დააგემოვნეთ გემრიელი მარწყვის დესერტი გამოცხობის გარეშე

0
42
#post_seo_title

ეს მარწყვის დესერტი იმსახურებს ყველა გამოცდილი დიასახლისის კულინარიულ წიგნში იკავებდეს ადგილს.

დესერტი ბავშვებს სარგებელს მოუტანს. დედა კი მომზადებაზე 20 წუთს დახარჯავს.

დააგემოვნეთ გემრიელი მარწყვის დესერტი გამოცხობის გარეშე

დესერტი გამოცხობის გარეშე

იდეალური ვარიანტი ზაფხულისთვის. არაა საჭირო გაზქურის ჩართვა, ცოლის მოზილვა და შიგთავსის მოგონება. გასწავლით არომატულ საზაფხულო დესერტს – ხაჭოს ბურთულებს მარწყვით.

დააგემოვნეთ გემრიელი მარწყვის დესერტი გამოცხობის გარეშე

მარწყვის ყიდვისას ყურადღება გაამახვილეთ მის ფერსა და არომატზე. არ აირჩოთ იდეალურად მბზინვარე კენკრა. ასეთი მარწყვი გადამუშავებულია და ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს. მარწყვი მშრალი უნდა იყოს, ბუნებრივი იერით და ფერით. ფოთლები მწვანე.

ინგრედიენტები: 200 გ ფხვიერი ორცხობილა, 90 გ ნაღების კარაქი, 150 გ სახლის ხაჭო, 200 გ მომცრო მარწყვი, 2 ს.კ. შაქრის პუდრა (თუ ორცხობილა ძალიან ტკბილი არაა) 50 გ ქოქოსის ფხვნილი, ვანილინი

დააგემოვნეთ გემრიელი მარწყვის დესერტი გამოცხობის გარეშე

მომზადება

ორცხობილა დაფხშვენით. აურიეთ ხაჭოსთან, რამდენიმე ნამცეც ვანილინთან და დამდნარ ნაღებს კარაქთან. თუ მასა საკმარისად ტკბილი არაა, დაუმატეთ შაქრის პუდრა და მოზილეთ მასა. ის ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.

მარწყვი (სასურველია ერთი ზომის) გარეცხეთ გამდინარე წყალში და მოაძვრეთ ყუნწი. დატოვეთ სუფთა ჰაერზე, რათა მთლიანად გაშრეს.

აიღეთ ცომის ნაჭერი და ხელით მიეცით ფორმები სისქით 0.5 სმ. შუაში მოათავსეთ კენკრა, მოახურეთ თავი და დაამრგვალეთ.

დააგემოვნეთ გემრიელი მარწყვის დესერტი გამოცხობის გარეშე

თითოეული ბურთულა ამოავლეთ ქოქოსში. თუ არ გაქვთ, თხილში.

შედგით მაცივარში 10 წუთით.

დააგემოვნეთ გემრიელი მარწყვის დესერტი გამოცხობის გარეშე

თუ დიდი ზომის მარწყვები გაქვთ, შუაში გაჭერით. მარწყვის მაგივრად შეგიძლიათ ბანანი, ატამი ან სხვა ხილის გამოიყენოთ სეზონის მიხედვით.

#drpakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები