ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები მათთვის ვისაც გახდომა უნდა

0
39
#post_seo_title

სლავ ხალხში ცოცხი ერთგვარი თილისმა იყო, ავი თვალის, ავადმყოფობის და ბოროტი ძალების განსადევნად. რა გავშირშია ავი თვალი და გახდომა? 

 

გახდომა თუ გსურთ იცოდეთ რომ 100 წლის შემდეგ, ვიტამინებით გაჯერებული “ცოცხი” კვლავ თილისმაა ზედმეტი წონისგან და ტოქსინებისგან განსათავისუფლებლად. სალათი “ცოცხის” სხვადასხვა ვარიაცია წონის კლებას უწყობს ხელს, წმინდავს ორგანიზმს, ავსებს ვიტამინებით და აშ.

ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები მათთვის ვისაც გახდომა უნდა

წარმოგიდგენთ სალათი “ცოცხის” 4 რეცეპტს

კუჭის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობა. როცა ის სუფთაა და მშაობაში ხელს არაფერი უშლის, ადამიანი ძალების და ენერგიების მოზღვავებას გრძნობს. თუ ის ცუდადაა, მაშინ კანის მდგოამრეობაც უარესდება, იმუნიტეტიც და სხვადასხვა დაავადებებიც იჩენს თავს.

ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები მათთვის ვისაც გახდომა უნდა

ამ პრობლემებს რომ გაექცეთ, ჩაიტარეთ წმენდა. ამაში ეს სალათა დაგეხმარებათ.

ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები მათთვის ვისაც გახდომა უნდა

მიიღეთ ის მთელი კვირის მანძილზე, დღეში 1-2-ჯერ. ასეთი განტვირთვა საოცარ შედეგს გამოიღებს: 1 დღეში 2 კილოგრამის დაკლებასაც კი შეძლებთ.

კლასიკური ვარიანტი

ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები მათთვის ვისაც გახდომა უნდა

ინგრედიენტები

  • 400 გ ჭარხალი
  • 400 გ სტაფილო
  • 400 გ კომბოსტო
  • 2 ს.კ. ლიმნის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. გარეცხეთ ბოსტნეული.
  2. სტაფილოს და ჭარხანს თხელი ქერქი მოაძვრეთ.
  3. გახეხეთ ყველა ინგრედიენტი და ჯამში აურიეთ.
  4. შეკაზმეთ ლიმნის წვენით და ზეითუნის ზეთით.

მწვანე

ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები მათთვის ვისაც გახდომა უნდა

ინგრედიენტები

  • 100გ კომბოსტო
  • 1 კიტრი
  • 1 ნიახური
  • 1 ვაშლი

ინგრედიენტი საკმაზებისთვის

  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი
  • შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
  • მარილი

მომზადება

  1. საკმაზისთვის აურიეთ ზეთი, ძმარი, სოიოს სოუსი და შაქარი. ოდნავ ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებისთვის.
  2. წვრილად გახეხეთ კომბოსტო,ჯოხებად დაჭერით კიტრი.
  3. მოაყარეთ კომბოსტოს მარილი და დაუმატეთ კიტრი.
  4. გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ ნიახური. დაჭერით ჯოხებად ვაშლი.
  5. აურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაასხით მომზადებული საკმაზი.

ფიტნეს-ვარიანტი

ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები მათთვის ვისაც გახდომა უნდა

ინგრედიენტები

  • 2 ჭარხალი
  • 1 ვაშლი
  • 1 პატარა სტაფილო
  • 1 საშუალო ხახვი
  • 250 გ კომბოსტო
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
  • მარილი, მწვანილი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ ჭარხალი და სტაფილო ქერქისგან,
  2. გახეხეთ ვაშლთან ერთად,
  3. ხახვი დაჭერით რკალებად, კომბოსტო ჯოხებად.
  4. აურიეთ ბოსტნეული, დაუმატეთ ნებისმიერი მწვანილი, ძმარი და მოასხით მცენარეული ზეთი.

ხილის

ეს ვარიაცია აქტუალურია ტკბილის მოყვარულთათვის, რომლებიც ფიგურას უფრთხილდებიან.

ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები მათთვის ვისაც გახდომა უნდა

ინგრედიენტები

  • 1 ფორთოხალი
  • 1 მწვანე ვაშლი
  • 2 კივი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. შვრიის ფანტელები

მომზადება

მსუბუქად შეწვით შვრიის ფანტელები ტაფაზე.

გაასუფთავეთ და დაჭერით ფორთოხალი და კივი.გახეხეთ ვაშლი. ყველა ხილი აურიეთ თაფლთან, სალათს ზევიდან შვრიის ფანტელები მოაყარეთ. მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან, რადგანაც დროის გასვლის შემდეგ ხილი ბევრ წვენს გამოყოფს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები