენტით

წყარო

  • #gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri

იხილეთ ასევე

  • აი, თურმე რატომ აქვს ქართულ ღვინის დოქს გრეხილი სახელური 🙂
  • სენსაციური აღმოჩენა ქართულ ვაზთან დაკავშირებით – ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს!
  • რომელი ქართული ღვინის სახეობები სარგებლობს უცხოეთში პოპულარობით
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

რატომ უნდა მივირთვათ კვერცხი საუზმეზე
შებოლილი ორაგულის სალათი — ჯანსაღი და გემრიელი რეცეპტი 2026
რაც ეს შევიტყვე თევზს ჩვეულებრივად აღარ ვწვავ, გირჩევთ თქვენც სცადოთ
11 საკვები პროდუქტი გონებრივი სიჯანსაღისთვის
საკვები რომელიც დაძინებაში ხელს შეგიშლით
TAGGED:დიზაინიინტერვიუნიუ-იორკიშენი სუფრა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია ლვოვში მხოლოდ ამ რეცეპტს აღიარებენ. შიგთავსებად გამოიყენება ვაშლი ქიშმიშით და თხილით ან ახალი ალუბალი. ლვოვში მხოლოდ ამ რეცეპტს აღიარებენ. შიგთავსებად გამოიყენება ვაშლი ქიშმიშით და თხილით ან ახალი ალუბალი.
შემდეგი სტატია რომელ ქვეყნებში ღირს ხორცი ყველაზე იაფი რომელ ქვეყნებში ღირს ხორცი ყველაზე იაფი
2 კომენტარი
  • გამოხმაურება: თბილისის სპორტის სასახლის არქიტექტორი - იური კასრაძე
  • გამოხმაურება: ონკანის გაწმენდა ძმრით - მარტივი ხრიკი სახლისთვის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?