ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი

0
21
#post_seo_title

მაიონეზი ერთ-ერთი გავრცელებული სოუსია. ის ბევრ კერძს უხდება. თუმცა მზა ნაწარმის სახით არსებული ეს პროდუქტი არც მთლად ჯანსაღია და გემოვნური თვისებებიც საკმაოდ დაბალი ხარისხისა აქვს. ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებულ მაიონეზს. ამასთან ის არის სამარხვოც, ვინაიდან კვერცხის ნაცვლად ავოკადოს შეიცავს, არის ნოყიერი, ნაღების გემოთი და ნიგვზის სურნელით. მოუხდება ყველა კერძს – ბუტერბროდებით დაწყებული, ხორცისა და ბოსტნეულის სალათებით დამთავრებული.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ავოკადო
  • ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 4-5 ს. კ. წყალი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ნახევარი ლიმონი
  • 5 გ ქინძი
  • ორი ს. კ. ძმარი
  • ნახევარი ჩ. კ. ნიორი

მომზადება

  1. ავოკადო გაჭერი და კოვზით ამოაცალე შიგთავსი რბილობი.

ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი

2. ყველა ინგრედიენტი, გარდა ნივრისა, ჩაყარე ბლენდერის ჭურჭელში და ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი

3. ნიორი დაჭერი ძალიან წვრილად.

ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი

4. დაჭრილი ნიორი შეურიე ავოკადოს მასას.

ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი

5. უგემრიელესი და უჯანსაღესი მაიონეზი მზადაა! წაისვით პურზე ან გამოიყენეთ ნებისმიერ სალათში და გემრიელად მიირთვით!

ავოკადოსგან მომზადებული მაიონეზი

ავოკადოს ეს სოუსი მაცივარში ხუთი დღის განმავლობაში ინახება. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ეს შესანიშნავი რეცეპტი კი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!

მასალის გამოყენების პირობები